ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას.

სამსახურიდან წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ის იყო, რომ რაღაც შეიცვლებოდა, დავისვენებდი, სახლში მყუდროდ და თბილად გადავაგორებდი ზამთარს, სექტემბერიდან მოყოლებული რომ მთელს ორგანიზმში მაქვს გამჯდარი ეს სადომაზოხისტური არსება და მთელი ძალით და ღონით ყვირის, ღამით უფრო, როცა მარტო ვარ და ყურადღების გადატანა უფრო მიჭირს, ვიდრე დღისით, ქუჩაში, გარეთ.

tumblr_nsev0iaau51urq6pro1_500ccალბათ ეს არის სიგიჟე – პირდაპირი მნიშვნელობით, როცა არ იცი შიგნიდან რა არსებები გიყვებიან იმას, რისი გაგონებაც არ გინდა, გახსენებენ იმას, რაც რეალურად არც კი გახსოვს მაგრამ ზუსტად იცი, რომ მომხდარა; გახსენებენ ხმებს, სიტუაციებს, მომენტებს, სიტყვებს, რომლებიც თქმულა მაგრამ მაშინ ყურადღება არ მიგიქცევია. არ ვიცი ჩემს ტვინში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ თურმე მეხსიერების მრავალსაცავიანი სისტემა სამი კომპონენტისაგან შედგება: სენსორული მეხსიერება, ხანმოკლე მეხსიერება და ხანგრძლივი მეხსიერება (ხო, ვიკიპედიის კითხვა დავიწყე) და ამ მესამე სისტემაში წერია, რომ იგი გარკვეულად ქმნის ახალ შთაბეჭდილებას, რაც შეიძლება შეცდომის ან ილუზიის წყარო გახდეს ანუ..

ფსიქოლოგის დროა, არ მინდა ეს რაღაც აუხსნელი ისევ იჯდეს სადღაც შიგნით, ღრმად, ალბათ ქვეცნობიერის რომელიღაც სართულზე და კატაობდეს იმ ნერვებზე, რომელიც სადაცაა ამაფეთქებს,  დამშლის, ნაკუწებად დამყოფს და ბოლოს ამაორთქლებს. ხვალიდან კი (რაც შემიძლია თვითონ გავაკეთო ის არის, რომ) აღარანაირი ალკოჰოლი, აღანაირი ნარკოტიკი და აღარანაირი ამ ყველაფრის იმით გამართლება, რომ უკვე დიდი ვარ და საკუთარ ცხოვრებაზე მე შემიძლია ვაგო პასუხი. რაც დრო გადის მით უფრო მეტი მიზეზი ჩნდება იმის, რომ ეს ყველაფერი დავტოვო უკან, ისე რომ თითქოს არც მომხდარა, უბრალოდ წავიდე სხვაგან, მხოლოდ სამსახურიდან წამოსვლა არ არის საკმარისი, თუნდაც ქვეყნიდან. თუმცა ჯერ ის რაღაც უნდა მოვიშორო, რაც მახსენებს.. და რომ მოვიშორო ჯერ უნდა ვიპოვო ეს რომელი, როგორი და ვისი სუბიექტია.. არა, ჩემი ვერ იქნება, მე არ ვარ ასეთი ბოროტი, გესლიანი, ცინიკური და მაზოხისტი, ანდაც რა ვიცი, იქნებ ვარ კიდეც..

ალბათ ცოტა უცნაური პოსტი გამოვიდა, სხვა აქამდე დაწერილ პოსტებთან შედარებით მაგრამ სხვანაირი არც შეიძლებოდა. ხო, რომანს რაც შეეხება – პირველი ნაწილი დასრულებულია, ვითარებიდან გამომდინარე მეორეზე დავიწყე მუშაობა, თუმცა დროებით დაპაუზებულია, გარკვეული მიზეზების გამო.

P.S აქ, ბლოგზე წერა აშკარად მშველის, ყოველთვის.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: