აღარანაირი პირადი

რამდენჯერ ყოფილა მომენტი, როცა ფიქრებში წასულს და შემდეგ დაბრუნებულს გამეფიქრა – ნეტავ ეხლა ვორდპრესის ნიუ პოსტი მქონდეს გახსნილი-მეთქი (ანალოგიური ხდება მუსიკაზეც), იმიტომ რომ ზოგჯერ მხოლოდ იმ მომენტში, იმ წუთებში არის რაღაც კონკრეტული მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი, მერე დრო გადის და ეკარგება მნიშვნელობა, ანდაც სულაც გვავიწყდება ხოლმე, რისი აღწერა ან მოყოლა გვინდოდა.. ეს დღეებია მინდა დავწერო, რომ ჩემი მცირე ხნიანი დაკვირვებით მივხვდი, რომ ადამიანები ზოგჯერ ძალით იზღუდავენ საკუთარ თავებს და ჩარჩოებში იკეტებიან, არავინ არაფერს უკრძალავს, არავინ არაფერში აკრიტიკებს, საერთოდ არავინ არაფერს ერჩის მაგრამ მაინც აქვთ განცდა, რომ “ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ..” საბოლოოდ არც აქვთ პასუხი და არც იციან რატომ, განა არ უნდათ, ან არ შეუძლიათ – უბრალოდ არ შეიძლება”.. 🙂 სასაცილოა..

მაგას თავი დავანებოთ და.. რამოდენიმე დღის წინ ფეისბუქზე უწყინარი პოსტი დავწერე, ისეთი, ლირიული, დიდი არაფერი, უბრალოდ ვრცლად საკუთარ თავზე, ცოტათი ზედმეტი დეტალებით:

ხო, ე.ი რა ხდება, არ ვიცი ცურვა, არასოდეს გამჩენია სურვილი მეჭამა სუში, არ ვიცმევ შორტებს, მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ტატუ მაქვს მკლავზე, არ ვუსმენ რეპს, ვარ მოყვარული ნუმიზმატიკი, არასოდეს მისროლია ქვა ბაყაყისთვის გუბეში, წელიწადზე მეტია კუბიკ-რუბიკის აწყობას ვცდილობ, არასოდეს გადამიღია სურათი მშვიდობის ხიდზე, მაღიზიანებს თვალზე ამოსვირინგებული ცრემლი (წარბზე რომ მაქვს ეგ შრამია!!), ვერაფრით ვისწავლე ვინდოუსის გადაყენება, ვთამაშობ მხოლოდ ქენდი ქრაშს, ყოველთვის ვერიდები რელიგიაზე ხმამაღალ საუბარს, მაქვს საშუალოდ დამაკმაყოფილებელი სამსახური, ვერ ვიტან ფრანგულ ენას და მინდა იტალიურის სწავლა, ხო, მომიტყუებია და მიღალატია კიდეც, არასოდეს ვწითლდები, მიყვარს ყველა კარგი იუმორის მქონე ადამიანი და მძულს, როცა მოსაუბრე საღეჭ რეზინას აღლაჭუნებს, არასოდეს მინახია ერთი და იგივე სიზმარი, არ მიყვარს დაზეპირებული და ლექსად ნათქვამი სადღეგრძელოები, მომწონს ჰიბრიდული ფერები, ცხოვრებაში ერთადერთხელ ვინანე დაშვებული შეცდომა და ბოლოს ესეც ვინანე, მთელი არსებით მჭირს ოფიდიოფობია, არაფერი გამეგება ქიმიის, არ ვუყურებ ტელევიზორს, ადვილად ვპატიობ მაგრამ პატიებას არავის ვთხოვ, 6 წელია, რაც ბლოგი მაქვს მაგრამ არ ვარ “ბლოგერი”, ყოველთვის მაინტერესებდა ასტრონომია მაგრამ არასოდეს დავინტერესებულვარ ფიზიკით, მიყვარს კალმით ფურცელზე წერა, 8 წელია რაც სიგარეტს ვეწევი და არასოდეს მიცდია თავის დანებება, ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა მობილური ჯდება ან ვინმე მასში დაძვრება, არასოდეს მომბეზრდება ჰარი პოტერის და 1984-ის კითხვა, მქონდა ოცნება, რომელიც იმედია არ ამისრულდება – ემი ვაინჰაუსის კონცერტზე დასწრება, არასოდეს მყოლია ზაზუნა, კატა და თევზი, არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ერთი მხარის უფლებები მთვარდება იქ სადაც იწყება მეორესი, მიკეთია ერთადერთი ბეჭედი და ჯვარი, რომელიც 5 წელია არ მომიხსნია..
..და ხო, მე მომწონს ჩემი ცხოვრება, მგონია, რომ არც ისე უინტერესოა, თუმცა ისიც მგონია, რომ ყველაფერი წინ არის!!.. 🙂
P.S. ცხოვრებაში არასოდეს, არასოდეს დამიმცირებია ვინმე, შეგნებულად..

(აქ P.P.S-ს  არ აქვს მნიშვნელობა) დამეთანხმებით, ზუსტად ისეთივე პოსტია (თითქმის), რასაც ბლოგზე ყოველთვის ვწერდი და ვწერ ხოლმე მაგრამ მას მერე, დაახლოებით 5 დღეა ყველა, ვინც ფეისბუქზე მყავს, ვისაც ლაივში ვიცნობ, ვინც შემხვდა, ვისაც მობილურზე ვესაუბრე – ხან რომელ დეტალზე გააკეთა აქცენტი და ხან რომელ დეტალზე მკითხა – ეს როგორ?!.. ცოტა არ იყოს და უცნაურია, საინტერესოდ უცნაური, როცა ზოგი ფიქრობს, რომ ეს საჭირო არ არის.. გეთანხმებით!! რა საჭიროა, წერო, პოსტო, აზრი გამოთქვა, შენი უფლება გაგაჩნდეს, შენი გემოვნება, შენი მსოფლმხედველობა, პიროვნება და ა.შ მთელი ინდივიდის დამახასიათებელი ნიშნები.. და მაინც, რა საჭიროა დაწერო და გამოაქვეყნო?! საჭირო რამდენად არ ვიცი მაგრამ მე ჩემი აზრი გამაჩნია იმისა, რომ ცხოვრება რაც არ უნდა ერთფეროვანი, ბანალური, ცუდი და კატასტროფულად საშინელი იყოს, ეს ყოველთვის დროებითია, ყველაფერი წინ არის!! მოკლედ, დევიზიდან “რა მნიშვნელობა აქვს” გადავდივართ “ყველაფერი წინ არის” დევიზზე 🙂 განსაკუთრებით ამ დევიზის გამართლებას ზაფხულის ბოლოდან ვიწყებთ (ამაზე მომდევნო პოსტებში)..

იცით, ზოგჯერ ვფიქრობ – რატომ არ დავინტერესდი თავიდანვე ფსიქოლოგიაზე, ზოგჯერ ისე მესაინტერესოება ადამიანის შინაგანი სამყაროები, რომ შემიძლია ვიდგე და დაშტერებული ვუყურო მათ რეაქციებს, მიმიკებს, ხასიათებს და მანერებს, ზოგს სასიამოვნოს, ზოგს აუტანელს მაგრამ ხომ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ეს არაფერი 🙂 ალბათ კარგი ფსიქოლოგი ვიქნებოდი, მერე ალბათ აღარ გამიჭირდებოდა რჩევების გაცემაც და დეპრესიული ადამიანების კარგ განწყობაზე მოყვანაც.. ახლა კი უბრალოდ მხოლოდ კარგი მსმენელის რანგში ვრჩები, რაც ყოველთვის ვიყავი და რაც ზოგჯერ ამართლებს კიდეც.. + ამას ძალიან კარგი მესაიდუმლე ვარ, ამას ეხლახანს მივხვდი 🙂 თავს კი ვიქებ მაგრამ ერთია, როცა მსმენელი ხარ და მეორე, როცა ისეთ რამეს გიყვებიან, რაც პასუხისმგებლობას გძენს, ხვდები რომ გენდობიან და ეს უნდა გაამართლო კიდეც..

ბევრ რამეს მივედ-მოვედე მაგრამ მთავარი არ მითქვამს, რისთვისაც ნიუ პოსტი გავხსენი – გადავწყვიტე ბლოგზე პირად ურთიერთობებზე აღარ ვწერო, აღარცერთი ფლირტი, აღარცერთი ღლაბუცი და აღარც ერთი ღამე 🙂 ისედაც იშვიათად ვწერდი ხოლმე მაგრამ მაინც, დავფიქრდი და არ მომეწონა ჩემი საქციელი.. უცებ საკუთარი თავი “მეორე მხარეს” წარმოვიდგინე და ძალიან არ მომეწონა.. გამომდინარე იქიდან, რომ ურთიერთობებში არ მიყვარს რაიმეს დამალვა და რასაც ვფიქრობ ყოველთვის ვამბობ (წინა პოსტი გამონაკლისია) ვთვლი, რომ აღარ არის საჭირო ეს შექსპირობანა და გრძნობებზე ბევრი ბლა ბლა ბლა-ს წერა-კითხვა..

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მეც ძალიან მომენატრეთ, დროებით!! ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “აღარანაირი პირადი

  1. თავისთავად არც პირადულ ამბებშია ცუდი არაფერი. რაც არ უნდა ვეცადოთ, მაინც ყოველ ისტორიაში, რომელსაც მოვიგონებთ, იქნება მარცვალი პირადი ამბების. ბოლომდე მისგან გაქცევა არ გამოვა და არცაა საჭირო. ასე რომ რაზეც გეწერება, ის უნდა წერო ალბათ. ბლოგიც ხომ ამისთვისაა ❤

    • ყოველთვის იმას ვწერ, რაც ‘მეწერინება’ და მაგაშია საქმეც, დავფიქრდი და ზოგჯერ უხერხულია ‘მეორე მხარისთვის’ ან უარესიც – მტკივნეული.. ხოდა რა საჭიროა პირადზე წერა-კითხვა თუ ერთ-ერთ მხარეს ტკენს.. (ეს ჩემი აზრით, არავის არაფერი უთქვამს) 🙂 გამიხარდა შენი ჩემს ბლოგზე სტუმრობა 🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: