პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი

ეს ის მომენტია, როცა საუკუნის უნახავ, დაობებულ ბლოგზე მხოლოდ “ჰელოუ მაი ვორლდით” ვერ დავიწყებ პოსტის წერას და პირდაპირ უნდა ვთქვა – ძალიან მომენატრა აქაურობა!! ეს ის მომენტია, როცა (ცოტა ფანტაზია რომ მოვიშველიოთ) მოხუცი ადამიანი გადახსნის თავის დამტვერილ, დაძველებულ, დამტვრეულ სკივრს და ამზეურებს მის ყველაზე ძვირფასს – პირადს!! ამზეურებს და თან იხსენებს. თითოეული სკივრში ჩატეული პატარა სამახსოვროსაც რომ აქვს საკუთარი დიდი ისტორია და +ემოცია. მართალია არც არარსებული სკივრი არ გამიხსნია და (სიმბოლურად მაინც) არც ძველი პოსტები არ გადამიკითხია მაგრამ ის ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა დიდი ხნის შემდეგ ისევ დამეწერა პოსტი – ეს ემოციები და მოგონებებია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო პირდაპირ დავწერ – მე სუულ, სუუულ ცოტაც და ისეთი ადამიანი გავხდებოდი, როგორსაც მთელი ცხოვრება ვლანძღავდი, სუულ ცოტაც და ზუსტად მათ დავემსგავსებოდი, ვინც გაბოროტებული, თვალებჩასისხლიანებული, შუბლშეკრული, ირონიამორეული ღიმილით შურისძიებებით ტკბებიან ხოლმე – საბედნიეროდ დროზე მივხვდი ამას 🙂 მივხვდი და ყველაფრის გამოსწორება მე ჩემებურად ვცადე, ცდა ერთია – შედეგი მეორე.

Kakhi's World-bokeh-boy-bridge-city-coloursვატყობ რომ ძალიან ვემსგავსები მას, ჩემს არარსებულ სკივრში გამოკეტილ მოგონებებს, მგონი ჯერ მხოლოდ წერის სტილითაც კი დიდი მსგავსებაა – თუმცა უნებლიე, ან მე მგონია ასე 🙂 მაგრამ არა, ვემსგავსები და თან მსიამოვნებს, თან მაღიზიანებს და თან ვერც ვხვდები როგორ ხდება ეს!!

პირველი ნაბიჯის გადადგმა ისეთივე რთულია, როგორიც უკანასკნელის. სიმართლე რომ ვთქვათ ზუსტად ამის მეშინია, პირველი ნაბიჯი რომ შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს 🙂 ო რა დრამა იწერება მაგრამ მაინც რა არის ეს ცხოვრება არა?! რაც არ უნდა დიდი გამბედაობა მოიკრიბო, რაც არ უნდა ახლოს იყო უკვე მის სახლთან, რაც არ უნდა დიდი ოპტიმიზმი გახრჩობდეს – გინდა არ გინდა ბოლოს მაინც იმას ფიქრობ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ბოლო შანსს, შენს გარდა 🙂 ხოდა ამ “პირველ ნაბიჯსაც” თვითონ უტანს განაჩენს, რომ ეს უკანასკნელია და ცდათან აღარ ღირს მაგრამ რა იქნება მომავალში კაცმა არ იცის.

როცა გზაში გხსენდება, რომ ამასობაში სწორედ იმას აკეთებდი, რასაც სულ ახლო წარსულში არაფრის დიდებით არ გააკეთებდი, როცა გახსენდება, რომ ამასობაში უამრავი მიზეზი დაგროვდა იმისა, რომ “უკანასკნელს” თავის დავანებოთ და – უბრალოდ ნაბიჯსაც კი ვეღარ გადადგამ “პირველი” და ბოლოს ისიც გახსენდება, საიდან სადამდე მოხვედი – ერთ წვიმიან დღიდან დაწყებული 🙂

ღიმილი, ღიმილი და ღიმილები, ეს არის ის ემოცია ალბათ, რაც იმ წუთებიდან ყველაზე არაადეკვატურ საქციელად ჩაგრჩა “სკივრში” და არასასიამოვნო, დამტვერილ, ამყრალებულ, სევდანარევ მოგონებად ინახება – თვალებგაშტერებული, მომღიმარი სახე – ანუ დასასრული და დასაწყისი იმის, რაც დღემდე ხდებოდა. და რა ხდებოდა?! არაფერი!!

ძალიან ცუდად, იმაზე ცუდად გამომდის ვთქვა სათქმელი, ვიდრე მე მეგონა. ძნელია ბოლომდე დავწერო რასაც ვფიქრობ – ისევე ძნელია, როგორც პირველი და უკანასკნელი ნაბიჯები 🙂

ვაღიარებ, მე თითქმის არასოდეს გამოვირჩეოდი დიდი თავგანწირვით, გამბედაობით და სითამამით მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა სიამაყე აზრს კარგავს, თუმცა უკვე იმ მომენტში, როცა მისი აზრის დაკარგვას აზრი აღარ აქვს 🙂

ისევ ღიმილი, ღიმილი და ღიმილები, სხვა რაღა დარჩა – თვალებგაშტერებული, მომღიმარი სახე 🙂

და თქვენ ზუსტად გამოიცანით!! ძალიან ცუდი, მარაზმამდე ცუდი პერიოდი დგას, ჩემსა და არარსებულ, დამტვერილ მაგრამ სასიამოვნო მოგონებებიან სკივრს შორის!!

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: