მგზავრის წერილების მაგვარი

დილიდან აკვიატებულ სიმღერასთან ერთად ერთი, ძალინ, ძალიან ძველი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა – “ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი”-ო, მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია დიდად ყურადღება და ეხლაც ვერ ვხვდები ბოლომდე, აღარ მახსოვს ზუსტად რას გულისხმობდა მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა და აკვიატებულ მუსიკასთან ერთად ტრიალებდა და ტრიალებდა, მეც სიცხიანი ვიწექი მთელი დღე და ვფიქრობდი, რაზე აღარ 🙂 ხან მასზე, ხან ბავშვობაზე, ხან ზოგადად ბედნიერებაზე და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ რაღაც უნდა შევცვალო და ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყო..

… და საერთოდ, მიყვარდა მასთან საუბარი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ზე განათლებული, ინტელექტუალი და კარგი მოსაუბრე იყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ კარგ რჩევებს მაძლევდა და ხშირად მხოლოდ მისი აზრი გამითვალისწინებია, არც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდა და ყველაზე საჭირო მომენტში გვერდში მედგა ხოლმე, მე მიყვარდა მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი, ისევე, როგორც მე მესმოდა მისი, როცა მეუბნებოდა, “ნდობა არ არის გრძნობა, ეს დამოკიდებულებაა მაგრამ განსაზღვრავს ყველა სხვა გრძნობას”-ო 🙂 მე კი, როგორც წესი, ამ დროს აღტაცებით ვუყურებდი და ვცდილობდი თითოეულ Kakhi's World - nigabi - ნიღაბიწინადადებაში დამეჭირა ის იდეა, რატომაც მეუბნებოდა. უმეტესობაში ვეთანხმებოდი, გარდა ერთისა, ადამიანი არასოდეს იცვლება!! ახლა ეს ადამიანი აღარც საქართველოშია და აღარც იმდენი დრო გვაქვს, რომ მსგავს თემებზე ვისაუბროთ..

..ადამიანს არასოდეს შეუძლია შეცვლა, ის ყოველთვის ისეთი რჩება და იქნება როგორიც იყო და არის. შეიძლება ტრანსფორმირდეს გარკვეული დროით, გარკვეულ წრეში, საჭიროებისამებრ მაგრამ ის მაინც ის დარჩება რაც იყო, როგორიც გაჩნდა, და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება თავის შინაგან ზნე-ჩვევებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ადამიანი არასოდეს, არასოდეს შეიცვლება!! 🙂

ვინ იცის რამდენჯერ გამიფიქრია ძილის წინ “კახი, მოდი ცადე და ხვალ უფრო დინჯი და სერიოზული იყავი”-მეთქი მაგრამ იმდენჯერვე კრახით დასრულებულა ჩემი ექსპერიმენტი მეორე დღესვე 🙂 არც სხვა მიყვარს და ვერც მე ვარ დინჯი და სერიოზული, მგონია რომ ადამიანმა ყოველთვის უნდა თქვას სათქმელი, ეს ცუდია თუ კარგი; ყოველთვის უნდა გამოხატოს ემოცია, ეს ცუდია თუ კარგი; მე ასე მიმაჩნია და ასე ვთვლი, თუმცა ბოლომდე არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი?! 🙂 ვერ დავიბრალებ დიდ სითამამეს და უდაოდ ძალიან კარგ კომუნიკაბელურობას მაგრამ ელემენტარული, მეგობრის დაბადების დღეზე მისული, ვერ დავიწყებ არაფრის მთქმელი, მოწყენილი სახით ალკოჰოლის სმას იმ იმედით, რომ ეგება “გახსნას” და გავმხიარულდე. ამ დროს ჯობია ან წამოხვიდე, ან საერთოდ არ მიხვიდე 😉 ეს ისე, მაინც..

სულ მინდოდა ეს დამეწერა ან/და ვინმესთვის მეკითხა – გქონიათ ისეთი რეალური შეგრძნება, გულ-მკერდთან, შიგნიდან თითქოს რაღაც ცივმა, ცოცხალმა სხეულმა ჩაირბინა და გრძნობ რომ გატკინა. თან თითქოს არც იყო ეს ტკივილი, უფრო რაღაც უცნაურ შეგრძნებას გავდა, რომელიც მუცლის რომელიღაც წერტილში გაქრა.. უცნაურად ავხსენი მაგრამ თუ ეს გიგრძვნიათ, გეცოდინებათ რას ნიშნავს იმედგაცრუება, ნამდვილი იმედგაცრუება, არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავის თუ სხვის მიმართ..

დრო ყველაფრის მკურნალიაო, ამბობენ და ალბათ ჯერათ კიდეც, და თუ ჯერათ მაშინ ასეც იქნება, ადრე თუ გვიან.. არსებობს სხვადასხვა იმედგაცრუება, სხვადასხვა “მკურნალობა” მაგრამ დრო მაინც ყველასთვის ერთია. ჩვენ ყველანი კი ერთ დროში შემთხვევით მოხვედრილი პატარა არსებები ვართ, რომლებიც თავს ვიმშვიდებთ ჩვენივე გამოგონილი და დაუწერილი კანონებით..

წინა პოსტში იმაზე ვწუწუნებდი – რა ძნელია როცა ბევრი გაქვს სათქმელი და არ იცი საიდან დაიწყო მეთქი, ახლა კი აღარ ვიცი როგორ მივიდე პოსტის ლოგიკურ დასასრულამდე 🙂 ორი დღეა ვწერ, ამ არც თუ ისე რაიმე ახლის მთქმელ პოსტს და ზოგჯერ ალბათ არ არის აუცილებელი სიტყვების ზედმეტი რახარუხი, უბრალოდ უნდა თქვა სათქმელი და დასვა წერტილი ისე, რომ პოსტკრიპტუმიც აღარ დაჭირდეს. დასვა წერტილი და მომენტალურად დააფაბლიქო, ჯანდაბას ამ ერთხელ თუ ვინმემ რამე არასწორად გაიგო და არ მოეწონა. ისედაც ხომ იცით როგორ მიყვარხართ!! -_-

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

One thought on “მგზავრის წერილების მაგვარი

  1. ადამიანი არასოდეს შეიცვლება, რა დროც არ უნდა გავიდეს. შეიძლება ვიზუალურად შეიცვალოს და რამოდენიმე წლის შემდეგ ვერ იცნო კიდეც, მაგრამ შინაგანად ის ისეთად დარჩება როგორიც იყო 🙂 ჩვენ ვართ ისეთები როგორიც მოგვწონს და გარშემომყოფებიც ასეთად გვცნობენ, მაგრამ თუ დავაპირეთ შეცვლა, მაშინ ჩვენივე თავი ჩვენთვის ბევრად უინტერესო პიროვნება გახდება.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: