მე აღარ “დავტოვებ დედამიწას” !!

…და მარტივად რომ ვთქვათ – ბოლოს, როგორც იქნა, დავბრუნდი დედამიწაზე!!

boy-city-dark-fly-Kakhi's World…მაგრამ კი არ დავბრუნდი, დავენარცხე. მთელი ინერციით დავენაცხე, ყველა თავისი ირონიული, მტკივნეული და გათიშვამდე მწარე შეგრძნებებით მაგრამ ეს ყველაფერი რომ იქით იყოს, აქედან მე მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე – ცხოვრებაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ უნდა მოხდეს!! საჭიროა, აუცილებელიც კი.. საჭიროა ზოგჯერ ადამიანმა მარცხიც განიცადო, აუცილებელია ზოგჯერ წააგო, რომ ჯეკპოტის ფასი გაიგო.. ძალიან ბანალურად რომ არ გამომივიდეს მოკლედ გეტყვი, არასოდეს არ უნდა იწუწუნო ცხოვრებაზე, უბრალოდ ზოგჯერ (რომ არ დაიხრჩვე) კარგია მიყვე დინებას, შემდეგ ალბათ სადმე “ხავსიც” გაიჭაჭანებს და რაღაც შეიცვლება.. “ხავსი” კი (სამწუხაროდ) მაინცდამაინც არ არის აპრიორი იმისა, რომ აუცილებლად უკეთეოსბისკენ შეიცვლება რაიმე.. ეს დაახლოებით (ზუსტად რომ მიგახვედროთ) ასეთი სიტუაციისმაგვარია – ჩაძირული გემიდან მხოლოდ ერთი ტიპი რომ გადარჩება და ნაპირზე კაი ხნის ცურვის შემდეგ გამოვა, დაინახავს ადამიანებს და გაუხარდება, სინამდვილეში კი ეს ადამიანები კანიბალები არიან 🙂

ჩემი ადრინდელი ოპტიმისტური პოზიციისგან გასნხვავებით, დღეს რეალისტურად ვუყურებ ყველაფერს და რა თქმა უნდა გაცილებით სხვანაირად აღვიქვამ მოვლენებს.. უფრო საინტერესო, მძაფრი, ცოცხალი, მკვეთრი, ენერგიული, მაშტაბური და რეალური გახდა ყველაფერი.. და მომწონს.. მომწონს ეს დედამიწაზე (დაშვება, დანარცხება) დაბრუნებაც 🙂

შინაგანი თავისუფლება, უკომპლექსობა (არა ამორალური) უფრო და უფრო ზრდის რეალისტურობას და ალბათ ამის ბრალია, იმიტომ რომ ჩემს შარშანდელ, შარშანწინდელ, იმის წინდელ პოსტებს რომ გადავხედე 🙂 ვიყავი ისეთი ოპტიმისტი, რომ მჯეროდა ციდან ვარსკვლავებს დავკრეფდი, ბოლოს კი რა მოხდა – არაფერი.. მივედით ისევ იმ დასკვნამდე, რომ წრეზე ვტრიალებ, ვტრიალებ და ვტრიალებ!!.. მართალია იყო შანსი და მცდელობა, რომ რაღაც შემეცვალა, დამეწყო თავიდან მაგრამ ისევ ისე ავიჭერი, როგორც ვიცი ხოლმე, როცა რაიმე არჩევანზე მიდგება საქმე, დაბნეულობისგან სპონტანურად ვიღებ გადაწყვეტილებას, მერე დრო გადი და თურმე არასწორი გადაწყვეტილება მიმიღია (ხშირ შემთხვევაში), ძნელია ყოველთვის სწორი არჩევანის მიღება, თან თუ ეს არჩევანი მომავალს ეხება 🙂

ალბათ იმის ბრალია, რომ საკუთარი პრიორიტეტები არ მაქვს კარგად დაწყობილი ცხოვრებაში.. ვამბობ – ეს მინდა, ამას გავაკეთებ, იმასაც შევძლებ და ამასაც რამეს მოვუხერხებ – საბოლოოდ კი დედამიწას ვტოვებ, რომ როგორმე ავიცილო დაკისრებული ვალდებულებები.. ხო, აი სწორი მიგნებაა, გავურბივარ ვალდებულებებს, იმიტომ რომ ეს ჩარჩოებში მაქცევს, მზღუდავს, მაკონტროლებს, მაკომპლექსებს და მხდის იმ პიროვნებად, ვისაც უყვარს ტყუილები.. მე არ მიყვარს ასეთი პიროვნებები 🙂 არადა, ზოგჯერ როგორი რთულია გაუძლო ცდუნებას.. თავს არ ვიმართლებ მაგრამ ამის ბრალია, რომ ვტოვებ ხოლმე ხშირად დედამიწას და ასევე ხშირ შემთხვევაში აღარც მინდება დაბრუნება.. ალბათ იმიტომ რომ მაშინ უფრო უდიდეს თავისუფლებას ვგრძნობ ვიდრე დედამიწაზე, იმ მომენტში უფრო უკომპლექსო და კომუნიკაბელური ვარ ვიდრე დედამიწაზე.. და ეს მომწონს!! ისიც მომწონს, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც მეხმარებიან, რომ ბევრი არ ვიფიქრო იმაზე, თუ სად ვარ, რას ვაკეთებ, რა მინდა 🙂 მეტი პოზიტივი, მეტი უვიზო მიმოსვლა “დედამიწიდან” შორს!!

ღამეების თენებას ერთი დიდი პლიუსი აქვს, სიჩუმეში ფიქრობ და ხვდები – რა პატარაა ეს სამყარო, როგორი პატარები ვართ ადამიანები, ჩვენივე პატარა პრობლემებით ამ დიდ სივრცეში, სადაც მხოლოდ ერთეულები თუ აღწევენ იმას, რა განაჩენიც თავიდანვე გამოუტანეს, რა მისიაც დააკისრეს საკუთარ თავებს.. დანარჩენები კი ის ოქროს თევზები ვართ, რომლებსაც არც ის გვეკადრება, რომ დინებას მივყვეთ და არც ის გვეპიტნავება, რომ დაგვიჭირონ და ვინმეს სურვილები ვუსრულოთ, თუნდაც მხოლოდ დავპირდეთ მაინც, სხვა თუ არაფერი.. ღამეების თენებას კიდევ სხვა უამრავი უპირატესობაც აქვს, თუმცა აქედან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ხვდები, ამ პატარა ცხოვრებით, თურმე რამდენი გაიარე, რამდენი იწვალე, რამდენი მოინდომე და საბოლოოდ უშედეგოდ.. I’ll cross the sea swimming - Kakhi's Worldთან ამასთან იცი, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, ყველაფერი წინ არის, მთავარი იმედგაცრუება, მთავარი დამარცხება, მოგება, მთავარი გადაწყვეტილებების მიღერა, მთავარი არჩევანი, მთავარი ემოციები, გრძნობები და რაც მთავარია – მთავარი ცხოვრება.. ეს ყველაფერი კი “მთავარ ცხოვრებამდე” რაც იყო, უბრალოდ მიეწერება იმას, რომ ეს უნდა ყოფილიყო, ეს უნდა მომხდარიყო და მორჩა!!.. საბოლოოდ კი არაფერი იცვლება და მეც ისევ იმავე წრეზე ვტრიალებ, ვტრიალებ და ვტრიალებ!!..

..მაგრამ მე დავპირდი საკუთარ თავს, რომ აღარ “დავტოვებ დედამიწას” და ისე მივაღწევ იმ შინაგან თავისუფლებას, რომელიც მეგონა რომ გამაჩნდა, თურმე ასე არ იყო.. აღმოჩნდა, რომ აქამდე ყოფილ ურთიერთობებიდან მხოლოდ ცუდს ვსწავლობდი, ცუდ ჩვევებს, მანერებს, ბოლოს ვიკეტებოდი, ძალიან ცუდი ტიპი მეგონა თავი, დამნაშავესავით ვსჯიდი და რეალურად თავისუფალი ადამიანისგან ისევე შორს ვიდექი, როგორც შორს არის ახლა ჩემგან ჩემი (ოდესღაც დასახული და აკურატულად დაწყობილი) მიზნები.. აღარასოდეს აღარ დავტოვებ დედამიწას!!.. თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ პრობლემებს ბოლოსდაბოლოს თვალებში ჩავხედო, დავეჯახო, ვეომო, დავამარცხო!!..

ვამბობ, რომ რეალისტი გავხდი მეთქი და რა სენტიმენტები დავდე აქ 🙂 ალბათ ამის გარეშე ტეხავს, ალბათ ეს სრული უემოციოობა იქნება და რაც ორჯერ უფრო ტეხავს.. ისიც ტეხავს, რომ პოსტში დაწერილი რვა ყვითელი სმაილიდან არცერთი არ არის ჩემი!!.. და ისიც ტეხავს, რომ ამასობაში ყავა გამიცივდა..

P.S. ესეც პოსტის ინსპირაცია და ერთ-ერთი ჩემი თეთრად გათენებული ღამე.. ძველია მაგრამ რაც დრო გადის უფრო და უფრო მომწონს 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “მე აღარ “დავტოვებ დედამიწას” !!

  1. გილოცავ დაბრუმებას, მერე რა, თუ დანარცხებით 🙂 ხო და კიდევ, რეალისტები ყველაზე სენტიმენტალურები არიან გულის სიღრმეში 🙂

  2. კახი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება დედამიწაზე, თუმცა მგონი ახლა მე მივდივარ სადღაც ზევით 🙂 ჰოდა… რა მინდოდა მეკითხა… რა ხდება იქ? ღირს გაფრენა??? თუნდაც სულ ცოტა ხნით :)))))

    • ღირს კი არა – აუცილებელიც არის 🙂 ცხოვრებაში ყველა ადამიანი ერთხელ მაინც უნდა “გაფრინდეს და დატოვოს დედამიწა”, ამისათვის სხვადასხვა ხერხებია, თუმცა მე მაინც თავისუფალ ფრენას გირჩევდი 😛 მადლობა ქეთო, მშვიდობიან ფრენას გისურვებ :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: