მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂

ვინც არ იცით აქვე დავწერ, თავისუფალ დროს ჩემს პატარა რომანს ვუთმობ ხოლმე და მგონი მშვენიერი წიგნი იწერება (თუმცა ამაზე ცალკე მოვყვები, ჯერ სახელიც კი არ მაქვს მოფიქრებული), რაღაც დეტალების გადამოწმებისას კი დამჭირდა უახლოეს წარსულში შემეჭყიტა, მივქექე-მოვქექე მასალები, ფაილები გადავახარისხე და შემთხვევით მე შენს სურათს გადავაწყდი ❤ ისე მოულოდნელად შეგეჩეხე, თითქოს ქუჩაში ვიდექით და სადაცაა ჩაგეხუტებოდი, არადა ვიცი ეს რომ მართლა მოხდეს – ძალიან ვინანებ 🙂 მაგრამ იმ წამს ისეთი ბედნიერი ვიყავი, დღეს მთელი დღე გამყვა ეს ემოცია, მიუხედავად გაციებისა და სიცხისა, მაინც მეგონა რომ ჩემზე ბედნიერი დღეს არავინ დაიარებოდა დედამიწაზე..

ვუყურებდი სურათს და უაზროდ ვცდილობდი გამომეცნო სად იყავი, ვინ გადაიღო სურათი, რატომ იყავი ასეთი დაღლილი და სერიოზული, ვუყურებდი სურათს და მიკვირდა არცერთი ემოცია რომ არ მოდიოდა მისგან, ბოლოს გამახსენდა, დავინტერესდი და სურათის მონაცემებში თარიღი შევამოწმე, მერე გასაგები გახდა ყველაფერი, თუმცა ის ბედნიერება, რომ მე შენი (ნამდვილი) სურათი მქონდა, ვერ გაანელა და ეხლა იმ აზრით ვწერ თითქოს შენი რაღაც ნაწილი ისევ მე მეკუთვნის და ამიერიდან სულ ჩემთან ერთად იქნები; არ გეგონოს რომ ეს რაღაც მანიაკალური გადახრაა, თუმცა რას გიხსნი, შენ იმაზე კარგად მიცნობ, ვიდრე მე საკუთარ თავს 🙂

წინა პოსტებში ვწერდი – მორჩა!! ბლოგზე აღარანაირი პირადი-მეთქი მაგრამ როგორ არ უნდა დავწერო შენზე, შეიძლება შენ არ კითხულობ მაგრამ მე როგორ არ უნდა დავწერო?! ❤ მთელი ის რომანიც ხომ შენ გეძღვნება, რომელსაც წლებია ვწერ და მგონია რომ უკვე ფინიშამდე ვარ გასული 🙂 ისე, იცი რა არის ყველაზე საინტერესო?? შენ რომ არა მე დიდი ხანია წერას თავს დავანებებდი, შენ რომ არა მართლა არ დავუკრავდი არცერთ ინსტრუმენტზე და არც მელოდიებს დავწერდი, შენ რომ არა გამიჭირდებოდა ეს მინიმალური თვითრეალიზება და აზრზე არ ვიქნებოდი საკუთარი თავის; ეს პათეტიკა იქით იყოს და შენ მართლა ბევრი რამე მასწავლე, ძალიან ბევრ რამეს მიმახვედრე და დამაჯერე, ამის აღიარება არასოდეს მომერიდება, რა დროც არ უნდა გავიდეს, და რა დროც არ უნდა გავიდეს მე ყოველთვის ვიქნები შენი მადლობელი ამისთვის და კიდევ ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსისთვის, რაც აქ არ მინდა რომ დავწერო, თუმცა შენ მიმიხვდები 🙂

არ მინდა ეს პოსტი ცინიზმად ჩამითვალო და გეგონოს არაფერს აღარ განვიცდი, უბრალოდ დღეს გამაბედნიერა შენმა დანახვამ (სურათზე) ❤ ალბათ მაინც ისევ ასდის კვამლი იმ ცეცხლს, რომელიც დიდი ხნის ჩამქარლი მეგონა..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პოსტის ნავიგაცია

2 thoughts on “მე შენი სურათი ვიპოვე

  1. კაეგია, რომ რომანად სცადე. მე ყველაფერს, საკუთარსაც და სხვებიოსასაც, ისტორიებად ვაქცევ და ისე ვწერ, პატარ-პატარა ამბებად. არადა, რომ დავფიქრდე და ყველაფერი ავკინძო ერთ ძაფზე, კია რომანი, მაგრამ მაინც ვერ ვრისკავ. მაგარია, თუ ერთი ისტორია ამდენი ხანი გამარაგებს შთაგონებით

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: