7:00

ბევრისაგან გამიგია და მეც დავეთახმები იმაში, რომ დაწყება და სტარტის კარგად, სწორად აღება ყოველთვის ჭირს და არა მარტო პოსტის წერისას, ზოგადად ცხოვრებაში. ხოდა მეც პირდაპირ დავიწყებ, ზედმეტი შესავლების გარეშე (თუმცა ესეც შესავალი არ არის?? 🙂 )

ბარემ თავიდანვე გეტყვით, რომ უამრავ აბდაუბდა თემებს შევეხები (მერე რომ არ იფიქროთ -რა აბდაუბდად წერსო), დაახლოებით იმის მსგავს -უბის წიგნაკში რომ წერენ ხოლმე, ალთა-ბალთა ქრონიკებს და პატარა ჩანახატებს, ერთმანეთთან რომ (ხშირ შემთხვევაში) არაფერ კავშირშია..

…..

არადა სანამ ვორდპრესის ნიუ პოსტს გავხსნიდი, უკვე ვიცოდი დაახლოებით რა უნდა დამეწერა, ეხლა კი ვზივარ და ვფიქრობ რატომ გავხსენი 🙂 დაბნეული და დაშტერებული ვუყურებ კლავიატურას და მგონია რომ არაფერი მაქვს დასაწერი. თუმცა როგორ არა, ადრე თუ გვიან მაინც დავწერდი მასზე, რა მნიშვნელობა აქვს 🙂 აი ეს სიტყვები, როგორ მომენატრა თურმე ეს სიტყვები, მართლაც და “რა მნიშვნელობა აქვს” როდის დავწერ – მაშინ როცა საჭირო იქნება, თუ მაშინ, როცა საერთოდ აღარაფერი იქნება. და საერთოდ – არც მიზეზს აქვს მნიშვნელობა.

მოკლედ, როცა მობილურის ეკრანი ტყდება და ფუჭდება, რაზეც ჩამოკიდებული იყავი 24/7-ზე, ერთადერთი კარგი რამ ამაში, მხოლოდ ის არის, რომ ძილის წინ “ქენდი ქრაშის” ან “სუმონერს ვორსის” თამაშის ნაცვლად ხელში წიგნს იღებ და ოდესღაც რომ გეგონა ბოლოში ვერასოდეს გახვიდოდი, თითქმის დასასრულამდე მიდიხარ – როოცა მოულოდნელად, შუა ღამისას, წამი-წამზე რომ უნდა ჩაგეძინოს, წიგნს გვერდით დებ და იწყებ ფიქრს, უფროსწორედ გეფიქრება იმაზე, თუ რა ჩახლართულია ყველაფერი ერთმანეთში. სწორი ხაზის გავლება გიჭირს და ერთი აზრიდან მეორეზე ხტები, მეორედან მესამეზე და ჯაჭვური რეაქციებით ისეთი აბსურდული დასკვნები გამოგაქვს, რომ საბოლოოდ ბოლომდე ამყარებ პირვანდელ აზრს 🙂 ჩახლართული მაგრამ საინტერესო!!

ადამიანის ფსიქოლოგიას მე ვერ დავანაწევრებ და არც მაქვს ამაზე პრეტენზია, თუმცა ის აშკარაა, რომ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული, მე შენს ბედს განვსაზღვრავ, შენ ჩემსას, ჩვენ სხვებისას და ა.შ. თან ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვაქვს. მარტივად დავწერ, კონკრეტული მაგალითით, შენ ახლა ჩემს დაწერილ პოსტს კითხულობ, შესაძლოა არც კი მიცნობდე ვინ ვარ საერთოდ და შენი ცხოვრებიდან რამდენიმე წუთს მითმობ, მე შენს კომენტარს წავიკითხავ და მიუხედავად არც მე გიცნობ, რამდენიმე წუთს დაგითმობ და პასუხს გაგცემ მაგრამ ეს უფრო გლობალურად სოც. ქსელებში ხდება, ყოველ წუთს და ყოველ წამს. ნუ, ლაკონურია მაგრამ ალბათ მიმიხვდით, თუმცა ახალს არაფერს ვამბობ 🙂

წინა პოსტებში უკვე აღვნიშნე, რომ დედამიწას დავუბრუნდი და აღმოჩნდა, რომ ერთი უკიდურესობიდან – მეორე უკიდურესობაში გადავვარდი, ბოლომდე “სოციალური” გავხდი და რაც უფრო მეტთან მაქვს კონტაქტი, რაც უფრო მეტს “ვმოძრაობ”, რაც უფრო მეტი ადამიანია გარშემო, მით უფრო რთულად გასაგები ხდება (ზოგადად) ადამიანური ურთიერთობები ჩემთვის. სამწუხაროა ისიც, რომ დიდი ხნის ნაცნობებთან, მეგობრებთან, რომლებიც ასე თუ ისე შედგნენ პიროვნებებად და “რაღაცას მიაღწიეს” (პირობითად) განსხვავდებიან იმ ადამიანებისგან, art-bad-boy-bad-girl-badboy-Favim.com-2815613ვიმეორებ – იმ ადამიანებისგან, ვისაც ოდესღაც ვიცნობდი და თავს ან ზედმეტად ვგრძნობ ან საშინელ დისკომფორტში ვარ.. უფრო მეტი სიყოყლოჩინე, მეტი პერო, მეტი ბოჰემურობა, ყველაფერი იმაზე მეტი და გადამეტებული, ვიდრე მანამდე იყო მათში, ეს ალბათ მიხვდებით რისი ბალიც არის და ზოგადად რომელი დამახასიათებელი თვისებაა. არ მინდა ამ სიტყვის ხმარება, მაინც ჩემები არიან მაგრამ როცა მათ გვერდით დგახარ და ამჩნევ, როგორ იცვლებიან და ემსგავსებიან იმ პიროვნებებს, ვისთანაც თავს არაკომფორტულად გრძნობ და  თან არც გემეტებიან – ეგ მომენტი ძალიან, ძალიან რთულია!!

რამდენჯერ ყოფილა ისეთი მომენტი, როცა მიფიქრია, რომ აი ეხლა რა კარგი იქნებოდა ეს მომენტები სადმე, რომელიმე მეხსიერების მყარ და საღ ველში გაივლიდეს და საკმაოდ მკაფიოდ, ყოველი დეტალით დაილექებოდეს მეთქი ტვინიში მაგრამ რათ გინდა, ყველაფერი ისე ჩაივლის ხოლმე, ვითომც არც არასოდეს ყოფილა. მხოლოდ ბუნდოვნად თუ მახსოვს და ისიც ნახევარი ალბათ ჩემივე გამოგონილი და დამატებულია ხოლმე 🙂

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ ვიტყვი, რომ “ცხოვრებაში ყველაფერი ნანახი მაქვს” მეთქი მაგრამ გაკვირვებით ალბათ მართლა აღარაფერი გამაკვირვებს. ალბათ ყველაფრის მიმართ ჩემი იდენფერეტულობის ბრალიც არის და ეს არ არის ჩემი ბრალი, დამაჩვიეს და მომწონს კიდეც. თუმცა, აი ერთადერთი რაც მიკვირს, ეს ბოლო თვეებია, არის ის, რომ სწორედ მაშინ, როცა მე შესაძლოა ყველაზე ცუდ ტიპად მეგრძნო თავი და დედამიწაზე დასაბრუნებელი გზების ძებნაც აღარ დამეწყო, “საკუთარი თავი” ვიპოვე 🙂 ან მიპოვა, ან გადავაწყდით ერთმანეთს, რა მნიშვნელობა აქვს 🙂

ალბათ ვინმესთვის ცუდი წასაკითხია ეს, ვინმესთვის პირიქით მაგრამ არც ამას აქვს მნიშვნელობა (მე ხომ როგორ წესი უკვე დაწერილზე  და დაფაქბლიქებულზე, ბოლოს ვფიქრობ და ვაანალიზებ სწორს და არასწორს, აბა წინასწარ მომზადებული ტექსტებით ვის ვეპრანჭო, საკუთარ თავს თუ ვის?? 🙂 ) ხოდა ვისაც ეს ამბავი მოგვწონს გაგვატარეთ ან უბრალოდ გაიღიმეთ, მნიშვნელოვანი არაფერია, იმიტომ რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა ისედაც, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ მგონია საკუთარ თავს ველაპარაკები, წინასწარ ვიცი პასუხები, ვხვდები რას ფიქრობს მოცემულ მომენტში და ვიცი რასაც გულისხმობს თითოეულ სიტყვაში – მოკლედ, ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი იმაზე კომფორტულია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენი აბსურდი და რაღა black-and-white-boy-piercing-sad-Favim.com-3628267მნიშვნელობა აქვს რა იქნება ხვალ ან ზეგ, მთავარი პრინციპი ხომ ნაპოვნია, რომ არსებობენ ჩემნაირები და მარტო არ ვარ. ზოგჯერ ესეც კმარა იმისათვის, რომ კმაყოფილმა სუსხიან დილას ცხელი ყავით ხელში, აივანზე, სიგარეტ მოკიდებული ვიდგე და ძლივს გახელილი თვალებით სადღაც შორს ვიყურებოდე მომღიმარი 🙂 თუმცა ეს არაფერ შუაშია ოპტიმიზმთან, ეს არაფერს ცვლის..

ვაღიარებ, შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ მიყვარს სტაბილურობა და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, არ მგონია, რომ სტაბილურობა და სიმყუდროვე აპრიორში ძველმოდურობას და შიშებს ნიშნავს, უბრალოდ ზოგჯერ ადამიანები იმაზე ძალიან ვართულებთ ვითარებას, ვიდრე ის რეალურად არის, გვიყვარს პრობლემები, მერე ამ პრობლემებზე წუწუნი და შემდეგ თვითკმაყოფილება, რომ ჩვენ ეს პრობლემა დავძილიეთ და მოვაგვარეთ.. არადა ამ პრობლემებსაც ხომ თავადვე ვუქმნით საკუთარ თავს..

ხომ ვთქვი აბდაუბდა პოსტი გამოვა მეთქი. 🙂

P.S ვორდპრესს ძრავი და ნიუ პოსტი ისევ დაუაფდეითებია და არ მომეწონა -_-

Advertisements
Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: