დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

დრო.. ეს ის ერთადერთი კანონზომიერებაა, რომელიც არასოდეს დაირღვევა. ყველაფერი მატერიალური და ვერბალური, სულიერი და უსულო, დიდი და პატარა, აბსოლიტურად ყველაფერი მას ემორჩილება. თითქმის 24 წლის ვარ და დღემდე მიკვირს, როგორ შეიძლება მხოლოდ ერთ გადამწყვეტ წამში ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, გადატრიალდეს, შეიცვალოს, პროგრესირდეს ან დეგრარდიდდეს, დაეცეს ან აღზევდეს, გაგრძელდეს ან მოკვდეს. სადღაც წავიკითხე რომ დროის კონტროლიც კი შესაძლებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, წარმოსახვით და არა რეალურად. მაგალითად, თუ დავივიწყებთ წარსულს, არ ვიფიქრებთ მომავალზე და ვიცხოვრებთ მხოლოდ აწმყოთი, დრო ძალიან ხანგრძლივი alone-black-and-white-boy-inspiration-Favim.com-4815207მოგვეჩვენება. თუმცა ეს არაფერს ცვლის, იგივეა რომ ერთ უზარმაზარ ბორბალში ვირბინოთ, როგორც ზაზუნებმა, ცხოვრების ბოლომდე, დაუსრულებლად. აი, ამას ვგულისხმობდი პირველ აბზაცში.

.. და ყველაფერი კიდევ უფრო მარტივი და გასაგები რომ გავხადო, თუ რატომ ვწერ აქ, თითქმის ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, ამდენ სისულელეს, გეტყვით რომ ამ ე.წ “მარტოსულმა” და დამოუკიდებელმა ცხოვრებამ მასწავლა როგორ უნდა გადავახარისხო ნამდვილი და წარმოსახვითი, ანუ, როგორ გავარჩიო რეალური არარეალუსიგან. ალბათ ზოგჯერ ყველას გვიყვარს ჩენივე გამოგონილ ილუზიებში (სულ ცოტა ხნით მაინც) კომფორტის მოწყობა, საკუთარი თავის დაჯერება, ყველაფერზე თვალის დახუჭვა და იმ თუნდაც ერთი ღამით ყველაფრის დავიწყება, რაც ხელს გვიშლის ვიყოთ ბედნიერები. ვივიწყებთ პრინციპებს და ვცდილობთ სიამოვნებისგან გამოწვეული თვითდაჯერებულობა არ შევიმჩნიოთ.

სამაგიეროდ გათენდება თუ არა, მშვიდად ვაცილებთ ამ კომფორტს, მშვიდად ვუბრუნდებით არეულ ლოგინს, მშვიდად ვაანალიზებთ, მშვიდად ვახდენთ ფაქტების კონსტანტაციას და ბოლოს არც ისე მშვიდად ვიძინებთ.. აქ მთავარია რომ ჯერ ისევ კარგად აკონტროლებდე ზღვარს, თუ სად უნდა გაჩერდე და შეწყვიტო ილუზიები. თუ არადა, არც ეგ არის პრობლემა, თვითონ ჩაგჩურჩულებს ყურში ერთ მარტივ მაგრამ შიშის მომგვრელ შენიშვნას – ფრთხილად.. ეს საკონტროლო გასროლას გავს, როცა წამის მეასედში ფხიზლები, გონს ეგები და უბრუნდები რეალობას ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

.. და მაინც, დრო – ძალიან პირობითი ცნებაა, როგორც სიყვარული, როგორც ერთგულება და როგორც ყველაფერი შესაძლებელია რომ იყოს რეალური და ამავე დროს არარეალურიც. სწორედ ამიტომ გვჭირდება ადამიანებს ერთმანეთთან უამრავი მტკიცება და დასაბუთება, რომ ჩვენი დამოკიდებულება, რაიმესადმი, გულწრფელია და არა წარმოსახვითი. მე უკვე დიდი ხანია შევეშვი იმაზე ფიქრს, თუ რა არის დროებითი და რა მარადიული.

მიუხედავად მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე გაგონილი უამრავი მყარი მაგალითის და მოსაზრებებისა, მაინც ვთვლი, რომ უსასრულო ამ ქვეყნად არაფერია. საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად რეალური და რა ჩვენი გამოგონილი რეალობა, რომელიც ზოგჯერ ჩვენვე გვერევა ერთმანეთში. ეს უბრალოდ სიტყვების თამაშს boy-depression-dope-smoking-Favim.com-2613035უფრო გავს მაგრამ საბედნიეროდ არსებობენ ადამიანები, ვისაც ესმით, შეუძლიათ გაიგონ ორაზროვანი, სამაზროვანი და გინდ ოთხაზროვანი წინადადებების ქვეშ – საკუთარი ინდივიდუალური მორალის უკან ამოფარებული, უწყინარი სურვილების გამართლება, მშვიდი ილუზიების წარმოსახვის და განხორციელების აუცილებლობა.

დრო.. ამ სიტყვის გაგონებისას, უმეტესობას, ან სინანულის შეგრძნება ეუფლება, ან მოუთმენლობის, ან უბრალოდ ჩნდება იმედი, რომ ყველაფერი წინ არის.. და მე ისევ ვუბრუნდები დროის იმ ეტაპს, სადაც აღარც დროის ბრუნვას აქვს აზრი, თუ თვითონ აზრის რეალურობა არ მეცოდინება, რამდენად გამართლებული და ნამდვილია.

ზოგჯერ მართლა მთელი გულით მინდა, რომ ზერელედ ვუყურებდე ამ ცხოვრებას, არ მაინტერესებდეს ეს წვრილმანები, რომელზე ფიქრშიც ვიჭედები და ვიკარგები ხოლმე, არ მეფიქრებოდეს ისეთ დეტალებზე, რომელზეც სხვას ვერაფრით მოვუყვები და ვესაუბრები. შეიძლება ერთი დიდი სისულელეა ყველაფერი, რაც აქამდე მიფიქრია, რომელ დასკვმადეც აქამდე მივსულვარ მაგრამ ამ ყველაფრის საბაბს მხოლოდ ის მაძლევს, რომ ვხვდები – ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს და რომ საკითხავი მხოლოდ ის არის, თუ რა არის ჩვენს ცხოვრებაში ნამდვილად რეალური და რა ჩვენი გამოგონილი რეალობა.

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 6 Comments

პოსტის ნავიგაცია

6 thoughts on “დრო და მიზეზი

  1. ვაიმე კახიიიიი ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: