ორი ათას თექვსმეტი

ესეც ასე, ჩემი ოცდამეოთხე ახალი წელი მოდის, ორი ათას ჩვიდმეტი წელი, მამლის წელი, ჩემი წელი და მეორე წელი უშენოდ 🙂 რაც არ უნდა ვცადო ისევ ისეთი მხიარული პოსტი არ გამომივა, როგორებსაც ადრე ვწერდი ხოლმე, ბუნებრივია, რადგან აღარც ისეთი ხალისიანი ვარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც შევეცდები ისევ ისეთი პირდაპირი და გულწრფელი ვიყო, როგორც ადრე 🙂

სანამ იმის მოყოლას დავიწყებდე, რა იყო ახალი ამ წელს, რა მომიტანა, რა წამართვა, რა მასწავლა და ა.შ ბლა ბლა ბლა შემაჯამებელი ბანალური ფრაზებით, გეტყვი, რომ ძალიან მომენატრე, უფრო და უფრო ძალიან მენატრები, იმაზე ძალიან ვიდრე წარმოგიდგენია და გგონია.. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, სამწუხაროდ.. ხო.. გავაგრძელოთ..

წელს ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა და იმაზე მეტი გაქრა ვიდრე იყო.. ვის ადარდებს, მეც შევიცვალე (თუმცა ამას უფრო გაზრდას დავარქმევდი), გავიზარდე.. მომემატა გამოცდილება, პატარ-პატარა თავგადასავლები, ისტორიები, ცოტა პრობლემებიც, ასაკიც და იდეები, ოცნებები, რომლებიც ვერ ავისრულე ამ წელს, კარგად გადასახედია – ღირს კი რომ ავისრულო მომავალ წელს(?!).. იყო იმედგაცრუებაც, წარმატებაც, მოულოდნელობაც, გართობაც, დეპრესიებიც, მოკლედ, როგორც ცხოვრებაში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.. 🙂

წლის დასაწყისშივე, მეორე თვეში, როცა მივხვდი, რომ ჩემი მდგომარეობის გამოსწორება სამსახურის პოვნა იქნებოდა და რამეზე ყურადღების გადატანა, გამიმართლა და მარტივად ვიპოვე, ან მიპოვეს, რა მნიშვნელობა აქვს 🙂 სამსახური მაინც სამსახურია და ნახევარ წელიწადში, ძალიან რომ გადავიწვი ვეღარ გავუძელი, წამოვედი..

იყო უამრავი რომანი, უამრავი ფლირტი, ჯერ კიდევ ახალ, უფრო სწორედ პირველ სამსახურში მისვლისთანავე, თავისუფალი და ვნებიანი მაგრამ არც ისე დიდ ხნიანი, მალევე დასრულდა, ალბათ იმის გამო, რომ ეს უფრო ექსპერიმენტი იყო, რომელმაც, როგორც ველოდი, არ გაამართლა.. შემდეგ იყო შვებულება აგვისტოს თვეში და დასვენება ბათუმში, სადაც იდეაში მარტო მინდოდა დასვენება მაგრამ ბოლო წამს გადავიფიქრე და არც მინანია, ძალიან კარგი დასვენება გამოვიდა.. ბათუმი ხომ ისეთი ქალაქია, საიდანაც ვერ წამოხვალ ისე, რომ ერთი რომანი არ გამოაყოლო ხელს, თან როგორ მჭირდებოდა ეს გულის გადაყოლება მაშინ 🙂 თუმცა მიუხედავად მცდელობებისა (შვებულების და საკუთარი დაბადების დღის მთლიანად მისთვის მიძღვნა, იმაზე მეტი სითბოსი, ყურადღების, ვიდრე ზოგადად ეს მე შემიძლია) და ურთიერთობის გამყარების/გაღრმავების სურვილისა – არც აქ გამოვიდა რამე.. მერე იყო კიდევ რაღაც პატარ-პატარა ფლირტები, დრამები, ისტორიები მაგრამ აქ მოყოლისგან თავს შევიკავებ.. მოკლედ, ამ მხრივ ეს წელიწადი უიღბლო აღმოჩნდა 🙂 საბოლოოდ იმ ტიპის ადამიანს დავემსგავსე არავის რომ აღარ ენდობა, უნდა რომ ენდობოდეს ვინმეს, შეიძლება ჯერა კიდეც ვინმესი მაგრამ ნდობით – აღარ..

წელს ოჯახში კიდევ ორი მატება გვქონდა, დეიდაშვილის ცოლი და შვილი ❤ რამაც სანათესაო ახლა უკვე ჩემზე დარაზმა და მთელი ყურადღება ჩემზე გადმოიტანეს 🙂 ესეც რომ არა, არც ისე მაკლდა საყვედურები “შვილიშვილი როდის უნდა ჩაგვიგორო კალთაში-ს” მსგავსები და დიდი ვერაფერი განსხვავება.. უბრალოდ, ამ თემაზე წერაც კი არ მიყვარს, როცა იქნება ხომ იქნება, რა საჭიროა ძალდატანება და იმაზე ფიქრი, რაც თავისთავად უნდა მოხდეს, წინასწარი გათვლების და დაგეგმვის გარეშე!!..

ხოო.. წელს რამოდენიმე შემოთავაზება იყო იმ სფეროდან, საიდანაც კარგა ხნის წინ წამოვედი.. იმდენად სარფიანი შემოთავაზება იყო, რომ დავფიქრდი კიდეც, იქნებ ღირს მეთქი მაგრამ გარკვეულ პრინციპებზე გადაბიჯება მიწევდა და არ გავრისკე, არ მიღირდა.. მე მაინც ვერასოდეს და არასოდეს ვიქნები მოდელი, ამას მივხვდი და ასე გადავწყვიტე..

ხოო.. ახალი კიდევ ის არის, რომ წელს დავამთავრე ჩემი პირველი რომანის წერა, რომელსაც დაახლოებით 3 წელი ვწერდი, არა იმიტომ, რომ რთული იყო, უბრალოდ რეალობას რომ არ მოვწყვეტოდი და რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ობიქეტურად აღმექვა და შემეფასებინა ხოლმე დაწერილი, მგონი გამომივიდა, თუმცა ჯერ არავის ვაკითხებ, რა თქმა უნდა არც გამოვცემ, თუმცა მეორე ნაწილის წერა კი დავიწყე უკვე 🙂 მუსიკას რაც შეეხება, ჩავარდნები მქონდა.. იყო დრო, უფრო ზაფხული-შემოდგომა, როცა არაფრით შემეძლო პიანინოსთან გაკარება და მუსიკის წერა ან დაკვრა, გიტარაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, თუმცა საბედნიეროდ პრობლემა მოგვარდა, რამდენიმე ადამიანის დამსახურებით.. ხო, მნიშვნელოვნად გაიზარდა წელს სანაცნობო და სამეგობრო წრე..

darklingრაც მართალია, მართალია, სექტემბრიდან მოყოლებული სმას გადავყევი, კაცი იფიქრებდა დეპრესიაშიაო მაგრამ პირიქით, ეს ზედმეტად მეტის მცდელობა იყო დეპრესიაში რომ არ ჩავვარდნილიყავი, ამ თვის მემორების გამო და ამის გამო ზოგიერთ ბარში “ჯინტონიკასაც” მეძახიან მაგრამ აღარ “მიტყდება”, მე ხომ ვიცი რომ არ ვარ ლოთი, მერე რა თუ სიმთვრალეში ქუჩაში ან რომელიმე სკვერში, ღამით, ფეხით, ბარბაცით და არყის ბოთლით ხელში სეირნობა შემიყვარდა 🙂 მაგრამ ეს ხომ ათასში ერთხელ ხდება და მომენტალური სისუსტეა, მეტი არაფერი.. თან ეს უფრო კლუბური ღამეების და ამას დამატებული მსუბუქი ნარკოტიკების გამოძახილია ხოლმე :დ მხატვრულად მინდოდა თავის მართლება და არ გამომივიდა 😀 მაგრამ ეგ ის მომენტია, როცა არ მჭირდება ხოლმე თამაში და საერთოდ, ზოგადად, აღარ ვთამაშობ, არავისთან აღარ ვთამაშობდი ამ წელს, ის ვიყავი ყოველთვის, რაც ვარ და ალბათ ამიტომ ვერ გამიგო ვერავინ.. გული არ მწყდება, უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ მე დავწყვიტე ისევ რამდენიმე ადამიანს გული და რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიჩნდება იმის განცდა, რომ მე დავიმსახურე მარტოობა, თანდათან ვრწმუნდები ამაში.. 🙂

ხოო, სამაგიეროდ ნოემბერი-დეკემბერი აღმოჩნდა შედარებით სტაბილური და მშვიდი მაგრამ ამ ორ თვეში მაინც იყო რამოდენიმე ისეთი პატარა ისტორია და პატარ-პატარა სიგიჟეები, რომელიც, რომც მოვყვე მაინც არ დამიჯერებთ და მოგონილი გეგონებათ, ასე რომ ჩემთვის შევინახავ.. უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ცნობილი აზრი, რომ თბილისი პატარა ქალაქია – მართალია!! და საერთოდ, პატარაა ეს საქართველო და მსოფლიო, იმისათვის, რაც შეიძლება რომ მოხდეს და გადახდეს ადამიანს ცხოვრებაში ყოველ დღე.. საინტერესოა, როგორი იქნება ის მომენტი, როცა ამ პოსტს მომავალ წელს და იმის მომავალ წლებშიც გადავიკითხავ, ალბათ გამეცინება საკუთარ თავზე 🙂

ამ წელს შედარებით გულწრფელი და პირდაპირი ვიყავი ყველასთან, ზოგს გული ვატკინე, ზოგი გავახარე, ზოგისთვის ალბათ ისეთივე დავრჩი, როგორიც ვიყავი და ზოგისთვისაც შევიცვალე, ეს ცოხვრების კანონზომიერებაა, რას ვიზამთ.. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება, ბოლოსდაბოლოს მამლის, ჩემი წელი მოდის და თუ სადმე, რამე, ვარსკვლავი არსებობს, რომელზეც დავიბადე, იღბლიანი, წარმატებული და მოწყალე უნდა იყოს ჩემთვის, თორემ ორი ათას თხუთმეტი/თექვსმეტი წლებივით თუ ამირია და დამირია ცხოვრება, მაშინ აღარც ორი ათას თვრამეტი/ცხრამეტი წლების იმედი მექნება 😀 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ❤

P.S. ხშირად ვფიქრობ შენზე და მესიზმრები ხოლმე, ვცდილობ რომ არ დამავიწყდეს შენი სახე, სუნი, გემო და ის შეგრძნება, რომელიც დღემდე გამომყვა, რომ ჩემი კლასიკური სიგიჟე ხარ.. შენთან ერთად მინდა ვხვდებოდე ამ ახალ წელს, ისევ ფანჯრიდან ფოიერვერკს გავყურებდეთ ჩახუტებულები, ბედნიერები, შამპანიურით ხელში და ყოველ ამოსუნთქვაზე გეუბნებოდე – ისევ მიყვარხარ!! ❤

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , | 3 Comments

პოსტის ნავიგაცია

3 thoughts on “ორი ათას თექვსმეტი

  1. რომანი როდის უნდა წამაკითხო?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: