ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები

ძალიან ბევრჯერ დამიშვია შეცდომა და ერთ გუბეში ორჯერაც გამიტოპია, ხშირად სამჯერაც და მეტჯერაც მაგრამ არასოდეს, არასოდეს მითამაშია ის პიროვნება და ის ტიპაჟი, რომელიც არ ვარ და არც მინდა რომ ვიყო.. იმას რომ ეჭვიანი საერთოდ არ ვარ – აქამდე ჩემს მოკრძალებულად მცირე დადებით თვისებებში ერთ-ერთ მთავარ თვისებად ვთვლიდი, თურმე მართალი არ ვყოფილვარ და ესეც უარყოფითი აღმოჩნდა, ოღონდ ამას ეხლა მივხვდი, გვიან 🙂 თუმცა არასოდეს, არაფრის გამო არ დავიწყებ (ყალბ) ეჭვიანობას და იმ მარაზმს, რაც სხვისი მძულს და გამოცდილებიდან ვიცი – რაც არის!!.. არასოდეს გამჩენია ეს განცდა და ეს სულაც არ არის ზედმეტად თვითდაჯერებულობის ბრალი, ეს უბრალოდ ნდობის ფაქტორია, მეტი არაფერი, აი ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა.. სამწუხაროდ ზოგს ურჩევნია ეჭვიანობის სცენები დადგა, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ იგრძნოს, რომ დაინახოს, რომ დაიჯეროს – რომ ის სულ ერთი არ არის შენთვის..

მე, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ლაპარაკს ყოველთვის მოსმენა მერჩივნა, დღემდე ასეა და ბევრი ალბათ ამიტომ ფიქრობს, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, რომ ზედმეტად მორიდებული ვარ, ანდაც ალბათ ჰგონიათ რომ საერთოდ აზრი უბრალოდ არც გამაჩნია, დაე ეგონოთ!! მგონი ყველაზე უპრეტენზიო ადამიანი ვარ მოფლიოში 🙂 უბრალოდ აქ ერთი მომენტია – გამეცინა, ჩემთვის, გულში, როცა მითხრეს, რომ მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და არაფერი გამეგებოდა ამ ცხოვრების.. შესაძლოა ეს მართლაც ასეა და ჯერ არც არაფერი გამეგება “ამ ცხოვრების” მაგრამ დარწმუნებული ვარ – არასოდეს, არაფრის გამო არ გავხდები ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც კაცმა არ იცის რის გამო იბრძვის და რის გამო იღებს მსხვერპლს 🙂

ხო, გასაგებია, რომ მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზეც უფრო მგელი, თუ გინდა რომ გაიმარჯვო. ცხოვრება ომია, ომი მაგრამ მგელი რის მგელია თუ ცხვრის ტყავი გადაიცვა და მელიასავით ცბიერი გახდა, ხოდა არსებობს ორი ტიპის “მგელი” – მგელი, თავისი მგლური ზნე-ჩვევებით (პირდაპირი გაგებით)  და ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი, რომელიც “ყველა დირკას ერგება” – ეს სხვადასხვა რამეა და ზოგჯერ “დიდებსაც” არ ესმით..

ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ მომენტი, როცა ვინმეს რაიმე უთქვამს თქვენთვის და ერთი-ერთში გავს სხვის, მანამდე უკვე ბევრჯერ ნათქვამ სიტყვებს, გგონია რომ დეჟავიუ გაქვს მაგრამ თან დეჟავიუც არ არის.. სტრანი მომენტია, როცა ფიქრობ, რომ ამ პატარა თბილისში ყველაფერია შესაძლებელი, ყველაფერი.. 🙂 მერე იწყება ისევ პარალელები, შედარებები, აწონ-დაწონილი სიტყვები, პათეტიკა, წიგნებიდან დაზუთხული ციტატები, მხატვრული ხერხები, ამბიციები, ტყუილები, ერთს მეორე ემატება და ყველაფერს კარგად აანალიზებ, ხვდები და იცი ეს ყველაფერი, უბრალოდ აზრი არ აქვს შეაწყვეტინო, ადამიანებს ხომ მოგვწონს, როცა გვისმენენ, ჩვენი ჯერათ, გვენდობიან, თავს გვიკრავენ და გვიღიმიან – ბულშით!! დაე ეგონოთ!! პატარა უცნაური მომენტია, როცა არ იცნობ და არც გინდა მისი გაცნობა, უბრალოდ გხიბლავს – აი რა გიზიდავს არც ის იცი მაგრამ ბოლომდე ყვები საკუთარ შინაგან ნებას და ახალ გაღვიძებული აანალიზებ, რომ კი არ დამარცხდი, გაიმარჯვე – უბრალოდ ეს მხოლოდ შენ იცი – და ესეც კმარა!!.. ამ პატარა უცნაურ მომენტში არ არის დამარცხება-გამარჯვების თემა იმდენად მნიშნელოვანი, რამდენადაც დადებული “პირობის” შესრულება-არ შესრულება და როცა ხვდები, რომ შენ პირობას უკვე აუცილებლად შეასრულებ (სხვადასხვა მიზეზების გამო), კმაყოფილი ხარ საკუთარი თავით, მისითაც და რა თქმა უნდა ამ მოულოდნელი უცნაური მომენტითაც.. 🙂

broken-dark-darkness-die-favim-com-2904321

..და კიდევ ერთი – კონკრეტული სახელებით იშვიათად ვწერ პოსტებს, ზოგჯერ სპეციალურად ვამახინჯებ ფაქტებს, ვცვლი ან ვამატებ წვრილმან დეტალებს და იმიტომ კი არა, რომ ვინმესი მერიდება, ან ისეთ რამეებს ვწერ, რაც არ უნდა დაიწეროს – უბრალოდ ასე ვთვლი საჭიროდ.. ასე მეკომფორტულება.. მგონია რომ არ არის აუცილებლად საჭირო და ამის შემდეგ, ძალიან გთხოვთ (უკვე მერამდენედ) აღარ მკითხოთ – რომელი პოსტი ვისზე ან რატომ არის დაწერილი, მაინც არ გეტყვით, უკვე პრინციპის ამბად იქცა..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: