მთვრალი, ქუჩებში, აპლიკაციიდან

ძალიან არ მინდა ეს პოსტი ხვალ, ზეგ ან მაზეგ ვინანო, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში ვწერ.. არც ის მინდა ვინმეს ეგონოს – დეპრესიულ ტიპებს რომ ახასიათებთ ის მჭირს, არ ვქვითინებ ახლა და არც რაიმეს განვიცდი, უბრალოდ წერა მომინდა. ალბათ, ცუდ ხასიათზე ვარ და მაგიტომ უფრო. წინასწარ ვიცი, რომ სისულელეებს დავწერ, თან მობილურით მეორედ ვპოსტავ ბლოგზე და შეცდომებიც უამრავი იქნება მაგრამ მე ხომ აღარ ვშლი უკვე დაწერილს 🙂
მოკლედ, რისი თქმაც მინდა არც ისე უცნაურია, უბრალოდ მე გამიკვირდა, როცა დავფიქრდი: -რა გამაბედნიერებდა ეხლა?! და პასუხი იყო -სხვა სიყვარული!!..
საქმე იმაშია, რომ მე სიყვარული მასწავლეს (პირდაპირი გაგებით), განმიმარტეს და ამიხსნეს, თუ როგორ უნდა მიყვარდეს (მრავლობითში რა ცუდად ჟღერს 🙂 არადა ‘ის’ ყოველთვის ‘ერთადერთი’ იყო, არის და იქნება..)
ხოდა ეს, სხვა სიყვარული მჭირდება, უფრო სწორედ სხვანაირი სიყვარული.. აქამდე ნასწავლისგან განსხვავებული, არაპუნქტუალური, არაპროგნოზირებადი, გიჟური და არადამოკიდებული გარე ფაქტორებზე.. ძალიან ბევრს სხვა დამოკიდებულება გექნებათ ამ ყველაფრის მიმართ, ვიცი და იტყვით – ეგ რაღა სიყვარულია-ო მაგრამ ალბათ გადავაწყდები ოდესმე იმას, ვინც ჩემსავით ფიქრობს.. სულელურად ჟღერს მაგრამ ალბათ ზოგჯერ ყველაფერს სიტყვებით ისე კარგად ვერ გადმოსცემ, როგორც საჭიროა (მითუმეტეს ჩემნაირი მთვრალი), თუმცა იმედია მაინც მიხვდებით, მიმიხვდებით.. რატომღაც წარმოვიდგინე,  რომ ფართო აუდიტორიას ვესაუბრები ეხლა და ბოლოს გამახსენდა, ბლოგზე რომ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის 🙂
დეპრესიაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა ყველა საკმაოდ მყარი მიზეზი მაქვს საამისოდ, რომ ვიყო.. ალბათ ამაში სხვა ახალ-ახალი გარემოებები და ‘სახეები’ მეხმარებიან.. თორემ არც ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც მანამდე.. ზოგჯერ შემომეპარება ხოლმე გულჩვილობა და ფაქ, ისეთ სისულელეზე ავჩუყდები ხოლმე (მუსიკაზე, ფილმის სიუჟეტზე, სიმღერის ტექსტზე, წიგნის პერსონაჟზე, ერთხელ ნახატზეც კი) რომ ბოლოს გულიანად მეცინება 🙂
მარტო ყოფნას ერთადერთი ცუდი თვისება ის აქვს, რომ ძალიან მარტივად უშვებ ძალიან ბევრ და დიდ შეცდომებს.. შეგნებულად არ ვუწოდებ მათ გამოუსწორებელს.. მხოლოდ ერთი სიმთვრალე და კონკრეტული სიტუაციები კმარა, რომ (დროებით მაინც) დაწყობილი, დამშვიდებული და დალაგებული ცხოვრება ავურიო და მერე ისევ ამის დალაგებას, დაწყობას ან სულაც დავიწყებას დიდი ხანი მოვუნდე..
მითხრეს – ყურადღების დეფიციტში ხარ და მაგის ბრალია, ასეთი დაბნეული რომ ხარ-ო.. ალბათ ასეც არის, იმდენად ვიყავი ‘კონტროლს’ მიჩვეული, რომ.. 🙂
ძალიან, ძაალიან ცუდი მომენტია, როცა კარგად ვხვდები და ვაანალიზებ, თუ რამდენ ადამიანს გავუცრუე იმედები და არ აღმოვჩნდი ისეთი ძლიერი, როგორიც მათ ვეგონე, ოდესღაც..
ნამდვილად არ ვარ იდეალური ადამიანი და ეს არავისთვის არასოდეს დამიმალავს მაგრამ შემიძლია ვიყო რეალური, უბრალოდ ის ვინც ვარ და მე ესეც სრულებით მაკმაყოფილებს ჩემი სინდისის წინაშე რომ (შედარებით) მაინც სუფთა ვიყო..
დღეს იმდენ ახალ, უცნობ და ნაცნობ სახეებს შევხვდი რომ ავირიე, ბევრიც ბევრს მივამსგავსე და გამახსენა, ძალიან ბევრი დავლიე და რაც აღსანიშნავია -მარტომ, რატომღაც დიდი ხანია უკვე რაც მომწონს მარტო დალევა და თრობა, მერე უფრო თავისუფლად ვგრძნობ ხოლმე ალბათ თავს.. უკვე თენდება, დავდივარ ქუჩებში, მთვრალი, როგორც ამას წლების წინ ვაკეთებდი და მოწყენის საშუალებას არ ვაძლევ საკუთარ თავს, ვფიქრობ და თან ამას ვწერ.. ბულშით – ეს სხვანაირი სიყვარულიც, ბულშით – ეს უწიპუწი რომანტიკულობაც, ბულშით – ქარაგმებით საუბარი.. სახლში მინდა.. 🙂
მე არავის ვეძებ და არც არაფერს.. მე უბრალოდ მთვრალი ვარ და ვიდრე ისევ რაიმე შეცდომა დამიშვია გავხსენი ვორდპრესის აპლიკაცია და წერა დავიწყე, მეტი არაფერი 🙂 ტაქსი მოვიდა, ამას დავდრაფტავ და მერე დავდებ :* ძალიან მომენატრა ბლოგი ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “მთვრალი, ქუჩებში, აპლიკაციიდან

  1. მარტო ყოფნას თავისი პლუსები აქვს, რომ იცოდე, გაცილებით მეტი, ვიდრე არამარტოობას 🙂 და მარტო დალევაც ყველაზე გემრიელი და ნაყოფიერი დალევაა ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: