Hello from Kakhi’s World

ტრადიციას დავარღვევ და პოსტსკრიპტუმს თავიდანვე ვიტყვი: ვორდპრესის ძველი ძრავა გაცილებით მიმარტივდებოდა და მომწონდა, ვიდრე ახალი 🙂 მაგრამ არც ეს არის პრობლემა..

წლების წინ თუ პოსტებს შორის დროის სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, ცოტა ხანში კვირა გახდა, შემდეგ თვე, ეხლა კი მგონი ყოველ სამ თვეში ერთხელ მახსენდება, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია ვწერო ის, რაც გამიხარდება (ან მეწყინება). მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პოსტის ბოლოს პირობას ვდებ, რომ გამოვსწორდები და სურვილი მაქვს ძველებურად გავაქტიურდე – რაღაც დროის შემდეგ ისევ მავიწყდება ეს პატარა გეგმები, ანდაც უბრალოდ იმის ფონზე, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ ან ვერ ვახერხებ ვწერო, უბრალოდ ვწერო!!.

პრინციპში თავიდან მეგონა, რომ კარგიც იყო, აქტიური ცხოვრება, აქტიური პირადი, გადატვირთული დღის რეჟიმი და ა.შ – მაგრამ რატომაც არა, მოუხედავად იდეალური ცხოვრების და პირადისა, ადამიანს მაინც უნდა გააჩნდეს საკუთარ პირადზე კიდევ უფრო პირადი სივრცე – თუნდაც ჩვენ დავარქვათ მას ბლოგი. მართალია ეს ისეთი პირადიც არ გამოდის როგორსაც ზემოთ აღვწერდი მაგრამ საკუთარ თავთან და მკითხველთან მაინც გაქვს ცივილიზებული ფორმის სიტყვის თავისუფლება!! არანაირი ქვეტექსტებით და ორაზროვანი ფრაზებით საუბარი!!

ამ დროის მანძილზე, როცა ბლოგზე აღარ ვწერდი, მივხვდი, რომ ბლოგზე ვიყავი ყველაზე გულწრფელი და პირდაპირი. სამწუხაროა, რომ ბლოგზე როგორც ვწერდი იმ გულწრფელობის მხოლოდ 70% თუ ვახმოვანებდი ცხოვრებაში, ამასაც თავისი მიზეზები აქვს და ეს მიზეზებია იმის მიზეზი, რომ მიზეზები არ მელევა ვიყო უფრო მომთმენი ვიდრე ეს ადრე იყო. ცოტა ავიჭერი 🙂

ჩემს ცხოვრებას რაც შეეხება, ამ ხნის მანძილზე, მიუხედავად ჩემი მცდელობებისა სხვადასხვა სფეროში, თუ შევაჯამებთ, დაემსგავსება ერთი რიგითი, თბილისელი, 22 წლის ბიჭის ცხოვრებას, რომელიც ჩვეულებრივი და ზოგჯერ არაჩვეულებრივად არასწორი გადაწყვეტილებებით ვერაფერი მოახერხა, თუმცა იმედი ბოლოს კვდება 🙂 ხოდა ამ ხნის შემდეგ ისევ წუწუნს არ მოვყვები, არც სასიხარულო სიახლეებს. მოდი ეს პოსტი უბრალოდ მისალმებად დავტოვოთ, თუმცა იმედია ეს მისალმებაც არ გამეწელება 2 ან 3 თვე, თორემ წელს (25 ივლისს) ბლოგს დაბადების დღეც კი ვერ მოვულოცე, განა იმიტომ, რომ სურვილი არ მქონდა, მეზარებოდა ან დაკავებული ვიყავი, არა – უბრალოდ დამავიწყდა!! დამავიწყდა, რომ ჩემი ბლოგი უკვე 5 წლის გახდა (მოგვიანებით ვულოცავ და ვუსურვებ პატრონის გამოფხიზლებაგააქტიურებაყურადღებიანობას!! 🙂 )

რაღაცები შეიცვალა, რაღაცები ისევე დარჩა როგორც ყოველთვის იყო, რაღაცები კი რა თქმა უნდა პროგრესს განიცდის. მოკლედ, სათქმელი ბევრი – სურვილი კი დიდია 🙂 ამ ყველაფერს თუ ცოტაოდენ მონდომებას და დროს დავუმატებთ მაშინ ძველებურად აქტიური იქნება ბლოგი და მეც აქტიური ბლოგის ავტორი ვიქნები 🙂 ყოველ ჯერზე ვამბობ, რომ მომენატრა აქაურობა, იმედია შემდეგ პოსტშიც არ მომიწევს ამის თქმა.. ❤hello world - Kakhi's World

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: