ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც ბლოგზე აღარ შემომიხედავს და აღარაფერი დამიწერია. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ამ პერიოდში, ბევრი რამ გაირკვა და თავისი სახელი დაერქვა; თუმცა მაინც იყო, არის და ალბათ სულ იქნება ისეთი რაღაცებიც, რაც არასოდეს გაირკვევა ბოლომდე და ალბათ ჯობია არც არასოდეს აიხსნას – ვინ, რა, როგორ, რატომ და ა.შ..

უბრალოდ დრო გადის, გადის და მით უფრო მიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ “საზოგადოება” იმაზე მეტს ითხოვს ზოგჯერ, ვიდრე ერგებათ, ვიდრე ეკუთვნით, ვიდრე იმსახურებენ, არადა რა მარტივი იქნებოდა ზოგჯერ ჩემნაირების მართვა, ჩემნაირებზე ზეგავლენის მოხდენა, რომ არა ის, რაც უკვე კარგა ხნის წინ გავიარე.. არ ვტრაბახობ მაგრამ “ზრდის საფეხურები” (რომელზეც ამასწინათ ვწერდი, ისე ჩამოვაყალიბე და შევასრულე, რომ არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე აქ მეწერა, რადგან ეს იმაზე გაცილებით ინდივიდუალური აღმოჩნდა და იმდენად პირადულ კონტექსტებში, ვიდრე ზოგადად აქ ვწერ ხოლმე), შეიძლება ითქვას პირველი საფეხურიდან ერთი ნახტომით ბოლოში გავედი და ერთ რამეს მივხვდი – ზოგჯერ ადამიანები იმდენად სულმდაბლები არიან, რომ მე მესმის იმათი ვისაც ანთროპოფობია ჭირს და მგონი საკმაოდ საფუძვლიანადაც..

და აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უსამარათლობის განცდა მღრღნის, ჩემივე მიზეზით, ჩემივე გუნება-ხასიათის მიზეზით, არავის ვადანაშაულებ, არავის ვავალდებულებ, არც კი ვითხოვ (მითუმეტეს მოვითხოვ), არავის არაფერს ვაძალებ, უბრალოდ საკუთარ თავს ვერ მოვუხერხე ვერაფერი და ვერ გავეცი პასუხი – როგორ შემიძლია, რანაირად, რომ ყველას ყველაფერში გავუგო, გაუმართლებელიც კი გავამართლო – შემიძლია მოსმენა, თანადგომა, შეძლებისდაგვარად დახმარება, ზრუნვა, გაფრთხილება, გამხნევება მაგრამ არანაირი ფიდბექი, სულ არანაირი, სულ მცირედიც კი, ბულშით, არ ვწუწუნებ!! ამას უნებურად ვაკეთებ, ჩემდა უნებურად “მერთვება” ის განცდა, რომ თითქოს ვალდებული ვარ ასეთი ვიყო.. უსამართლობა იქით იყოს და უბრალოდ უცნაური და სასაცილო მომენტია, როცა ადამიანები, თუნდაც ახალი გაცნობილი ადამიანები, ვისაც შენზე არანაირი წარმოდგენა არ აქვთ, არ იციან საერთოდ ვინ ხარ – ერთი შეხედვით აღგიქვამენ და გაფასებენ არასწორად, ძალიან არასწორად..

სასაცილოა უყურო ადამიანებს, როგორ ცდილობენ, რომ ორი კურდღელი ერთად დაიჭირონ ისე, რომ “არც მწვადი დაწვან და არც შამფური”, ისიც სასაცილოა, რომ მე მესმის მათი, იმიტომ რომ ვიცი, მასწავლეს რომ – ასეთია ზოგადად ადამიანი “რაც მეტი აქვს – მით უფრო მეტი უნდა”.. ალბათ ძალიან ბევრი აფორიზმებია მაგრამ სხვანაირად ჩემი არ ესმით ხოლმე და ასე ვცდილობ გავაგებინო სათქმელი; ის რომ არასწორი საქციელია, ორ კურდღელზე ერთად ნადირობა, ან რა საჭიროა ერთ-ერთი კურდღლის ტყუილად წვალება და დაღლა, როცა მეორე გარანტირებულად უკვე მონადირებულია.. საერთოდ, ცხოვრებაზე, მის ავ-კარგიანობაზე, მის სირთულეებზე, მის ტრაგიკულობაზე და ა.შ არ უნდა ილაპარაკო ისე (და მით უმეტეს ამით იმანიპულირო ვინმეზე), როცა გარტყმაში არ ხარ რა არის ნამდვილი ცხოვრება, თავისი ცუდით და კარგით, ნათელი და ბნელი მხარეებით.. ძალიან ავიჭერი ეხლა, ვხვდები და ამ თემას აქ შევეშვები, დანარჩენი მერე.. უბრალოდ სულ ეს არის, რაც მინდოდა ეხლა აქ დამეწერა, რომ “ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ”

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე თითზე ჩამოსათვლელი, სულ რამდენიმე მტერი მყოლია, (მტერი, ეს მათი მხრიდან თორემ მათაც თავისი გზით გაუმარჯოთ, ისედაც არასოდეს არაფერი გამოსდიოდათ) მაგრამ არასოდეს, არასოდეს მიგრძვნია ამდენი გაყინული, შურიანი, გაცოფებული, დაჟინებული, გაბოროტებული თვალი ჩემსკენ მომართული.. ყოველ დღე, ყოველ წუთას ვხვდები, რომ გამიმართლა, რომ ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო, რომ მათნაირი არ ვარ, მე გულწრფელად მიხარია ხოლმე მათი წარმატება მაგრამ ერთადერთი მათი არ მესმის და ალბათ ვერც ვერასოდეს გავუგებ. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდები მიზეზს, ეს მაინც ისეთი პირიმიტიულია, რომ დაუჯერებელია მხოლოდ ეს იყოს მიზეზი, რაც მე მგონია.. “მოთმინებითა შენითა, მოიპოვე ძალაუფლება შენი” მშვენიერი და იდეალური ნათქვამია, როცა უყურებ, გიყურებს, იღიმი, გიღიმის და მის თვალებში ხედავ სულ სხვა რამეს, თუ როგორ უნდა, რომ უბრალოდ არ არსებობდე 🙂 (შეიძლება ვცდები, რაც ძალიან მინდა რომ ასე იყოს მაგრამ) ფაქტი ჯიუტია და ვერაფერს ვიზამ.. დაე იყოს ასე, მე ჯერ-ჯერობით არაფრის მოქმედებას არ ვაპირებ.. ყოველთვის რთული იყო ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა და დამიჯერეთ ეს ბოლო წლები სულ უფრო და უფრო გართულდა 🙂

.. და კიდევ ერთი, ყველაზე მთავარი, არ ვიცი მინდოდა თუ არა, რომ ადრესატი ყოლოდა ამ პოსტს მაგრამ თვითონვე მიხვდება (თუ ამას წაიკითხავს) – მე არასოდეს არ ვყოფილვარ და არც ვიქნები ვინმე გათამამებულის, გატუტუცებულის, განებივრებულის “ზაპასი” და თუ დააინტერესებს მიზეზი, შემიძლია კარგად და გასაგებად ავუხსნა, თუ რატომ.. ხო, მგონი აქ მოვრჩი..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “ყველაფერს ვამჩნევ – არაფერს ვიმჩნევ

  1. შენს ბლოგს 2 კვირა იქნება რაც მივაგენი და 2010 წლიდან დაწყებული ამ პოსტით დამთავრებული თითქმის ყველა სტატია წავიკითხე :დ ძალიან მოვიხიბლე შენი წერის მანერით და თხოვნა მექნება თვეებით ნუ დაიკარგები ხოლმე ❤ ის პრობლემები რაც შენ გაწუხებს ზოგიერთი მეც მაწუხებს, რაც შენს პოსტებს გაცილებით საინტერესოს ხდის ჩემთვის ❤ ასე გააგრძელე

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: