let’s get lost..

ყველაზე პირდაპირი ადამიანებიც კი არ ლაპარაკობენ იმას, რაც ნამდვილად უნდათ რომ თქვან და ყვველაზე თამამი ადამიანებიც კი არ ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში აქვთ სათქმელი.. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ეს ამ ორმა წინადადებამ გამახსენა და ერთი-ერთშია ის, რაც მთელი ამბებით და პატარ-პატარა ისტორიებით მინდოდა დამეწერა.. ხო, ყველამ კარგად ვიცით (მეტ-ნაკლებად), რომ ყველაზე მეტ შეცდომას ის უშვებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ის განიცდის ამას, ვინც უსმენს.. არაფერი პირადული – ეს ისე.. 🙂

..რამდენიმე კვირის წინ საკუთარი თავი გამახსენეს იმ პერიოდში, როცა პირველად აღმოვაჩინე, როცა მივხვდი და როცა ბოლომდე გავიაზრე – რომ ნამდვილად მიყვარდა; მაშინ გაცილებით ემოციური, მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ვიდრე ეხლა ვარ მაგრამ ამის თქმა მაინც არ გამჭირვებია.. ხოდა, დღეს მთელი დღეა ვავლებ პარალელებს ჩემსა და მას შორის და გულწრფელად მეცინება, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც მას – და მე მიკვირდა მაშინ, რატომ ეჩვენება წარმოუდგენლად, ან საერთოდ, ხომ არ გონია ვატყუებ მეთქი 🙂 უცნაურია მაგრამ ფაქტია, ეხლა გავიგე – ყველაფერი გავიგე და თავის ადგილს დაუბრუნდა, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.. და მიედინება.. თავისთვის, ყველაფრისდა მიუხედავად, Favim.com-20980უცვლელად და მშვიდად.. ადამიანებს გვიყვარს საზღვრების გარღვევა, პრინციპულობა, სითამამე, სიჯიუტე, გულახდილობა, ზოგჯერ ცოტა სამართლიანობაც კი, ზოგჯერ ადამიანებს სინდისიც გვყოფნის და ნამუსიც შემოგვრჩება ხოლმე; ამიტომ მე მეყოფა.. მე ისევ, ამ ხნის შემდეგ ისევ ტაიმაუტს ვიღებ და გავდივარ თამაშიდან, რომელსაც ჩემი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ცხოვრება მთავაზობს, ანკესებს – რომელსაც უემოციო, უფერული, ნაძალადევი, დამღლელი და მომაბეზრებელი ურთიერთობები ქვია.. ძალიან პათეტიკურად ჟღერს, ვიცი და ამიტომ მარტივად ვიტყვი, ვინმეს რომ არ ეგონოს, რომ ვთამაშობ – უბრალოდ, ასე, ძალიან მარტივად, მარტო მინდა ყოფნა.. მეზარება სერიოზული ურთიერთობა, რომელიც ვიცი რომ არაფერ შედეგს არ გამოიღებს და ამასაც, როგორც სხვებს, ლოგიკური და იმაზე ბანალური დასასრული ექნება, როგორიც დასაწყისი იყო, თავისი შაბლონური და გადაღეჭილი, გადაპრანჭული დიალოგებით, თუმცა შევძელით და “სათქმელი მაინც ითქვა”.. ესეც საკმარისია ყველაფრისთვის 🙂

ამ რამოდენიმე დღის წინ ჩემი ფავორიტი თამაში ისევ ვითამაშე – “მე არასოდეს”, სადაც ერთ კონკრეტულ “მე არასოდეს”-ზე სიმართლის თქმა ვერ გავბედე და იმ წუთის, იმ ერთი, საერთოდ არავისთვის მნიშვნელოვანი ტყუილის მძაფრი და მტკივნეული შეგრძნება აქამდე მომყვება, ვერ გავბედე მეთქვა, იმიტომ რომ შემრცხვა, იმიტომ რომ ყველა ჩემი პრინციპი, ყველა ჩემი იდეოლოგია სიყვარულზე დაიმსხვრეოდა, ვერ გავბედე მაშინ მაგრამ აქ დავწერ, დიდი განსხვავება არ არის მაგრამ აქ და ეხლა ნაკლებად ტრაგედიად მეჩვენება – მიღალატია!! მომიტყუებია კიდეც (შემდეგში ჩემს წილსაც დავლევ ხოლმე მაგრამ რაღა დროს ამაზე დარდია, უბრალოდ საკუთარ თავთან რომ აღიარებ (რომ მოღალატე ხარ), ორმაგად მტკივნეულია, ვიდრე სამმა ან შვიდმა ადამინმა ერთად გაიგოს ეს) და ამ თემას მეორედ აღარ შევეხები, ეს პირველი იყოს და უკანასკნელიც.. 🙂

მე რაც ნამდვილად ვიცი საკუთარ თავზე, არის ის, რომ საერთოდ არ ვარ პრეტენზიული; თურმე არც ეჭვიანი; არც ჩემი შინაგანი ეგო მაძლებს საკუთარი თავის განდიდების საშუალებას; აღარც ისეთი ნარცისი ვარ, როგორიც წინა წლებში ვიყავი ალბათ; არც ზედმეტად და უაზროდ ამბიციური; არც მომთხოვნი ვარ მაინცდამაინც, არც ჯიუტი და მითუმეტეს არც ფათერაკიანი.. უბრალოდ სიმშვიდე მინდა!!.. მშვიდი, შეიძლება ვინმესთვის მომაბეზრებელიც კი მაგრამ ცოტა ხნით რუტინული ცხოვრება მინდა – მშვიდი და დამოუკიდებელი.. 🙂

P.S აბზაცების ბოლოში სმაილები სულელური დამთხვევაა 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: