რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

ამ რამოდენიმე დღის წინ საინტერესო, ნაცნობ და თან ძალიან მტკივნეულ სიტუაციას, სრულიად შემთხვევით შევესწარი და გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა დავკონკრეტდე ამ სიტუაციაზე, ვეცდები მაქსიმალურად აღვწერო ის ძველი იმედგაცრუება, რომელიც გამახსენა და ამომიტივტივა თავში + დამარწმუნა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ სწორია..

არც ისე შორეულ წარსულში, სადაც ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ორივეს თავისი მიზიდულობის კანონი გააჩნდა, ვერც ერთს ვერ ეყო ბოლომდე იმის ძალა, რომ ‘გადავებირე’.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა – ადრე, რომელიღაც პოსტში ვწერდი ”ეს, მთელი ბავშვობა და ერთად გატარებული წლები არ მემეტება დასაკარგად-მეთქი„ მაგრამ როცა ადამიანს ცდილობ რომ ყველაფერი გაუგო, აპატიო, ბევრი გაუტარო და ა.შ ბოლოს ძალიან ზარალდები, თვითონ ზარალდები, ორმაგად და მე პირდაპირ გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მეცადა და ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, უბრალოდ ის დარჩა ჩემს გვერდით და მე აღარ ვცდილობდი მასში დადებითის და უარყოფითის ძებნას..

ერთმანეთის ცხოვრებაში ვიყავით ყველაზე ნაცნობები – ყველაზე უცხოებივით.. ჯერ დროის ფაქტორი, მერე პატარა დინსტანციები, მერე უხერხული სიჩუმეები და ბოლოს ვეღარც სასაუბრო თემის პოვნა – აქ მივხვდი, რომ მე ის დავკარგე, ის ადამიანი დავკარგე ვის გამოც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.. უანგაროდ.. ვის გამოც იმ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა დავთმე, რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც ვუყვარდი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ, მართალია მან არ იცის, ვერც გაიგებს და ვერც მიხვდება მაგრამ მე ვცდილობდი ყველანაირად შემენარჩუნებინა ჩვენი ურთიერთობა.. უშედეგოდ..

მე მაინც მეორეხარისხოვანი ვიყავი მისთვის და ვიქნები კიდეც ალბათ თუმცა აღარ აქვს მნიშვნელობა რადგან მივედი იმ შაბლონად ქცეულ აზრამდე, რომ ‘დასაკარგი უნდა დაიკარგოს, წამსვლელი უნდა წავიდეს’ და ა.შ.. თუმცა მანამდე იყო უამრავი მიზეზი, რაც ზოგჯერ მახალისებდა, თითქოს იცვლებოდა, უმჯობესდებოდა, საბოლოოდ კი კოვზი ნაცარში ისე ხტებოდა გაბრაზებისგან თვალებში მიბნელდებოდა 😀 რა სისულელეა არადა, საკუთარ თავზე ვბრაზდები ეხლა, რატომ, ვის გამო ან რის გამო გავაკეთე ამდენი და ამ დროს მახსენდება ხოლმე ძალიან ადრე ნათქვამი მისი სიტყვები, რომ ჩემთან ყველაზე გულახდილია და რომ მე მენდობა ყველაზე ძალიან, მაშინ ეს სიტყვები მართლაც ისეთი გულწრფელი ჩანდა, რომ დღემდე მჯერა იმ პერიოდში მართლა მასე იყო მაგრამ მერე გავიზარდეთ, სხვადასხვა ცხოვრებისეული ინტერესები ჩამოგვიყალიბდა, გაფართოვდა სამეგობრო წრე, სამსახურის აცდენილი გრაფიკები, იშვიათი მოკითხვევი და საბოლოოდ აღარაფერი.. ზოგჯერ გული მწყდება მაგრამ ზოგჯერ ისე ვბრაზდები, მირჩევნია აღარ ვიფიქრო ამ რაღაც ცხოვრებისეულ დრამებზე და ჯანდაბას ისევ მე ვიყო დამნაშავე აქაც..

უბრალოდ, როცა მას ვხედავ, წინ ჩამირბენს ხოლმე მთელი ის მომენტები, როცა ვისხედით და სამომავლო გეგმების ასრულებაზე ვვოცნებობდით, ზოგს მივაღწიეთ, ზოგს ჯერ-ჯერობით ვერ მაგრამ აქ ყველაზე ცუდი მომენტი ის არის, რომ როცა ბედნიერები ვართ ცალცალკე გვავიწყდება ხოლმე ერთმანეთის არსებობა.. ხო, დასაკარგი ისედაც იკარგება ხოლმე, თვითონვე, თავისით, უნებლიედ და ძალდაუტანებლად მაგრამ მაინც მტკივნეულად..

ამ თემაზე სხვა პოსტს აღარ დავწერ, ორიც საკმარისია, უბრალოდ ამ რამოდენიმე დღის წინ, სუფრასთან კარგად მოლხენის შემდეგ, როცა დავიღალეთ სიცილით და ხალხიც შემოიფანტა, დაახლოებით მსგავს ისტორიას მოვუსმინე, ერთ-ერთი პიროვნება ზუსტად იქ იყო, იმ გაურკვევლობაში, რაც მე დიდი ხნის წინ გამოვიარე, ოდნავ უფრო კონკრეტული მომენტებით და გაცილებით მწვავე არგუმენტებით, თუმცა როცა ვეცადე გამემხნევებინა სიტყვები ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ ის რაც მე ჩავიდინე მსგავს სიტუაციაში გაუმართლებელია (ფიზიკის კანონებს რომ თავი დავანებოთ – უბრალოდ არასწორი არჩევანი გავაკეთე) და ვერც მაგით ვანუგეშებდი მაინცდამაინც, მე ერთი მეორეში გავცვალე, ანუ ერთი სამყარო მეორე სამყაროზე გავცვალე სადაც უპერსპექტივო ურთიერთობები შემრჩა ხელში.. ვერაფერი ვთქვი და მოვკეტე.. ძალიან გამიტყდა და შემრცხვა საკუთარი თავის (ჰო, ამ ბოლო დროს სინდისი საკუთარ თავთან უფრო ხშირად მაწუხებს ხოლმე, ვიდრე სხვებთან), რადგან მე უკვე ვიცი როგორ განსხვავდება ”მეგობრობა„ სიყვარულისგან.. ❤

P.S მაგრამ ეს არაფერია, გაივლის.. ყველაფერი წინ არის 🙂

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

პოსტის ნავიგაცია

4 thoughts on “რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

  1. კი, მასეა, რაც არ გკლავს, გაძლიერებს, მაგრამ ამავე დროს უჩუმრად გართმევს რაღაცას ისეთს, რაც არასდროს აღარ ბრუნდება. სამწუხაროდ სიძლიერე პირდაპირ კავშირშია დანაკარგებთან

    • მხოლოდ დანაკარგებთან არა, გამოცდილებასთანაც (კარგ შემთხვევაში) და როგორ მიხარია ხოლმე ბლოგზე შენი სტუმრობა ❤

  2. “ამ ბოლო დროს სინდისი საკუთარ თავთან უფრო ხშირად მაწუხებს ხოლმე, ვიდრე სხვებთან”, დედას გეფიცები სიტუაცია მეცნო, სიტყვებიც კი, რომელიც ბოლო პერიოდშია თავში მიტრიალებს. ძველი პოსტია და ჩავლილი ამბავიც, ალბათ. სამწუხაროა რომ დროის უკან დაბრუნება არ შეგვიძლია. მთავარია შემდეგ ისე ვიცხოვროთ რომ საკუთარი თავის წინაშე სინდისი აღარ გვქენჯნიდეს. ამას საკუთარი თავის გასაგონადაც ვამბობ. :))
    კახიმაუსიკო, ეს ორი დღეა, დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, ვორდპრესზე დავბოდიალობ და აქ შემოსულმა სახლში ვიგრძენი თავი. 🙂 წარმატებები მინდა გისურვო. ♥

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: