არასოდეს

ვიცი, რომ არასოდეს წაიკითხავ.. და თუ მაინც წაიკითხავ, დარწმუნებული ვარ, ვერ მიხვდები ბოლომდე რისი თქმა მინდა და რას ვგულისხმობ, ვერ მიხვდები რატომ არ არის არსად არცერთი სმაილი, არცერთი ემოცია, არცერთი სიტყვა და წინადადება მომავალზე.. თუ წაიკითხავ და მართლა ვერაფერს მიხვდები, თუ შენთვის მართლაც არაფრის მთქმელი პოსტი დამიწერია – უბრალოდ გათიშე ტაბი და არც ის მითხრა რომ ეს წაიკითხე – არასოდეს!!

“არასოდეს” ძალიან ზოგადი და თანაც პირობითი ფორმაა, თუმცა ეს არასოდეს მთელი მარადიულობაა მაშინ, როცა ჩვენი ერთად ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელია. ჯერ მეგონა, რომ მე ვიყავი დამნაშავე, შემდეგ შენ გადმოგაბრალე, ბოლოს სხვებს.. მაგრამ რაც არ უნდა მივედ-მოვედო დამნაშავეს ვერ ვიპოვი. სიმართლე რომ ვთქვათ არც არაფერი დაშავებულა, არც დაშავდება, რადგან ვიცი როგორი ბედნიერიც ხარ ახლა, მართალია ჩემთან არა მაგრამ ხომ ხარ.. მასთან.. რა მნიშვნელობა აქვს..

ყველაზე ცუდი ის არის, რომ არასოდეს ფიქრობ რას რა შეიძლება მოყვეს. ცხოვრების, რაც არ უნდა ბევრი მიმტკიცო, არაფერი გაგეგება.. არ გამტყუნებ, არც გამართლება გჭირდება. ბოლოს აღარ მახსოვს როდის ვიყავი იმ ხასიათზე, როცა ვფიქრობდი, რომ ყველაზე ცუდი ტიპი ვიყავი.. აღარ მახსოვს ბოლოს როდის აღმოვჩნდი იმ გაურკვევლობაში, როცა კითხვებზე მხოლოდ ერთი პასუხი მქონდა – “რა მნიშვნელობა აქვს?!” და ეს პასუხი იყო მიზეზიც, ვარიანტიც, არგუმენტიც, გამართლებაც, დამტკიცებაც და თავისთავად ყველაზე დამაჯერებელი და მყარი პასუხიც.. შეიძლება მეც ძალიან ბევრი მიკლია მაგრამ დამიჯერე, ცხოვრების შენ არაფერი გაგეგება.. საერთოდ არაფერი..

ვიცი, რომ არასოდეს წაიკითხავ.. და თუ მაინც წაიკითხავ, მინდა რომ იცოდე (ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები) – არასოდეს შეიყვარო სიგიჟემდე, შემდეგ ეს ხდება როგორც კლასიკა შენს ცხოვრებაში, ასე იქმნება სხვა ურთიერთობების ჩარჩოები შენს ცხოვრებაში. ყველა სხვა ურთიერთობაში შესადარებელი უმაღლესი პარამეტრი და ყოველ ჯერზე გული გწყდება, როცა აღმოაჩენ, რომ ეს ის, რა თქმა უნდა, არ არის.. და იწყებ ახლის ძიებას, იმ აზრით, რომ იქნებ მაქსიმალურად მიახლოებული პარამეტრების ურთიერთობებს მაინც გადააწყდე.. სხვა ურთიერთობების-მეთქი ტყუილად არ აღმინიშნია, შენ ის სხვა ურთიერთობა ხარ, რომელიც თავიდანვე ვიცოდი – გათანაბრებით კი არა, ვერც კი მიუახლოვდებოდი, შენი ხასიათით, შენი დამოკიდებულებით, ღირებულებებით და შენი ინტერესებით ჩემს “კლასიკურ სიგიჟეს”..

ზოგჯერ გაჯიუტებულ, გათამამებულ, ბუზღუნა ბავშვს მაგონებ, რომელიც არ ისვენებს სანამ ამოჩემებულ სათამაშოს არ უყიდიან, მერე ამ სათამაშოს ისე მარტივად დაამტვრევს და მოისვრის ნაგავში, როგორც არაფერი.. შენი სიტყვებიც, რომელიც ამპარტავნული იერით მითხარი, ამას ამტკიცებს.. ზოგჯერ მეც ძალიან ვცდები ადამიანებში მაგრამ მთავარი აქ მაინც გამოცდილებაა, რომელიც მრჩება, გროვდება და საბოლოოდ მეხმარება..

ძალიან მინდა, რომ ბედნიერი იყო.. და ეს სულაც არ ნიშნავს რაიმე, შენს მიმართ სულ მცირედ აღმატებულს მაინც.. მე უბრალოდ მინდა ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს, მათ შორის შენც, რადგან ალბათ, რაღაც ომემენტში, იმედი მომეცი, წამახალისე.. მართალია!! ეს იმედი წინდაუხედავი ადამიანის არასწორი აზრი იყო და მაინც – რა მნიშვნელობა აქვს!! (აი, ხომ ხედავ, რა მარტივია ზოგჯერ პასუხი იმაზე, რისი მოსმენაც არ გვინდა) მე აღარ დავსვამ კითხვებს, ალბათ მოთმინებასთან ერთად ამომეწურა კიდეც, უპასუხოდ ამოვწურე ყველა კითხვა და აღარ მაინტერესებს ის ბანალური ბლა ბლა ბლა, რომელიც შენ ასე ძალიან მოგწონს და ეს თამაში კარგად გამოგდის, იმიტომ რომ თავი ამ დროს დრამის მთავარი წამყვანი პერსონაჟი გგონია, რომელიც ყველას უყვარს და რომელიც ყველასგან ყურადღებას, თანაგრძნობას და სითბოს მოითხოვს.. უბრალოდ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – მე ვერ მომატყუებ, შენ შეიძლება ყველა მოატყუო მთელს დედამიწაზე მაგრამ მე ვერ მომატყუებ.. ალბათ ზოგჯერ მე თავს გაჩვენებ, რომ ვითომდა ვტყუვდები, ისევ იმიტომ რომ.. შენს გამო.. მაგრამ დამიჯერე და გახსოვდეს – მე ვერ მომატყუებ..

.. და საერთოდ, რა მინდა შენგან?! არაფერი.. იყავი მხოლოდ ბედნიერი, მხირული, წარმატებული, უდარდელი და იცოდე, გახსოვდეს (რჩევად მიიღე) – ყოველთვის წინდახედული იყავი. გაუფრთხილდი იმ ბედნიერებას, რომელიც გვერდით გყავს და გაბედნიერებს, არ დაკარგო.. (ყველა ადამიანი მე არ მგავს..)

ვიცი, რომ არასოდეს წაიკითხავ ამ პოსტს, შენ ალბათ არც კი იცი ბლოგის მისამართი და რა თქმა უნდა არც მე ვეცდები, რომ მაინცდამაინც გაიგო.. და თუ მაინც წაიკითხავ, მინდა რომ იცოდე – პირობა შესრულებულია!! მე აქ, ასე, ჩემს საკუთარ თავთან (და არა შენს პირისპირ) ვამთარებ იმას, რაც თითქმის არც იყო, არც არის და არც იქნება – “არასოდეს”..

Advertisements
Categories: Uncategorized | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: