ვაცილებთ 2015-ს

წელს ბლოგზე არც ისე აქტიური ვიყავი, როგორც მაგალითად შარშან და ეს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, ამაზე საუბარს არ აქვს აზრი, საბოლოოდ მაინც იქეთ მივდივარ, რომ მხოლოდ მაშინ მახსენდება ბლოგის არსებობა, როცა მარტო ვარ, ან რამე მაწუხებს. ვიქნები ბანალური და ტრადიციას არც ამ წელს დავარღვევ, ბოლოსდაბოლოს ხომ ძალიან მიყვარს ახალი წელი, ხოდა, ამ 2015 წელსაც მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად გავაცილებ, თავისი კარგი და ცუდი ამბებით.

სიმართლე რომ ვთქვა, წელს კარგიც და ცუდიც ერთმანეთს წონიდა, თანაბრად იყო სიხარულიც და იმედგაცრუებაც. საბოლოოდ კი ეს წელი უფრო მომავალი წლის დაგეგმვას გავდა, ვიდრე რეალურად შარშანდელი გეგმების განხორციელებას. წლიდან წლამდე ისე საგრძნობლად იცვლება ყველაფერი, თან ისე მოულოდნელად, რომ თუ არ დავიჩემე მაინცდამაინც რამე, ისე სწრაფად კარგავს აზრს გეგმები, ისე უცებ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სულ უმნიშვნელოდ, რომ ისევ “რა მნიშვნელობა აქვს-მდე” მივდივარ ხოლმე 🙂

christmas-happy-merry-christmas-tree-Favim.com-37986922015 წლის დასაწისი, სხვა თვეებთან შედარებით კარგად მახსენდება, ახალი წლის ემოციები იყო ეტყობა გამოყოლილი მაგრამ თებერვლამდე ძლივს, რის ვაი-ვაგლახით გასტანა, და აი თებერვლიდან დაიწყო ისევ ერთფეროვანი დღეები, ერთი და იგივე, ერთი და იგივე.

სამაგიეროდ მარტიდან აღმოჩნდა, რომ თურმე ხატვა სულ არ დამვიწყებია და ფუნჯებს მივყავი ხელი, ეს აპრილის ბოლომდე გაგრძელდა, საბოლოოდ მგონი დიდი არაფერი გამოვიდა, მხოლოდ ერთი-ორი ნახატი თუ “დამნშვენდა” ოთახის კედელზე.

წლებია ჩემს მელომანობაზე ვწერ და წელსაც არაფრით იყო ამ მხრივ გამორჩეული, ალბათ უფრო აქტიურიც კი იყო, სულ 80მდე საკუთარი მუსიკა მგონი არ არის ცოტა (ხო, მუსიკის ხარისხსაც გააჩნია), თებერვალში შეძენილი და დამტვერილი ელექტრო პიანინოს მაისში ავუღე ალღო და იმ წუთიდან, როცა საკუთარ აწყობილ პირველ მელოდიას თავიდან ბოლომდე მოვუსმინე მას მერე მთელი წელი მგონი ამის მეტი მართლა არფერი მიკეთებია 🙂

გაზაფხული მაინცდამაინც არაფრით იყო გამორჩეული და დასამახსოვრებელი, უფრო ზაფხული მახსენდება ტკბილ-მწარედ 🙂 ზაფხულში იყო ის ემოცია, რასაც აეროპორტში დგომა და ყველაზე საყვარელი ადამიანების ლოდინი ქვია, ამასთანავე ჩაშლილი გეგმები და ფიქრი იმაზე, რომ მომავალი ზაფხულ(ებ)ი აღარ იქნება მსგავსი წინა და იმის წინა ზაფხულ(ებ)ისა 🙂

ასეა თუ ისე, არც ზაფხული იყო მაინცდამაინც ცუდი – თბილისში, ბოლოსდაბოლოს მარტო მაინც არ ვიყავი ❤ არც მთელი წელი ვყოფილვარ მარტო – შემოდგომამდე 🙂

არადა, რომ მკითხოთ შემოდგომაზე ძალიან არცერთი სეზონი არ მიყვარს, მხოლოდ იმიტომ არა, რომ სექტემბერია და ჩემი დაბადების დღეა, ისე, უბრალოდ. ყველაზე სევდიანი სეზონია და ალბათ მაგიტომაც 🙂 ხოდა ყოველ წელს უფრო და უფრო ამყარებს თავის ხასითს. შემოდგომა და სექტემბერი უკვე მნიშვნელოვანი ცვლილებების სეზონად და თვედ იქცა. სიმბოლურად თუ შემთხვევითად, არ ვიცი, ამ დროს ან იწყება – ან მთავრდება, შარშან წინ დამთავრდა, შარშან განახლდა, წელს ისევ დასრულდა 🙂 ერთსა და იმავე თვეს, ეტყობა რაღაც არის ამ თვეში გარდამტეხი.

ხო, ამ დროს ვიტყოდი, გვეყოფა ამაზე,  გავიაროთ სექტემბერი მეთქი მაგრამ ვერ გავატარებ ერთ სხვა მოვლენას, რომელიც სექტემბრის მიწურულიდან დაიწყო, აი იმ დასასრულიდან, შარშან რომ დაიწყო და წელს ისევ დასრულდა, მოულოდნელად მეთქი ვერ ვიტყვი მაგრამ ალოგიკურად 🙂 ცოტა გაუგებრად ვწერ, მესმის მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, როდის, სად, როგორ, რაატომ -მთავარია მოვლენა, რომელიც სამი თვეა გრძელდება, ყალიბდება, ნვითარდება და კალაპოტიდან ჯერ ამ დრომდე არცერთხელ არ გადასულა. ცივილიზებული, მყარი, მეგობრული და სანდომიანი ურთიერთობების წელი იქნება სავარაუდოდ – 2016.

მართალი ყოფილა, როცა ამბობენ “ყველაფერს აქვს დასასრული-ო” და ამას ოქტომბერში მივხვდი, როცა ძველი სურათების თვალიერებისას ვეღარაფერი ვიგრძენი (სამწუხაროდ), უბრალოდ გავიფიქრე და გამეღიმა, ეს გაღიმება კი ძველ პოსტებს გავდა, რომელსაც აღარ აქვთ მნიშვნელობა და ათასში ერთხელ თუ გადავიკითხავ ხოლმე, მსგავსი ღიმილით 🙂 ოქტომბერში სხვა ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა, გარდა ფეისბუქის აღდგენის, წელიწად-ნახევარი არც ისე დიდი დროა, თუმცა არც ისე პატარაც, რომ გულმა არ მოგითმინოს და ისევ, ძველ ჭაობში არ გადახტე, საიდანაც ამოსული იყავი.

ნოემბრიდან დავიწყე მომავალი წლის დაგეგმვა, გეგმები დიდია, მასშტაბური და გრანდიოზული, ცოტა ამბიციურიც მაგრამ 2016 წელი ხომ დიდი მაიმუნობის წელია, ყველაფერი დასასშვები და დაუშვებელიც, მოულოდნელიც და დაგეგმილიც უნდა ცადო, რისკი დიდია მაგრამ ცდად ღირს 🙂

black-black-and-white-boy-christmas-favim-com-2340391..და ბოლოს, დეკემბერი – ჩემი დეკემბერში დაწერილი სხვა პოსტები გადავიკითხე და თითქმის ყველა ახალი წლის მოლოდინზე იყო, წელს არც ისე დიდი აჟიოტაჟით და გულისფანცქალით არ ველოდები, არც ფეერვერკს (არ თქვათ ეხლა ეგ ფოიერვერკიაო) და არც მხიარულებას, ვიცი გარდაუვალია ეს მაგრამ მოლოდინით ნაკლებად, მხოლოდ თოვლი მინდოდა წელსაც, შარშან ვაპროტესტებდი “თოვლი თუ არ მოვიდა, ახალი წელი არ დამენახოს მეთქი” და წლევანდელი მოლოდინიც არაფრით განსხვავდება, მიყვარს თოვლი, ვიცი რომ მოვა 🙂

ყველას გილოცავთ დამდეგს!! :*

მომავალ წლამდე!! :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ვაცილებთ 2015-ს

  1. ყველაფერი ძალიან კარგი და ხატავ კიდეც?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: