მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂

ვინც ასე თუ ისე მიცნობს და ძველი პოსტები მშრალად მაინც გადაუკითხია, შევახსენებ, რომ ძალიან მინდოდა გიტარაზე დაკვრა მესწავლა, ვამბობდი რომ მიყვარს გიტარა, ოოო პოანინო მაგრამ გიტარაა და ა.შ და რა მოხდა.. 1 კვირის წინ, დაბადების დღეზე ყველაზე უკვდავი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კრიალა – წკრიალა გიტარა მაჩუქა.. animal-black-cat-friendsKakhi's World ეს ის მომენტი იყო *ხო აი ზუსტად მასე 🙂 ეს ის მომენტი იყო, როცა გულწრფელად გაოგნებული ვიყავი, შესაძლოა წარმოუდგენელი ამაში არაფერი იყო მაგრამ მაშინ სიხარულით ენა ჩამივარდა.. ზუსტად ისე, როცა პატარაობაში პირველად ვუყურებდი “მეფე ლომს” და კლდეზე რის ვაი-ვაგლახით ასულ მუფასას ხელი კრა და მოკლა მისმა ძმამ შრამიმ : )))) ძალიან უცნაური შედარებაა, ეს სულ სხვა “ენის ჩავარდნა” იყო მაგრამ ამ წუთას პირველი რატომღაც ეს გამახსენდა.. 😀 არა მე ნამდვილად რაღაც მჭირს..

ხოოდაა.. იმის ნაცვლად რომ იმაზე ვფიქრობდე, რითი ვუშველო საკუთარ თავს, ვუზივარ ეხლა გიტარას ვერ გადამიწყვეტია – მივიდე კარგ მასწავლებელთაან, თუუ ისევ ჩემი წვალებით, როგორც პიანინოზე (არც პიანინოს ვბრდღვნი მაინცდამაინც მაგრამ მაინც 🙂 ), ისევე ამას გამოვუყვანო წირვა და ჩემით ავითვისო. ვფიქრობდი მარტივია მეთქი გიტარა, წკაპუ წკუპ, აკორდები, აკარი ჩამოკარი და ეგაა 😀 თუმცა არც ისე მარტივი აღმოჩნდა 🙂

ნამეტანი ღიმილები დამიგროვდა, არადა რა საშინელ ხასიათზე ვიყავი.. მტრისას..

ადრინდელი ჩემი “მორიგი დილის გაჭედვები” გამახსენდა და ეხლაღა მივხვდი რატომ აღარ ვწერ ასე ხშირად ბლოგზე, სხვა უამრავ მიზეზთან ერთად მუსიკის ბრალიც არის, დილა უთენია თუ “აკრეფილი” ვწერდი პოსტებს – ეხლა “აკრეფილი” ვწერ მუსიკას (ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ..) და ალბათ ამის ბრალია ბლოგისთვსი რომ ნაკლები დრო მრჩება, ან ვიტოვებ.. აბა დილა უთენია Lost in a Dream ამ მუსიკას რომ ააწყობ გაჭედვაა, აბა რა არის -_- (ზემოთ დავწერე “აკრეფილი ვწერ მუსიკას-მეთქი” მაგრამ კი არ ვწერ – ვაწყობ – უბრალოდ ზემოთ მასე მოუხდა დაა.. 🙂 )

ვიცი, ცოტა არეული, ჩამოუყალიბებელი, გაუგებარი და ტრაგიკომედიური პოსტი გამოვიდა მაგრამ ეს ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ მეც სწორედ ასეთ ხასიათზე ვარ..

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!! ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: