კიდევ ერთხელ, უკანასკნელად და სამუდამოდ!!..

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ ვერ გადამიწყვეტია დავწერო თუ არა, დავწერო თუ არა.. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც ბლოგერი რომ ვარ, საერთოდ, საკუთარ თავს, როგორც ბლოგერად ვერასოდეს აღვიქვამდი, ამ ბოლო დროს ხომ მითუმეტეს.. ბლოგერი რა, უბრალოდ ზოგადი თემებიდან, დროთა განმავლობაში საკუთარ პირადზე წერა დავიწყე, ბევრი რამე მაქვს დაწერილი, უამრავი პირადი ისტორია მაქვს მოყოლილი, ზოგჯერ უპრინციპოდ გულახდილი და პრინციპულად პირდაპირი ვიყავი პოსტებში, რამდენიმე საიდუმლოც კი მექნება ალბათ სადმე გაპარული, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა თავის დროზე მაგრამ არასოდეს, არასოდეს მიფიქრია ამდენი დამეწერა თუ არა პოსტი.. ჯერ ერთი, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ ვწერდი, როცა ნამდვილად “მეწერინებოდა” და მეორეც, ალბათ მარტივი იყო ადრე წერა საკუთარ ცხოვრებაზე, როცა არაფერი ხდებოდა მნიშვნელოვანი..

კაცმა რომ თქვას არც ახლა ხდება რაიმე გრანდიოზული მაგრამ “გაზრდის საფეხურებიდან” დაწყებული და მას მერე აწრიალებული საკუთარი tumblr_m3lx02M1C91qe4vldo1_500თავი იმდენჯერ დავიჭირე სულ სხვა პიროვნებად გადაქცეული, რომ გამკვირვებია და გამიფიქრია: -ჰმ, ამას ხომ ადრე არ ვიტყოდი, არ გავაკეთებდი, არც კი მომაფიქრდებოდა.. და “ზრდის” ამ პროცესებით კმაყოფილი, ზოგჯერ იმედგაცრუებულიც, ინსტიქტურად ისევ ნოსტალგიებში ვვარდები ხოლმე.. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ეჯახება ძველი და ახალი, ნაცნობი და უცნობი, სასიამოვნო და არასასიამოვნო, მოულოდნელი და მოსალოდნელი, საყვარელი და არც ისე კარგი ადამიანები ერთმანეთს – თავისი უცნაური, გაუცნობიერებელი საზომი შკალის ერთეულით და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად მართლაც ფარდობითია.. დრო კი, ჰოი საოცრებავ, მართლაც წარმავალი, მოკლედ სიტყვების (და ჩემი ალბათ ბევრისთვის გაუგებარი წინადადებების) ზედმეტი რახარუხით რომ არ გავაგრძელო, მე გადავწყვიტე დამეწერა!!..

კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!..

არ მინდა პირადზე საუბარი, ამიტომ განვაზოგადებ (ამ შემთხვევაში) და პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც დავწერ, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა ყოფილიყო და როგორც უნდა იყოს კიდეც.. სიმღერებში, პოეზიაში, რომანებში, ნახატებში, მელოდრამებში და კომპოზიციებში ეს იმაზე გაცილებით მძაფრად და გიჟურად ძლიერად არის აღწერილი, რომ საბოლოოდ რეალურ ცხოვრებაში იმედი გვიცრუვდება.. გვიჩნდება პროტესტი რატომ არ ვართ ის პერსონაჟები, ის გმირები, ის ცალკე აღებული ყველაზე ამაღელვებელი ნოტები ან სულაც საღებავის ნათელი ფერები, რომლებმაც გაათბეს, დაიპყრეს, შეაყვარეს და დაამახსოვრეს მსოფლიოს თავი, მსოფლიოს თუ არა მსოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდიდან ერთადერთ ადამიანს მაინც.. მაგრამ არაუშავს, არ ვიქნები ამბიციური, ამბიცია სხვისიც მძაგს, ასე რომ მე მომავალში ვეღარაფერს ვეღარ გამოვრიცხავ, ვეღარაფერს.. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, არა, მართლაც და რა მნიშვნელობა აქვს კვალს, დავიწყება/არ დავიწყება, დაჯერება/არ დაჯერებაზე ნერვიულობას, დრო მაინც ყველაფერს ისე დაალაგებს, როგორც თავად გაუხარდება.. დრო ზოგჯერ მკურნალია, ზოგჯერ მკვლელი და პასუხსაც არავინ არასდროს მოჰკითხავს.. მიერეკება და მივყვებით.. კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!..

არიან ადამიანები (პირადად ვიცნობ) ვისაც შეუძლიათ, აქვთ გამბედაობა და რისკის უნარი, ყოველთვის მიიღონ ის, რაც უნდათ და ჰგონიათ რომ შეუძლებელი არაფერია.. ხო, არსებობენ ასეთი ადამიანები და პირადად უთქვამთ ჩემთვის: -მე ყველაფერს ვიღებ, თუ მოვინდომე.. შემდეგ კი მოუწყენიათ, განა იმიტომ რომ იტყუებიან ან თავს იტყუებენ, უბრალოდ კარგად იციან რომ ეს დროებითია.. (თორემ საბოლოოდ მიუღიათ კიდეც ის, რაც უნდოდათ ცხოვრებისგან თუ არა, პიროვნებებისგან მაინც).. არ ვიცი, ალბათ ეს არის ცხოვრების სწორი სტრატეგია, ჭეშმარიტი მოსაზრება და გზა ბედნიერებისაკენ მაგრამ სადაც რისკია, იქ არაფერია გამორიცხული.. მიუხედავად იმისა, რომ აირპლანიდან პარაშუტის გარეშე (და პარაშუტითაც) არ გადმოვმხტარვარ და სავარაუდოდ არც გადმოვხტები, მგონი ერთი-ერთშია იმასთან რასაც ვამბობ, თავისი უდიდესი ადრენალინით, გაუაზრებლობით, სინანულით, სიხარულით, ბედნიერებით, მწუხარებით და ა.შ ყველა ემოციური დატვირთვით, თუმცა ბოლოს მაინც ბანალური ცხოვრებისეული შეგრძნებებით და კიდევ უფრო ბანალური დასასრულით.. მიუხედავად ამ შინაგანი დიდი თავისუფლებისა და უკომპლექსობისა (თუმცა მოდაშია იმის თქმა რომ უკომპლექსობა აპრიორში კომპლექსებს ნიშნავს) – ამორალურობას მე აქ ვერ ვხედავ, და აი, ზემოთ დაწერილი ჩემი შეცვლის ფენომენიც.. 🙂

უფრო გასაგებად და მარტივად რომ დავწერო, იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში არასოდეს, არავის, არაფრით არ დაანებოთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაგიწყვითოთ ან “გადაგაწყვეტინოთ”.. გახსოვდეთ, რომ თავისუფალი ადამიანები ვართ და რასაც გონება ვერ გვიკარნახებს (და გულსაც მაინცდამაინც არ ვენდობით), ვიცოდეთ – არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს მაგრამ მაინც თავიდან დაიწყეს ცხოვრება, კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!..

დაიწყეს და თან შეცდომებზე სწავლა ისწავლეს, ერთი და იგივე გუბეში აღარ ტოპავენ მეორედ, მესამედ, მეოთხედ.. ისწავლეს, რომ ნდობა უპირველესყოვლისა.. ისწავლეს, რომ თავისუფალი ნება უპირველესყოვლისა.. ისწავლეს, რომ წარსულის გაანალიზება და გადახარისხებაა საჭირო უპირველესყოვლისა, კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “კიდევ ერთხელ, უკანასკნელად და სამუდამოდ!!..

  1. თავისუფლება არის საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი შინდლერში როა რა… როცა მოკვლის ყველანაირი საბაბი გაქვს მაგრამ არ კლავ…. შენი გადასაწყვეტია და იმიტომ… თავისუფლებაც ძალაუფლების ერთ-ერთი სახეა და დიდი ძალა კიდე დიდი პასუხისმგებლობაა გვინდა ეს ჩვენ თუ არა

    • რა თქმა უნდა გეთანხმები მაგრამ მხოლოდ შინდლერისეულად არ არის საქმე.. ყველანაირი პასუხისმგებლობისგანაც თავისუფლდება ზოგი, ამაზე მქონდა საუბარი 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: