I love

უკვე ძალიან დიდი ხანია რაც პოსტის დაწერა მინდა და ვერ მოვაბი თავი, არადა რამდენი დამიგროვდა დასაწერი, რამდენმა ემოციამ, ახალმა ამბავმა, საინტერესო მომენტებმა და კარგმა დღეებმა ჩაიარეს ბლოგის გარეშე, გამახსენდა რომ ამას ადრე არაფრის დიდებით არ “გავატარებდი” და წერა დავიწყე. შეიძლება ბევრმა გაიფიქროს კიდეც, რომ ვაჭარბებ და იმაზე მეტს ვწერ პირადზე ვიდრე ეს ნორმალურია მაგრამ რაც არის არის, მე ეს მიხარია!! 🙂

მიხარია ის, რომ თქვენ წარმოიდგინეთ და ჩემი ერთადერთი – ისევ ჩემი ერთადერთია. ეს ისე მოხდა, რომ მაშინდელ ჩემს აგონიას თუ გავიხსენებ, ნამდვილად მყარი არგუმენტი მექნება იმის სათქმელად, რომ მართლა აღარ მახსოვს დეტალები, თუმცა ფაქტი მაინც ფაქტად რჩება, რომელიც ჭკუიდან მშლის. არასოდეს თქვა არასოდეს – დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ამაში, ვიდრე ოდესმე, თავჯერებულს, ხაზგასმით და ხმამაღლა მითქვია.

მის გამოჩენასთან ერთად რა თქმა უნდა ყველაფერი შეიცვალა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ვიცოდი და მიხაროდა, რომ ყველაფერი ისევ ისე ვერ დარჩებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის კარიერაზე პრიმიტიული გზებით ზრუნვა – არ დაემთხვეოდა მის გემოვნებას და როგორც ყოველთვის ხდებოდა, ის მოახერხებდა ჩემს კალაპოტში ჩადგომას 🙂

ვაღიარებ იმასაც, რომ იმ ყველაფრის დავიწყება ცოტა ძნელია, შეიძლება შეუძლებელიც მაგრამ თუ ვიცხოვრებთ დღევანდელი დღით და ვიფიქრებთ მომავალზე, იქნებ ოდესმე აღარც კი გაგვახსენდეს ის ერთადერთი წელიწადი, რომელიც თითქმის არ იყო, რომელიც რეალურად არ მიცხოვრია მის გარეშე. ყველაზე კარგი და ამაღელვებელი რაც შეიძლება იყოს ამ ერთი წლის განმავლობაში ის არის, რომ როგორც აღმოჩნდა მთელი ამ დროის მანძილზე ერთნაირად ვფიქრობდით, ერთნაირი მორალური პრინციპები და ერთნაირი ოცნებები გვქონდა, ანუ ჩვენ არასოდეს არ დაგვიკარგია ერთმანეთი.

Kakhi's World-beautiful-colorful-crazy-dreamუკვე 21 წლის ვარ და მიხარია რომ ბოლო 3 წელია ვიცი რა არის სიყვარული, მეც თანდათან კიდევ უფრო ღრმად ვსწავლობ და რაც უფრო ღრმად ვიაზრებ ამას, მით უფრო კარგად ვხვდები როგორ გამიმართლა, ძალიან გამიმართლა. არ მინდა ძალიან სენტიმენტალური მოგეჩვენოთ მაგრამ ძალიან მიკვირს საკუთარი თავის, მის გარეშე როგორ ვიყავი, როგორ ვძლებდი.

მისი დანახვისთანავე ადრენალინი მომაწვა მთელ სხეულში, ეს საუკეთესო წუთები იყო, ყველა ნარკოტიკზე უკეთესი, ოპერის ყველა ერთად აღებულ მიუზიკლს ჯობდა, ჯობდა შობის ღამეს, ახალი წლის პირველ წუთებს, უდაბნოში წყალს ჯობდა, ეს იყო დავინჩის ყველა ნახატზე უკეთესი, ის ჯობდა ჰაერს, რომელიც არ მყოფნიდა, ის ჯობდა სიცივეს, სითბოს, ყველაზე მაღალი მწვერვალიდან ნახტომს გავდა, ეს ჯობდა შექსპირის სონეტებს, ჯობდა მოგებული მსოფლიო მატჩის სიხარულს, ეს ჯობდა ტანგოს წვიმიან ქუჩებში, ეს უკეთესი იყო ვიდრე სანტა კლაუსის მოლოდინი, ჯობდა ცივ და ტკბილ ნაყინს ცხელ დღეებში, ეს ჯობდა ორგაზმს, ეს ჯობდა ხმამაღალ მუსიკას, რომელიც გაყრუებს და თან გსიამოვნებს, ჯობდა ბეთჰოვენის მთვარის სონატას, მის მეცხრე სიმფონიას, ჩაიკოვსკის გედების ტბას და მის კულმინაციასაც კი ჯობდა, ჯობდა ყავის ცხელ სურნელს, საუკეთესო იყო ვიდრე მოწმედილ ცაზე კაშკაშა ვარსკვლავები, ეს ჯობდა ბესტსელერ წიგნებში ყველა ნახსენებ მხატვრულს ხერხს, ეს უკეთესი იყო ვიდრე სიცოცხლის ხელახალი შეგრძნება, ეს თითოეულ ამოსუნთქვას ჯობდა, ჯობდა სტიგ ლარსონის ტრილოგიას, ჯობდა ზღვას, რომელიც ღელავს და ამ შუაგულ ზღვაში გამოკიდებულ თეთრ აფრებიან გემს ჯობდა, სიხარულს ჯობდა, რომელიც გაბედნიერებს, ბედნიერებას ჯობდა, იმაზე მეტი იყო ვიდრე უზრუნველი ცხოვრება, იმაზე უკეთესი იყო ვიდრე მე წარმომედგინა, ეს საუკეთესო წუთები იყო, დამაბრამავებლად წარმოუდგენელი..

მისი დანახვისთანავე მივხვდი, რომ ვერასოდეს, ვერასოდეს ვიცოცხლებ მის გარეშე, უბრალოდ ვერ გავძლებ.. ის ჩემი ერთადერთია, ის ჩემი ახალი წელია, მე ის უბრალოდ ძალიან მიყვარს!! 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “I love

  1. მაკლიხარ რაღაცნაირად ფბ- ზე :/ ხელის კანკალით გადმოვედი მერე აქ და შვებით ამოვისუნთქე ბლოგი რომ ადილზე დამხვდა ^^ მიხარია შენი ამბების გაგებახოლმე ))

    • დიდი მადლობა კანიბალ!! მეც მიხარია ხოლმე შენი გამოჩენა და ძალიან მომენატრე 🙂 ხო, ფეისბუქსიგან შორს ვარ მაგრამ ბლოგს არ გავაუქმებ და გამიხარდება თუ ხშირად მესტუმრები ხოლმე 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: