წინასაახალწლო პოსტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზედმეტი მხატვრული ხერხების და გადატანითი (ქვე) ტექსტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან წინასაახალწლო განწყობა უკვე მოვიდა 🙂 აი ისეთი განწობა, ძველ პოსტებში რომ ვწერდი ხოლმე, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით – ოდნავ თავშეკავებული გავხდი. როდის, როგორ და რატომ მოხდა არ ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს. ვგრძნობ რომ მიხარია, ვგრძნობ რომ მასაც უხარია და ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია.

სულ რამდენიმე წუთის წინ საახალწლო ფლეი ლისთი გავხსენი დაKakhi's World-animal-mouse-snow-winter ალბათ ამის ბრალიც არის, უკვე ფოიერვერკს ველოდები 🙂 მაგრამ ჯერ მანამდე თოვლი უნდა მოვიდეს. ბლოგზე უკვე თოვს მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არც მხოლოდ ნაძვის ხე და მორთულ/მოკაშკაშე ქუჩები!! თოვლი – ეს ცალკე აღსანიშნავი და სასურველი თემაა ახალ წელს. აბა ის რა ახალი წელია, ცხელ შოკოლადს/ყავას/ჩაის რომ სვამ, ფანჯრიდან გაიხედები და გარეთ თოვლი არ დაგხვდება.. მოკლედ, არ მაინტერესებს!! წელს ახალი წელი არ დადგება თუ თოვლი არ მოვიდა, პრეტენზიები არ მიიღება!! 🙂

წინა წლებთან შედარებით წელს ცოტათი განსხვავებული და მასშტაბური სურვილები მაქვს მაგრამ ჯერ ამაზე წერა ადრეა, მაინცდამაინც ვერც “სანტა” და ვერც “ბაბუა” გულითაც რომ მოინდომონ ვერცერთი ვერ შემისრულებს 🙂 ეს ჩემზე და მასზეა დამოკიდებული. ცოტათი განსხვავებული ის, რომ არავითარი მატერიალური მხარე და ცოტათი მასშტაბური ის, რომ ყველაფერი მინდა შევცვალო, ყველაფერი ჩემს გარშემო და ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ.

Kakhi's World-christmas-heart-santa-snowმართალია ვერ ვუარყოფ იმას, რომ ზოგჯერ დგება კრიტიკული მომენტები მაგრამ ის პრინციპი/აზრი “რაც არ გკლავს გაძლიერებს” – საბოლოოდ ყველაფერს უფრო აფერადებს და ამყარებს 🙂 რამდენიმე დღეში უკვე სრული 3 წელი, მგონი არ არის ცოტა მაგრამ არც ბევრია იმასთან შედარებით რაც ჯერ წინ გველოდება. ამ ახალ წელზე წერით ისე გავერთე, რომ ლამის გამომრჩა იმის თქვა – როგორ ძალიან მიყვარს!! მიყვარხაააარ!! ❤

ხო, + ერთი პოსტკრიპტუმ სურვილი მექნება საახალწლოდ, მინდა ყველანი ისეთივე ბედნიერები და ცხოვრებაზე შეყვარებულები ყოფილიყავით როგორც მე ვარ.. აი თუნდაც შენ, მერე რა რომ შესაძლოა არ გიცნობდე, მინდა ძალიან, ძალიან ბედნიერი იყო!! 😉

იმედია ჩემი ბლოგზე აღბეჭდილი სიზარმაციდან გამომდინარე ეს პოსტი 2014 წლის ბოლო პოსტად არ მოინათლება 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: