ზრდის I საფეხური – იდეა

ბავშვობაში არასოდეს მიოცნებია არც მწერლობაზე, არც კოსმონავტობაზე და არც იმაზე, თუ როდის გავიზრდებოდი დიდი. არასოდეს მქონია ამბიცია, რომ რაიმე საკითხში რევოლუციონერი ვიქნებოდი, ანდაც გამომგონებელი. არც იმის სურვილი მტანჯავდა, რომ ვინმესთვის რაიმე დამემტკიცებინა, არასოდეს მინატრია ძალაუფლება (თავიდანვე ვიცოდი ადამიანს რა ადესპოტებდა) მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ჩემთვის მაინც ვჯღაპნიდი ხოლმე პატარ-პატარა ჩანახატებს, ღრუბლებშიც ხშირად დავფრინავდი და ზოგჯერ იმაზე მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ეს ნორმალური იყო მაშინდელ ჩემს ასაკთან შედარებით.. მინდოდა თუ არა, მიწევდა ბოლო ხმით და ყველა შესაძლო ხერხებით, სხვისი თუ ჩემი უფლებების დაცვა, როცა უსამართლობას ვხედავდი და აი, ამ დიდებულმა ძალაუფლების სურვილმაც დროსთან ერთად იჩინა თავი.. მაგრამ შეცვლილი დამოკიდებულებით: ძალაუფლება არ არის ცუდი, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.. რაც უფრო ჩქარა გადის დრო, მით უფრო სწრაფად იცვლება წარმოდგენები, რეალურობის აღქმა და ა.შ

არ მიყვარს, როცა “ფსიქოლოგიური” წინადადებებით გამოვდივარ ხოლმე, ზედმეტად რომ ვუღრმავდები ხოლმე ცხოვრებისეულ თემებს და ბოლოს რომ მაინც არაფერი გამომდის, წყალს ვნაყავ, როგორ და რა ნამუსით უნდა ვიჭერმეტყველო ბრძნული აზრები, როცა ელემენტარული საკუთარ შეცდომებზე ვერ ვსწავლობ.. არ მიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი (უნებურად რომ წამომცდება, საკუთარ თავზე მეცინება ხოლმე).. უბრალოება მიყვარს, უშუალობა და ადამიანურობა..

***

2016 წლის პირველი პოსტია და ისიც კი არ ვიცი საიდან დავიწყო, ალბათ პირველ რიგში, მთელი გულით მოგილოცავ შობა-ახალ წელს და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ, ხო, ასე უფრო სწორი იქნება და შემდეგ მოგიყვები ალბათ იმას, თუ როგორი რთულია იყო ახალ წელს მხიარული და თან ამავე დროს მოწყენილი, როცა 22 წლის ბიჭი მომავალს ბუნდოვნად ხედავ, all-alone-amazing-and-favim-com-1289600უპერსპექტივოს და მოსაწყენს..

ახალი წლის აღნიშვნის დეტალები ალბათ ყველაზე უმნიშვნელოა იმ რეალობასთან, რასაც ამ მომენტებში ხედავ, ამჩნევ, უსმენ, გრძნობ და განიცდი.. თუნდაც იმ მომენტთან, როცა ახალი წლის პირველივე საათებში, როცა ყველანი სახლებში თბილად არიან მოკალათებულები და სასმლით შეზარხოშებულები რომელიმე ქართულ ტრადიციულ სიმღერას ღიღინებენ, შენ დაცარიელებულ და სიჩუმეში ჩაფლულ ქუჩაში მიდიხარ სრულიად მარტო და უკვე სიცივესაც ვეღარ გრძნობ, სახე გეწვება უცაბედად, არსაიდან წამოსული გაყინული წვრილი ფიფქებისგან და უცებ, მომენტალურად ჩერდები, თვალებს ხუჭავ, ინსტიქტურად ზემოთ იხედები და ხმამაღლა ფიქრობ -ნეტა ეს ემოცია არასოდეს დაგავიწყდეს, იმიტომ რომ დარწმუნებული ხარ, რომ მთელი წლის განმავლობაში ამაზე მშვიდად, მყუდროდ და ბედნიერად ძალიან, ძალიან იშვიათად იგრძნობ თავს.. ამ ფიქრს ზემოთ, დანაწევრებულ სიტყვებად ატან სიცივეში, შენივე ორთქლს და შემდეგ ისევე სწრაფად აგრძელებ გზას, იმ გაყინულ ასფალტზე, როგორც ფიქრი გერევა ერთმანეთში, რასაც იმ მომენტში მომწყდარი სხვადასხვა ემოციები უწყობს ხელს.. მერე ისევ ისე, როგორც ვიცოდი ხოლმე ბავშვობაში, ფიქრებით ვცდილობ დროის გაყვანას და ვიწყებ თამაშს საკუთარ თავთან.. ვფიქრობ და სავარაუდო პასუხები მომყავს: როგორი ახალი წელი იქნებოდა, ან სად ვიქნებოდი ახლა, ვისთან ერთად ვიქნებოდი, რას გავაკეთებდი, რომ არა ეს, რომ არა ის და ასე ვფარავ მანძილს საკუთარი სახლიდან, ახალი წლის პირველივე საათებში, დანიშნულების ადგილამდე..

..და ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, როგორც ყველაზე რთული ამოცანის დაყვანაა შესაძლებელი, ერთ უცნობიან მარტივ განტოლებამდე და დავარქვათ alone-bampw-beautiful-black-and-white-boy-favim-com-406340ერთი კონკრეტული სახელი, ეს – სინანული იქნება.. სინანული დროის უაზროდ ფლანგვის, სინანული პრიორიტეტების არასწორად დაწყობის, სინანული საყვარელი ადამიანების დაკარგვის, სინანული ამ დრომდე აუხდენელი ოცნებების და ყველაზე საზიზღარია სინანული – ამ უამრავი სუნანულებების არსებობაზე..  ეს ის მომენტია, როცა ვერ გადაგიწყვეტია საით ხარ, რომელ მხარეს, პესიმისტი თუ ოპტიმისტი, რეაულურობის აღქმას არ კარგავ მაგრამ ხომ უნდა იცოდე ადამიანმა დამოკიდებულება საკუთარ თავთან, უნდა გაამხნევო თუ დაცინო, იმიტომ რომ უკვე აღარ ეპატიება, ვერ “გაატარებ” ამდენ “სინანულს”.. სამწუხაროდ ვერ დარჩები ამ დროს მხოლოდ იმ ადამიანების იმედად, რომლებიც გვერდით შემოგრჩა და თავისებურად გამხნევებენ თბილი სიტყვებით და გეხმარებიან თვითშეფასების ოდნავ ამაღლებაში.. ბოლოს კი სვამ, თვრები, დედამიწასაც კი ტოვებ და ემშვიდობები ყველა პრობლემას ერთად, კი არ გაურბიხარ, უბრალოდ ტაიმაუმტს იღებ, დროს წელავ, თორემ პრობლემები გვინდა თუ არ გვინდა, მაინც ჩვენივე მოსაგვარებელია (ადრე თუ გვიან) და ეს ყველამ კარგად ვიცით..

როგორც წინა პოსტებში მქონდა აკვიატებული, რომ ადამიანი არასოდეს იცვლება, ისევე თამამად შემიძლია ავიკვიატო აზრი, რომ ზოგჯერ ადამიანები alone-boy-brown-cute-favim-com-1043741დაუმსახურებლად (და თან ძალიან კარგად) ირგებენ პრივილეგიებს და იმ უფლებებს, რაც მათ რეალურად არ ეკუთვნით.. ეს არავისი ბრალი არ არის, გარდა ჩემი მიამიტობისა 🙂 მგონი ჯერ ისევ იქ ვარ ჩარჩენილი, როცა მჯეროდა, რომ სადღაც, ცხელი უდაბნოს შუა გულში, რომელიმე გავარვარებული ქვიშის გორაკში მართლაც იმალებოდა ოქროს ლამპარი, რაშიც ჯინი იჯდა და ელოდებოდა პატრონს, რომელსაც დაექვემდებარებოდა, დაუმეგობრდებოდა და ყველა იდეას და სურვილს აუხდენდა, რომლისგანაც მაგალითს აიღებდა და ისწავლიდა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ბოლოს კი გაანთავისუფლებდნენ და იქნებოდა თავისუფალი ჯინი.. ვიცი რომ დროა უკვე დამოუკიდებლად ცხოვრება (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) დავიწყო ან განვაგრძო მაგრამ მარტოს ეს ძალიან ძნელი ყოფილა, დროა გავიზარდო, ხო, დროა უკვე ბოლოსდაბოლოს.. აი, თუნდაც ეს პოსტი.. სულ არ გავს თინეიჯერობა გადაცილებული ბიჭის პოსტს 🙂 მიამიტობა, ფიქრში თამაში, დამოუკიდებლობის წყურვილი, “სინანულები”, ჯინი, ლამპარი – ბულშით :დ

ნამდვილად დროა უკვე, რომ გონს მოვეგო!! დრო მომგებიანად გამოვიყენო, დამსახურებული ფიდბექი მოვითხოვო და მივიღო იმ ადამიანებისგან, ვინც ოდესღაც დაუმსახურებლად სარგებლობდა ჩემი ჰუმანურობით, აღარ გავაგრძელებ და აღარ ჩამოვთვლი კიდევ რამდენი რამეა გამოსასწორებელი “გაზრდამდე”, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც, რომელიღაც “გაზრდის საფეხურზე” მომიწევს ულტიმატუმის წაყენება საკუთარ თავთან – ან უნდა დავრჩე იმ იდეაზე, რომ ადამიანი მართლაც არასოდეს იცვლება, ან თავი ვიმართლო, რომ ეს უბრალოდ აკვიატება იყო(?!) და საჭიროა ცვლილებები, ყოველთვის და ყველაფერში.. ზრდის I საფეხური კი – არის იდეა, რომ უკვე დროა!! (ალბათ იდეაც, თავის მხრივ, ზრდის თავდაპირველი საფეხურია, რომლის გარეშეც არც იწყება და არც სრულდება არაფერი)

კიდევ ერთხელ, გილოცავ ახალ წელს!! :*

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: