გადავიწყებული ახალი ჰობი

ზუსტად ოთხი თვე და 2 დღეა რაც პოსტი არ დამიწერია, ვერ ვიტყვი რომ ვწუხვარ ამის გამო თუმცა მართლა მომნატრებია აქაურობა 🙂 ამ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალ ჰობს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არც არის, უბრალოდ ეხლახანს გავაქტიურდი.

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ბაღში ერთი ამოჩემებული სათამაშო მქონდა, რომელიც დასაკრავ ინსტრუმენტს გავდა და სასიამოვნო, წკრიალა ხმებს გამოსცემდა. შემდეგ სახლშიც მომრავლდა მისნაირი ჟღედარი სათამაშოები (პირის გარმონი, პატარა მწვანე პიანინო, ასევე მწვანე პატარა გიტარა, ლურჯი ზოლებით და ა.შ.) მაშინდელმა ჩემმა მელომანობამ დღემდე მოაღწია და ჰობად იქცა.

Kakhi's World-old_vintage_pianoმიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს, ჩემ ჭიას მაინც ვახარებ და სახლში ელექტრო პიანინოც გაჩნდა, რაზეც მგონი სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. მანამდე კი იყო სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, სადაც ყველაფერი გაცილებით მიმარტივდებოდა, ვიდრე რეალურად პიანინოზე დაკვრა მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე (არადა თავიდან მხოლოდ ბოლო ამოჩემებულ ჰიტებზე ვატარებდი ცდებს) 🙂

მახსოვს, შარშან ვწერდი გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი მაგრამ პიანინოთი დავიწყებ, გიტარამდეც მივალ მერე 🙂 და საერთოდ – რატომ მიყვარს მუსიკა?? ეს ალბათ დედაჩემისგან გამომყვა, შესანიშნავად უკრავს პიანინოზე. პატარაობაში რაღაცებს მასწავლიდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე. ეხლა თანდათან ვიხსენებ, ზოგსაც მე ვაწყობ (ის ცალკე ემოციაა, როცა საკუთარ აწყობილ, არც თუ ურიგო მელოდიას მოუსმენ 🙂 )  და ჯამში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მუსიკა დამიგროვდა.

მოკლედ ადრეულ ასაკში ჩემი გატაცება თუ იყო მხატვრობა და შემდეგ პოეზია, ახლა მუსიკაა. სამწუხაროა, რომ არცერთ სფეროში არ მივლია და ელემენტალური განათლება არ მიმიღია, მართალია იყო რამდენიმე თვიანი მცდელობა ჩემი ვოკალური მეცადინეობების, ერთ-ერთ საბავშვო სტუდიაში, თუმცა არაფერი გამოვიდა 🙂 გული არ მწყდება, რადგან ვფიქრობ დღემდე საშინელი ხმა მაქვს 🙂 მიუხედავად ამისა, სამი მიკროფონი მივიღე საჩუქრად, თუმცა მგონი სიმბოლური საჩუქარი უფრო არის ვიდრე საჭირო 🙂 პოსტში ბევრი ღიმილები დაგროვდა (პოზიტიური თემაა და მოითხოვს 🙂 ) მაგრამ იმავეს  ვერ ვიტყვი ჩემს მუსიკებზე, რატომღაც ბოლოს სულ სევდიანი გამომდის და ეს არ მომწონს 🙂

ამბიციები ამ სფეროში ნაკლებად მაწუხებს, უბრალოდ მიყვარს მუსიკა და ვფიქრობ, რომ პიროვნების ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენს, არგუმენტად მხოლოდ “მოცარტის ეფექტიც” მეყოფა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო – მე უბრალოდ მიყვარს მუსიკა და გაღვიძებისთანავე, ბოლო ხმაზე ვრთავ და ვუსმენ, როცა დილით ყავას ვსვამ, როცა ვსაუზმობ, როცა ვმგზავრობ და მაშინაც კი, როცა ვმეცადინეობ 🙂

P.S. მართლა მომნატრებია ბლოგი!! 😛

Advertisements
Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: