∞-ის დასასრულის დასაწყისი

ყველას ცხოვრებაში დგება გარდამტეხი პერიოდები, როცა თავად ცხოვრება, შენი ნებით თუ უნებლიედ იცვლება, კალაპოტს იცვლის, სხვა გეზით, მიმართულებით, პრინციპით და მორალით მიედინება და შენ ამ დროს დგები და უბრალოდ დინებას მიყვები. ამ დროს ყველა, შენი ნაცნობი თუ უცნობი წარმატებას და კეთილ სურვილებს გისურვებს მაგრამ რეალურად არავინ იცის რა მოხდება მომავალში. არავინ იცის და სხვები ამას დიდად არც განიცდიან რა იქნება, რა მოხდება, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, ყველას ხომ თავისი მომავალი აქვს და შენც შენი არჩევანით აწყობ პრიორიტეტებს, ისახავ მიზანს და ალბათ (იშვიათად მაგრამ მაინც) მოიხედები უკან, იმის გადასამოწმებლად, სადმე რამე შეცდომა ხომ არ დაუშვი. სწორედ ამ გარდამტეხ პერიოდებში ხდება, როცა სუფთა ფურცლიდან გინდა ყველაფრის დაწყება და ცდილობ იმ ახალ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი ახალი, სუფთა და თავისუფალია, არ გადაიყოლო ძველი, ბინძური, დახეული, დაჭმუჭნული და გახუნებული შეცდომები, რომელსაც მუდმივად, ყოველ მეორე ნაბიჯზე იმაორებდი და იმეორებდი.

თუმცა ცვლილებები იმედის გარეშე არაფერია, იმედია ყველაფრის საწყისიც და დასასრულიც. ეს იმედია ამ უსასრულობის დასასრულის დასაწყისი, რომ რაღაცშეიცვლება და ეს უკეთესობისაკენ წინ d5bcf6b5506cf18ad8f30b834e59f737გადადგმული ნაბიჯი იქნება. იმედი რომ არა, რომელიც ბოლოს კვდება, არასოდეს არაფერს მოიმოქმედებდა ადამიანი, თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე.

მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ ამ გარდამტეხ პერიოდს, არავის შეუძლია დანამდვილებით თქვას, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ახალი ცხოვრება ყველაფერი კარგის აპრიორია. არავის შეუძლია გადაჭრით ილაპარაკოს იმა(თ)ზე ვისაც/რასაც არ იცნობს. მხოლოდ ამიტომ არის, რომ მხოლოდ იმედია ამ შემთხვევაში ერთადერთი გამართლება და თვითდაჯერება. ამიტომ არის, რომ ვერ შეიძლება ბოლომდე რეალურად აღიქვა მომავალი, ცხოვრების ამ გარდამტეხ პერიოდებში.

როცა გავა დრო, გადალახავ ყველა ბარიერს, შეცვლი ცხოვრების სტილს, შეიძლება გემოვნებაც შეგეცვალოს, წარმოდგენები სხვადასხვა თემებზე, მორალის დონემ დაიწიოს ან უმაღლეს პიკს მიაღწიოს, სხვა გარემოში ამოყო თავი, სხვა კონტინენტზე, დედამიწის სულ სხვა სარტყელში, სხვა ცხოვრებაში – მაშინ უკეთ ახარისხებ და აანალიზებ შედეგებს, ღირდა ცხოვრების დინებას გაყოლა თუ არა. ალბათ აქედან ვარაუდები ძნელია მაგრამ რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს მომავალი, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, (არასოდეს თქვათ “მდინარეს მხოლოდ მკვდარი თევზე მიყვებიანო” – სისულელეა!!) სრულიად უმოქმედობას, ერთ წერტილში დგომას მაინც ჯობია დინებას მიყვე და “ლოკაცია შეიცვალო”, როცა ვერც წინ წასვლის პერსპექტივას ვერ ხედავ იქ სადაც ხარ. სხვა თუ არაფერი, გამოცდილებას შეიძენ, ახალ სახეებს, ახალ აზრებს, ახალ იდეებს გაეცნობი და მსოფლმხედველობის თვალსაწიერი მნიშვნელოვნად თუ არა, უმნიშვნელოდ მაინც გაფართოვდება..solo-travel-myth-bust_1

.. და რატომ მოვყევი ამდენი – იდეაში ყოველთვის მქონდა სადმე წასვლა, დასვენება, ყველაფრის აწონ-დაწონვა, გაანალიზება და მერე განახლებული, გააზრებული და დაგეგმილი მომავლით ცხოვრების გაგრძელება მაგრამ მოულოდნელად ისე შეიცვალა ყველაფერი, რომ როცა აზრზე მოვედი უკვე გზაში ვიყავი, ზურგზე აკიდებული მხოლოდ ერთი, მჩატე, ლურჯი ჩანთით, რომელსაც თეთრად, დიდი ასოებით – “Let’s Go To New York” აწერია, ნიუ იორკში ჯერ ვერ/არ მივდივარ მაგრამ სხვა, ყოველ შემთხვევაში, “ახალ ქვეყანაში, ახალ ქალაქში, უცხო ადამიანებში”, იქ, სადაც არავინ იცის ვინ ხარ და უმეტესობას არც აინტერესებს, უნდა ამოვყო თავი. სადაც, შედარებით, მშიდად, უსაფრთხოდ, გაანალიზებულად აწყობ გეგმებს, აკურატულად დაწყობილ იდეებს ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვები და ბოლოს მიდიხარ იმ მიზნამდე, რომელსაც ისახავ. ამას კი გამოთვლებით, რომ არ დავკონკრეტდე, რამოდენიმე წელი დასჭირდება, რომ მივხვდე, რომ გადავწყვიტო, რომ თამამად Kakhi's world - city smileვთქვა – მორჩა, ეს ის იყო, რაც მინდოდა..

.. ყოველთვის მცირედით ვკმაყოფილდებოდი, ძალიან მარტივი და სულ მცირედი იყო საჭირო, რომ თავი ბედნიერად მეგრძნო მაგრამ “ცხოვრების გარდამტეხი პერიოდი” რის გარდამტეხი პერიოდია თუ თავისთავად არ გადახარისხდა ბედნიერების, ემოციების, გრძნობების და დამოკიდებულებების საზომი შკალა, რომელსაც ორი უკიდურესობა აქვს ან ძალიან ეცემა დაბლა, ან უმაღლეს მწვერვალამდე აღწევს. და ამ დროს, როცა ავტობუსში ვზივარ და დაუსრულებლად გრძელ გზებს მივყვები, ღამით, სრულიად უცხო ხალხთან ერთად, უნებურად მეფიქრება იმ მომენტზე, როცა ორჰან ფამუქის “ახალ ცხოვრებას” ვითხულობდი და მაინტერესებდა რას გრძნობდა, როცა ფიქრობდა წიგნის მთავარი გმირი, რომ უსასრულობა მხოლოდ ამ დაუსრულებელ გზებში ჩაკარგვაა. ბოლო ხომ (ყველაფერთან ერთად) ოსედმე ამ გზებსაც ექნება, სამუდამო ხომ მაინც არაფერია ამ დედამიწაზე.

.. გზა ძალიან გრძელია, ეს კი ამ გზაზე გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯი და საკუთარ თავში ჩამოყალიბებული ∞-ის დასასრულის დასაწყისია.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: