ზრდის II საფეხური – საკუთარი თავისთვის

უკვე რამდენი დრო გავიდა, რაც სხვაზე, არავისზე აღარ მიფიქრია, არცერთ კონტექსტში.. აი თუნდაც ეხლა – წარმოდგენა არ მაქვს ვისთვის ვწერ პოსტს, რატომ ვწერ, ვინ წაიკითხავს, ან ვინ მინდა რომ წაიკითხოს, საერთოდ წაიკითხავენ თუ არა.. პიანინოზე, გიტარაზე მუსიკას ვისთვის ვწერ, ათასში ერთხელ ვისთვის ან რატომ ვხატავ ხოლმე.. რატომ ან ვისთვის ვწერ თუნდაც წიგნს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლოს ალბათ დღის სინათლეს ვერც და არც იხილავს, ჩემივე გადაწყვეტილებით.. ეს მხოლოდ რამდენიმე პრიმიტიული მაგალითია, თუმცა საკმაოდ დიდი ხანია უკვე “სხვის” ან “სხვების” გამო აღარაფერს ვაკეთებ.. DSC03145ddffგულწრფელი ვიქნები და ვიტყვი – პირველ რიგში ჯერ საკუთარი თავისთვის ვწერ, საკუთარი სიამოვნებისთვის ვწერ მუსიკას (ვისთვის კარგს, ვისთვის როგორ), ვხატავ ნახატს და ამ პოსტსაც არავის ვუძღვნი, რა თქმა უნდა.. 🙂 ალბათ იმიტომ რომ საბოლოოდ არავინ არაფერს არ მიფასებს და ამას ეხლა მივხვდი, ან ალბათ იმიტომაც რომ ახალ წელს ჩაფიქრებული/დაგეგმილი “საკუთარი თავისთვის” დავიწყე ცხოვრება, რაც მსიამოვნებს, რაც მინდა და რასაც ადრე ვერ ვამჩნდევდი.. მარტივად რომ ვთქვა – იმ თხოვნაზე, რომელიც მაინცდამაინც “არ მეპიტნავება”, თავის მთხოვნელიანად – უარის თქმა ვისწავლე, რაც მაინცდამაინც დიდად საამაყო არ არის, თუმცა..

გაუგებრად ვწერ ალბათ, იმიტომ რომ უემოციოდ ვკრიფავ სიტყვებს.. ბევრი ახალი ამბავი გავიგე, მოულოდნელი, ცუდი, პირდაპირ ადამიანურ სინდისზე რომ მირტყამდა და მაჭერდა წიხლს – იმდენი ემოცია “წამართვეს”, ბოლოს ვიფიქრე, რა მოხდება რეაგირება რომ არ მქონდეს იმ ყველაფერზე, რასაც არაფერი ეშველება და ვერც მე ვუშველი, ვერაფერს შევცვლი მეთქი, მივხვდი რომ არც არაფერი მოხდება.. სხვა შემთხვევაში იქნებოდა უბრალოდ შარშანწინდელი შეცდომის განმეორება, მეტი არაფერი – ხოდა გადამიარა, თან ისე რომ გავიყინე.. გავიყინე და გავცივდი შინაგანად.. და ბედის ირონიით, როცა ამას მივხვდი, ზუსტად მაშინ მეუბნებიან, გაკვრით – “არ შემიყვარდეს, თორემ გული მეტკინება” ბულშით!! 😀 იმაზე სასაცილო მომენტი იყო, ვიდრე აქ დავწერე მაგრამ დამიჯერეთ, მთელი დღე გამყვა მაშინ ეს კარგი ხასიათი 🙂 იმიტომ რომ ვიცი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი დრო უნდა გავიდეს – მე რომ  შემიყვარდეს..

არ დაიწყოთ ეხლა, სიყვარული ეს ისეთი რამ არის, რას დაგეკითხებაო?! ულტრა ბულშით!! ვინ, ვინ და მე ამას ალბათ არ უნდა ვწერდე, ვიცი.. მაგრამ დამიჯერეთ, ასე ყოფილა ეს.. ტრიუმფალური თაღის ჯერ კიდევ შუა გვერდებზე ვარ და უკვე ზუსტად ამოვიცანი მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი, იმიტომ კი არა რომ რაიმეთი თავისებური და განსხვავებულია, მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ ძალიან მგავს.. არ დავიწყებ ეხლა მომაბეზრებელ პარალელების გავლებას ჩემსა და რავიკის შორის.. თუ დავიწყე მაშინ ყველაფერი უნდა მოვყვე, “ნახევრად” არ გამო ეს ამბავი 🙂 თუმცა არც არის საჭირო.. ვისაც წაკითხული გაქვთ მიხვდებით და უკეთესად გამიცნობთ..

წარმოდგენა არ მქონდა და თურმე ისეთი ადამიანებიც “მკითხულობენ” ვისაც შორიდან, ან საერთოდ არ ვიცნობ, არ ვიცოდი ბლოგს თუ ისევ კითხულობდა ვინმე, რამდენიმე ადამიანის გარდა.. სასიამოვნო და თან ამავე დროს ცოტა უხერხული და დამაბნეველი მომენტი ყოფილა, როცა ადამიანს საერთოდ არ იცნობ, მან კი შენზე თითქმის ყველაფერი იცის, აფსოლიტურად ყველაფერი.. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ იშვიათად დგება ეს მომენტები, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, იმიტომ რომ აღარ ვწერ.. იმიტომ არა, რომ აღარაფერი მაქვს სათქმელი – პირიქით!! უბრალოდ ვეღარ ვახერხებ, ეს მოუცლელობის თემა კიდე სხვაა არის და სხვა დროს იყოს, სხვა პოსტში 🙂

მახსოვს, შარშან წინ ერთ-ერთ პოსტსში მეწერა “პოსტსში დახატულ რამდენიმე ყვითელი სმაილიდან არცერთი არ არის ჩემი-მეთქი” და ისევ უნდა განვმეორდე, აღარ მეცინება, მხოლოდ ძალით, თავაზიანობის გამო, მოსაჩვენებლად.. არ ვარ დეპრესიაში!! და ყველამ კარგად იცის, რომ საერთოდ არ ვარ დეპრესიული ტიპი, უბრალოდ ზოგჯერ არის პერიოდი (გინდ გაზაფხულს და არეულ ამინდებს, გინდ იმ ადამიენებს, რომლებიც მაღიზიანებენ, გინდ ჩემს დანგრეულ, მიწასთან გასწორებულ პირადს დააბრალეთ), როცა ადამიანს უბრალოდ აღარ გეცინება იმ სისულელეებზე, რომელზეც მანამდე კარგად მხიარულობდი, აღარც კი გეღიმება თუნდაც იმ იუმორზე, რომელზეც შენს გარშემო ყველა ბჟირდება და სლუკუნით ითქვამს სულს.. და გეცინება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ხუმრობა პირადად შენ გეხება და თან ამ დროს სრულიად იდენფერეტული ხარ კონკრეტულ ვითარებასთან მიმართებაში.. ეს არც მაწუხებს, არც მაღელვებს, მთავარი ხომ წელს მე ვარ!! 🙂 ლაკონურად, თუმცა ამ ერთ აბზაცშია ის “ზრდის მეორე საფეხური”, რომელმაც კიდევ ერთხელ მაიძულა ვტრანსფორმირდე, ჩემდა უნებურად.. მაგრამ მიმაჩნია, რომ სასიკეთოდ..

ზემოთ ვახსენე სიტუაცია, შარშანწინდელი შეცდომა, ხელმეორედ გადავიკითხე ნაწერი და აღარ ჩავასწორე (პოსტში დაწერილს უკვე კარგა ხანია აღარ ვშლი ხოლმე, სხვანაირად ვერ ვიქნები გულწრფელი), უბრალოდ აქვე აღვნიშნავ, რომ ეს იყო ნაბიჯი, რომელიც წინასწარ ვიცოდი რომ იყო შეცდომა.. ხელმეორედ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თავიდანვე ვიცოდი რომ კრახით დასრულდებოდა.. მაგრამ მანამდე იყო იმედი (რომ იქნებ რაიმე შეცვლილიყო) და ყველაზე პირველი იყო სიყვარული (რამაც გადამაწყვეტინა).. და მაინც.. რა არის სიყვარული?! მე ვეთანხმები იმ “ერთადერთის” მოსაზრებას სიყვარულზე, რომელიც თავიდან ბოლომდე სრულ “ჭეშმარიტებად” დარჩება სიცოცხლის ბოლომდე.. რა თქმა უნდა ვერ გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მისი, პირადი თეორიაა, უკვე მრავალჯერ ნაცადი და დამტკიცებული პრაქტიკით..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: