ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე.

ყველაფრისდა მიუხედავად, მეც მიკვირს, რატომ არასდროს არ გამჩენია სურვილი მივსულიყავი პედაგოგთან და პროფესიონალურად მესწავლა პიანინოზე, ან გიტარაზე, ან სხვა რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მაგრამ ეს ხელს მაინც არ მიშლის მოყვარულის დონეზე ავაწყო ან დავწერო მუსიკა, რომელიც რაღაც დროის შემდეგ ყურს ისე ხვდება, თითქოს მოპარულია, სხვისია, მე არაფერ შუაში არ ვარ.. ქვეცნობიერის დონეზე ალბათ ასეც არის, თავს ვერ დავდებ, რომ ჩემს მუსიკებში არ არის პლაგიატი მაგრამ ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია, ყველას გვყავს ჩვენ ჩვენი ჰობის თუ ინტერესის მისაბაძი ადამიანი ან ჟანრი და ა.შ..

თავიდან, როცა ელექტრო პიანინო მიყიდეს გამეცინა, არ ვიყავი დარწმუნებული რომ გამომივიდოდა რამე, ვიფიქრე ოთახში ინტერიერს გაალამაზებს (ლურჯი ფერი მოუხდა ოთახს) და მეტი არაფერი მეთქი მაგრამ ბავშვობაში ნასწავლი ერთი ძველი მუსიკა გამახსენდა და მას მერე დაიწყო, რომ ვეღარ ვჩერდები. ვიცი რომ მაინცდამაინც დიდი მუსიკოსი ვერ გამოვა ჩემგან და არც ამბიცია მაქვს ამის მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა გონებაში აღიღინებულ, საკუთარ მუსიკას უსმენ და შეგიძლია ეს სხვებსაც მოასმენინო, ის, რასაც ზოგჯერ ვერ ამბობ სიტყვებით, ძალიან მხატვრულად კი გამომდის მაგრამ ერთი-ერთში ასეა.

swag-dsc_4234-fav_zps489e832fდღემდე ოთხმოცამდე მუსიკა ამეკვიატა ტვინში, აქედან დაახლოებით ნახევარზე ცოტა ნაკლები იქნება ისეთი, რომ ვინმეს მოასმენინო “გასაკრიტიკებლად”, თუმცა ამაში ყველაზე საინტერესო მგონი ის არის, რომ ყველა ჩემს “აკვიატებულ” მუსიკას თავისი საკუთარი ისტორია, მონოლოგი ან დიალოგი, ფერები ან სუნი აქვს.. ხო, გაგეცინებათ და ჩემთვის ისინი პიროვნებები არიან, რომლებიც იბადებიან, იზრდებიან, ნვითარდებიან, კულმინაციამდე მიდიან და.. კვდებიან.. ალბათ ამის გაანალიზების შემდეგ ხდება, რომ მხიარულ მუსიკას უბრალოდ ვერ ვაწყობ, თავს რომ ძალა დავატანო და რომელიმე ცნობილი საახალწლო, მხიარული მუსიკის აწყობა ვცადო, აუცილებლად მაინც სევდიანი გამოვა.. ამიტომ არის რომ მეუბნებიან – “ძალიან კარგია მაგრამ ისეთი მელანქოლიური, მხოლოდ დეპრესიული ადამიანი თუ მოუსმენს-ო”, “ძალიან სასიამოვნო მოსასმენია მაგრამ განწყობა მიფუჭდება-ო” და ა.შ.. ეს მართალია, როცა ცუდ ხასიათზე მხოლოდ მაშინ მინდა დაკვრა, მხოლოდ მაშინ გამომდის ახლის წერა კარგად და რა თქმა უნდა, შემდეგ ხასიათიც კარგად ჩანს მუსიკაში, რა არის აქ გასაკვირი..

თუმცა ზოგი ჭირი მაინც შეიძლებლა იყოს მარგებელი და ის ამოუცნობი ობიექტებიც ვიპოვე, წინა პოსტში რომ ვწერდი, რომლებიც არ მასვენებდნენ და ცხოვრებას მიმახინჯებდნენ.. ვიპოვე და ვეცადე მუსიკაში გადმომეტანა მაგრამ არ გამომივიდა, იმაზე მძიმეა, იმაზე არაპროგნოზირებადი და იმაზე ბნელი, ვიდრე რომელიმე დასაკრავი ინსტრუმენტის ყველაზე შემზარავი ნოტი და ჟღერადობა შეიძლება იყოს.. მოკლედ, არ გამომივიდა მაგრამ მაინც ვცადე, იმავე პოსტის ქვეშ დავლინკე და მგონი ცოტათი მომეშვა, გამოვფხიზლდი, თუმცა მხოლოდ რამდენიმე დღით.. შემდეგ ისევ.. ეს სხვა ისტორიაა..

P.S. ისე, რამოდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე, რომ ყველა დიდი კლასიკოსი, რომლებმაც მუსიკალურ სამყაროში გადატრიალება მოახდინეს და მთელი ეპოქა შექმნეს, ყველანი მამაკაცები არიან.. (არ დავიწყებ ჩამოთვლას მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე, არც ისე ცნობილი კომპოზიტორი ქალი ვიპოვე ინტერნეტში..) ეს ისე..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: