გილოცავ დაბადების დღეს

დიდი ფიქრი არ მჭირდება იმაზე დავწერო თუ არა ეს პოსტი, უფრო დიდი საფიქრალი ის არის – როგორ მოვახერხო, რომ სწორად დავწერო ყველაფერი და არ იყოს არაფერი ზედმეტი..

თუმცა, რა სისულელეა, ალბათ, ყველაფერს მაინც ვერ დავწერ სწორად და პირდაპირი მნიშვნელობით, ამიტომ ჯერ პირდაპირ მოგილოცავ დაბადების დღეს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ და შემდეგ მოგიყვები, რა, როგორ, როდის და რატომ. არ დავიწყებ თავის მართლებას, არც არის საჭირო, ეგეც რომ არა – ძალიან დაგვიანებულია, თუმცა მახსენდება შარშანწინდელი სექტემბერი და იმედი – არა, უფრო ის სევდანარევი სიხარული იღვიძებს იმ იდეით, რომ არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს.. რა სისულელეებს ვწერ 🙂

ხო.. გილოცავ დაბადების დღეს!! და ეს ყველაფერი დაზუთხულ სადღეგრძელოს რომ არ დავამსგავსო, ერთ პატარა ისტორიას გაგახსენებ 🙂 

ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ არსებობდა კოელიო, შარჟები და ცინიკური რეპლიკები (ან შეიძლება არსებობდა კიდეც და ჩვენ არ ვიცოდით), ერთ საღამოს, მობილურზე საუბრისას მომიყევი, როგორ გააჩუმა პირველ კურსელმა სტუდენტმა ღრმად განათლებული პროფესორი.. ისე ყვებოდი, რომ სმენად ვიქეცი. მიყვებოდი, რომ ადამიანი ყოველთვის იმას ხედავს რისი დანახვაც უნდა.. მიყვებოდი, რომ არ არსებობს ბოროტება სიკეთის გარეშე.. მიყვებოდი, რომ არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე.. ეხლაც მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი შენით, თითქოს შენ იყავი ის, ვინც უამრავ მოწინააღმდეგე აზრს აჯობა, დაუმტკიცა, დაარწმუნა და გააჩუმა, აიძულა ეღიარებინათ მარტივი ჭეშმარიტება.. გისმენდი და მაშინ მივხვდი, მართლა რამდენი რამე შეცვალე შენ ჩემს ცხოვრებაში, როგორ გემსგავსებოდი, ან ვცდილობდი, მინდოდა რომ დაგმსგავსებოდი, უფრო და უფრო კარგად გამეგო შენი, თითქმის გამომდიოდა კიდეც ეს.. რომ იცოდე, რამდენი მასწავლე შენდა უნებურად..

ზოგჯერ, როცა შენს პირისპირ ვიჯექი, სიჩუმეში, ჩვენი საყვარელი შამპანურით ხელში და ისევ გისმენდი, გიყურებდი, თითოეულ შენს მიმიკას ვიჭერდი, მაშინ ვფიქრობდი, ეხლაც ძალიან კარგად მახსოვს, როგორი სიმძაფრით ვფიქრობდი, ვოცნებობდ, თვალებს ვხუჭავდი და ვოცნებობდი – არასოდეს, არასოდეს არ მინდა დამავიწყდეს ეს მომენტები-მეთქი.. იმიტომ რომ ვხვდებოდი, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს თითქოს ‘გამოსაცდელი, გამოსასწორებელი ვადა’ მივეცით და ერთ-ერთმა ამას თავი ვერ გაართვა, თან იმაზე წარმატებულად, ვიდრე ოდესმე.. ვნატრობდი ძალიან მყარად და რეალურად დამმახსოვრებოდა ის მომენტები მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვიხსენებ, რომ ეს მაშინ ისე ძალიან მინდოდა, იმდენს ვფიქრობდი ამაზე, რომ დამავიწყდა ყურადღება იმ მომენტებზე გადამეტანა და არ ვყოფილიყავი ჩემს სურვილებზე კონცენტრირებული.. მაშინაც ისეთივე ეგოისტი ვიყავი, რომ ვერ ვამჩნევდი, როგორ გკარგავდი თანდათან.. ჩემს პირისპირ იჯექი, ერთმანეთს ვუყურებდით, არადა მართლა გვიყვარდა კიდეც ერთმანეთი – მაგრამ სწორედ იმ მომენტში გკარგავდი..

არ მინდა სევდიანი დაბადების დღის მილოცვა გამომივიდეს, თუმცა რა უნდა მიხაროდეს ბოლომდე იმასაც ვერ ვხვდები. იცი, უკვე აღარ ერიდებიან პირში მომახალონ, რომ უკვე დროა მოვიშორო ეს დეპრესიული წიკვინა გოგოს ‘ხოდები’ მაგრამ მაგათმა რა იციან?! ის არ იციან, რაც შენ იცი და რასაც ალბათ ახლაც გამიგებდი, გამიბრაზდებოდი ამაზე, მერე გამებუტებოდი და შემდეგ იმის მცდელობაში, რომ შემომერიგებინე, გადამავიწყდებოდა ჩემი ეს თითქოსდა ‘დეპრესიული წიკვინა გოგოს ხოდები’ 🙂

ხო.. სულ რამდენიმე დღის წინ, თითქოს ძალიან ახლოს მყავდი. ჩემგან რამდენიმე მეტრში ერთი ‘ლამაზფერთმიანი’ გოგონა იჯდა, ალბათ უნდა მივსულიყავი, დავლაპარაკებოდი, მომეკითხა, შემდეგ შენზეც მეკითხა, მეთქვა რომ მომენატრა მაგრამ ვერ გავბედე. მანაც თავი ისე კარგად ამარიდა, აზრი აღარ ქონდა აღარაფერს. არ ვიცი რატომ არის ეს ‘ლამაზფერთმიანი’ გოგონა ჩემზე გაბრაზებული მაგრამ ალბათ ისიც თავის მხრივ სწორად მოიქცა.. არ ვამტყუნებ 🙂 გადაეცი რომ ძალიან უხდება ❤

ხო.. არ ვიცი მიიღებ თუ არა ამ მოლოცვას, მთელი გულით რომ ვწერ და მაინც არ გამომდის. ვერ ვტევ ყველაფერს ამ ერთ ნაწერში, თუმცა შენ კარგად იცი, კარგად მიცნობ, კარგად ხვდები რისი თქმაც მინდა – ეს ის სექტემბერი არ არის, თუმცა მე შენ მაინც ისევ ძალიან მიყვარხარ!!..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “გილოცავ დაბადების დღეს

  1. ვახ…. ახლა ყველაფერი გასაგებია ! ❤ 🙂

  2. მაგას მერე პირადში გეტყვი :დ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: