მომბეზრდა..

რაც დედამიწაზე დავბრუნდი და “გავრეალისტდი” მას მერე კიდევ უამრავ რამეს მივხვდი და ბევრიც მიმახვედრეს.. მაგალითად ის, რომ ადამიანის მიმართ – ზომიერზე მეტი ყურადღება და სითბო არ უნდა გამოხატო.. ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი ზომა და წონა.. არანაირი უაზრო კომპლიმენტები, როცა თვლი რომ ის არ იმსახურებს ამას!! რაც არ უნდა მიგაჩნდეს რომ მას ეს ჭირდება, მაინც არ უნდა უთხრა!! არ უნდა უთხრა, რომ ყველაზე კარგი ადამიანია და რომ ბევრს ჯობია..Kakhi's Worldart-bad-boy-bad-girl-badboy ფეისბუქზე ერთ-ერთი ფრენდის პოსტი წავიკითხე (ფეისბუქზე დაბრუნება, ეს ცალკე თემაა), რომ – “ბევრს არ უნდა გაუყადრო თავიო” და დავცინე, მაშინ ვერ გავიგე სწორად, პირდაპირი მნიშვნელობით მივიღე და ვიფიქრე ალბათ რაღაც თავში აქვს ავარდნილი მეთქი მაგრამ ეხლა, რაღაც მომენტში, მესმის ის რასაც გულისხმობდა, რისი თქმაც უნდოდა ამით..

არანაირი თავში ავარდნები და ცინიზმი არაფერ შუაშია, უბრალოდ ზოგჯერ ადამიანმა ადამიანს არ უნდა მიანიჭოს იმხელა უპირატესობა, რამხელასაც ის არ იმსახურებს და მართალია, მიუხედავად ჩემი ყველასადმი პრიმიტიულად კეთილი დამოკიდებულებისა, ჩამოვყალიბდი, რომ ყველასთან პათოსებით საუბარი არ არის კარგი.. იმასაც გეტყვით თუ რატომ.. 🙂 ჩემი მცირე მაგრამ საკმაოდ კარგი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როცა ვინმეს, თუნდაც მხარდასაჭერად, გასამხნევებლად და ან უბრალოდ იმიტომ – რომ უბრალოდ იმსახურებს და მორჩა, ეუბნებით ისეთ რაღაცებს, რასაც სხვა იშვიათად, ან საერთოდ არ ეტყვის – ჩათვალეთ რომ უღვიძებთ ამბიციებს, არაჯანსაღ ამბიციებს, რომლებიც ამბიციებად რჩება და აქედან ორი გზაა, ან სძულდებით მას (მინ. არასერიოზულად აღგიქვამთ), ან თქვენზე დამოკიდებული ხდება და რა თქმა უნდა მეტის და მეტის სურვილი და ამბიცია უჩნდება, ფიქრობს – სხვისთვის თუ არა თქვენთვის მაინც ხომ არის ის იდეალური?!.. მე აქედან არცერთი ვარიანტი არ მომწონს 🙂 ეს ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ და აღარ დავიდეთ სიღრმეებში 🙂

ეხლა ვხვდები რაც მინდა ან მჭირდება, დასვენება მინდა, განა წასვლა და გადაკარგვა, არა!! პირიქით!! აქტიურიKakhi's World-art-boy-cigarette-fashion ცხოვრებით დასვენება, აქტიური, თავისუფალი.. ურთიერთობების და უწი-პუწი გრძნობების გარეშე, ცოტა ხნით ასეთი თავისუფლება და დასვენება არ მაწყენდა.. თუნდაც მხოლოდ ერთი სეზონით მაინც.. არ თქვათ სიყვარული და გრძნობები ისე მოვა ვერც გაიგგებო!!.. ბულშით, სისულელეა..

ფეისბუქს რაც შეეხება, დაახლოებით წელიწადზე მეტი გაუქმებული მქონდა (უამრავი მიზეზის გამო) და ვფიქრობ სწორადაც ვიქცეოდი (მაშინ) მაგრამ როგორც ყოველთვის ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი.. აღვადგინე და ისევ ის სიმყრალე მეცა და გამგუდა, რამაც გამაუქმებინა.. მაგრამ აღარ გავაუქმებ, იმიტომ რომ მე ისევ იქ დავბრუნდი, სადაც ალბათ ჩემი ადგილია.. ეხლა გამახსენდა ჩემი ძალიან ძველი პოსტი, სადაც ზუსტად იმავე სიტყვებით ვიწყებდი მოყოლას, როგორ არ გამიმართლა, როგორი უმადური აღმოვჩნდი და ა.შ, მთელი ხარაკირი ჩავიტარე მაშინ პოსტში მაგრამ აქედან ყველაზე მთავარი ის არის, რომ მგონი შეცდომებზე სწავლა ვისწავლე, თუმცა ძალიან გვიან მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო..

ცხოვრებაში ჯერ ჩემთვის, აქამდე არავის უთქვამს “მხიარული და თან სევდიანიც ხარო” პრინციპში არც ვიცი, არ დავინტერესდი ეს რატომ მითხრეს მაგრამ ალბათ ქონდათ მყარი მიზეზი (იმიტომ რომ მოცემულ მომენტში სევდიანს ჩემზე ნაკლებად იტყოდა ადამიანი).. Kakhi's World-black-and-white-boy-cigarette-indieმართალია ყველაზე კარგად ელეგიურ და სევდიან ლექსებს ვკითხულობ და მუსიკებს ვაწყობ მაგრამ ეს ნამეტანია.. მერე რა რომ ზოგჯერ მეუბნებიან “შენ აღიქვამ ყველაფერს სენსიტიურად”, მე ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, მთავარი ამ ცხოვრებაში ის შეგრძნებებია, რითაც საზღვრავ კარგსა და ცუდს, სასიამოვნოს და არასასიამოვნოს, ტყუილს და მართალსაც კი.. ყველაზე ძალიან კი ის არ მინდა, რომ დეპრესიულ ადამიანს ვგავდე მხოლოდ იმიტომ რომ სულ მხიარული ვარ, ესეც ხომ დეპრესიის ფარული ფორმაა (რომელიღაც ფსიქოლოგიის ლექციის დროს მოვკარი ყური), სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ზომიერება ყოველთვის ყველაფერს ჭირდება.. მხოლოდ პრინციპის საკითხია ჩემი კარგ ხასიათზე ყოფნა, იმიტომ რომ აქამდე ალბათ (როგორც ხდებოდა ხოლმე, როცა ყველაზე მაგარ, ყველაზე ლამაზ და კარგ ურთიერთობას ვასრულებდი), ტრადიციულად, ისევ ყველაზე საზიზღარი ტიპი მეგონებოდა საკუთარი თავი, აღარ მინდა თვითგვემები და მაზოხისტობები, უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ, პრინციპის ამბავია.. პრინციპის – საკუთარ თავთან..

(აქ ერთი ძალიან ვრცელი აბზაცი იყო იმის შესახებ თუ როგორი დიდი სანაგვეა ეს ცხოვრება, ერთად აღებული ყველა თავისი ტკბილ-მწარე მომენტებით!! და წავშალე!!)

..ამასობაში ესეც ჩემი ახალი მუსიკა.. ხო, ისევ სევდიანი, დრამატული და მოსაწყენია მაგრამ ესეც პრინციპის ამბავია (პარადოქსულად) მე უბრალოდ ასე მირჩევნია 🙂 მე აღარ მოვერგები არავის, თუნდაც მხოლოდ იმ ერთ ან ორ ადამიანს, ვინც იშვიათად მაინც უსმენს ჩემს მუსიკას.. ისიც მეყო, რაც აქამდე სხვისი დაგებული რელსებით ვიარე, არ ვაჭარბებ!! და საერთოდ, მომბეზრდა მხოლოდ სხვისი რჩევების გათალისწინებით ცხოვრება!! 🙂 (ბოლოს აქ ალბათ რამე ღრმა ამოსუნთქვასავით, ბრძნული აზრი დააკვდებოდა, ინგლისურად ან რუსულად, I’m Not Number, I’m Free Man ან რაღაც ამის მსგავსი – მაგრამ არ მიყვარს შაბლონებით საუბარი :P)

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

პოსტის ნავიგაცია

5 thoughts on “მომბეზრდა..

  1. ახლა მივხვდი რატომ ვურთიერთობ შენთან 🙂

  2. შუშანიკური თავის მოზღუდვა დავარქვი მე ამ ხერხს, გადასარევი საშუალებაა თავდაცვის და აცილების უარყოფითი ემოციების

    • მეორე უფრო 🙂 არანაირი უპირატესობები, განდიდება, თაყვანისცემა – არანაირი უარყოფითი ემოცია 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: