შორიდან დანახული რეალობა

                              ზოგჯერ ძალიან მინდა რომ არსებობდეს რამე თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ჩემს ფიქრებს ჩაინიშნავს და ავტომატურად დაწერს აქ (დრაფტებში), რადგან როცა ფიქრობ ერთია და როცა ამ ნაფიქრს წერ – მეორე.. ზოგჯერ მინდა რომ ამ ცხოვრებას სადმე რესტრატი ვუპოვო, გადავტვირთო და შემდეგ უპრობლემოდ დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩაპროგრამებული ახალი ანტივურესებით და გასუფთავებული D დისკით 🙂 აქამდე დრაფტში ერთი დასრულებული პოსტი მეწერა ახალ ცხოვრებაზე, რომელიც მეგონა რომ უკვე დავიწყე.. იმ ახალ ცხოვრებაზე, რომელშიც ეს ახალი გარემო, ახალი სახლი, ახალი ნაცნობები, ახალი სალაპარაკო ენა და ახალი დასახული მიზნები დამეხმარებოდნენ დამეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. სიტყვა სიტყვით აღვწერდი, მდგომარეობას, სიტუაციას და alone-boy-cigarret-grunger-Favim.com-5094465პერიოდებს, თუ რატომ მინდოდა ძველი ცხოვრების დავიწყება მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თან როცა მარტო ვარ.. და მე უკვე მეორე წელია მარტო ვარ..

თურმე ძალიან ძნელია დაივიწყო ადამიანები,  რომლებმაც შენი ცხოვრება, რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეცვალეს, ბევრი რამ გასწავლეს და ჩამოგაყალიბეს. აქ ძალიან რთულია ამ პარადოქსს გაუმკლავდე, როცა გინდა ახალი ცხოვრების დაწყება მაგრამ გენანება მსხვერპლად შეწირო ყველა ის კარგი მოგონება, რომელიც მათთან გაკავშირებს.. გახსენდება მთავარი დევიზი, რომელიც სულ პირველად „რა მნიშვნელობა აქვს“ იყო და როგორ შეიცვალა „არასოდეს თქვა არასოდეს-ით“, ბოლოს კი როგორ ტრანსფორმირდა და გახდა „ყველაფერი წინ არის“.. ყველაფერი წინ არის მაგრამ უკან რამდენი რამ და ვინმე მრჩება, რა დათვლის..

ზოგჯერ ძალიან მინდა გავიღვიძო და უბრალოდ სხვა ადამიანი ვიყო, გაცილებით მარტივად მოაზროვნე, უემოციო, პრიმიტიული იდეოლოგიებით, დეტალებზე რომ ყურადღებას არ ამახვილებს და არ აინტერესებს არც საკუთარი და არც სხვისი შინაგანი მდგომარეობა, სულ რომ მაგრად ახატია ქვეცნობიერის ნაკარნახევი აზრები.. მინდა გავიღვიძო და მზე უბრალოდ სხვა, ახალი და უცხო შეგრძნებით მათბობდეს, სარკეშიც სულ სხვა ადამიანმა გამომხედოს და ამოჩემებული ყავის არომატიც კი უცხოდ მომეჩვენოს. საყვარელი მუსიკა ისე მესმოდეს როგორც მაშინ, როცა პირველად მოვუსმინე. ჩემმა სიტყვებმა სხვა წონა და ფასი შეიძინონ, მორალის ჩარჩოები დაუბრუნდნენ თავდაპირველ ზომებს, პრინციპებმა ისევ აწიონ თავიანთი გალავანი, ჩემმა ოცნებებმა ისევ დასახონ ახალი მიზნები, ქვეცნობიერმა კი დაიჯეროს საკუთარი თავის, რომელზეც, რაც დრო გადის მით უფრო მეკარგება რწმენა..

არ ვიცი რატომ შემომრჩა ამხელა ბიჭს ეს ბავშვური მიამიტობა მაგრამ ყველა ადამიანის მჯერა. მჯერა რომ ყველაზე უკანასკნელშიც კი შესაძლოა იყოს სულ პატარა სიკეთის, სულ პაწაწინა სამართლიანობის და სინდისის მარცვალი მაგრამ ფაქტი იმაზე ჯიუტია, ვიდრე შანსია დიდი იმის, რომ ეს მართლაც ასე იყოს.. ადამიანების უმრავლესობა მედროვეები არიან!! ამას გვიან, თუმცა „რა მნიშვნელობა აქვს“ ხომ მივხვდი!! ამ (თითქმის) 7 წლის განმავლობაში აქ მე ჩემს პირადზე ძალიან ბევრი ვწერე, იმაზე მეტიც კი რაც რეალურად დასაშვები იყო და როცა ძველ პოსტებს ვკითხულობ, კიდევ უფრო ღრმად ვრწმუნდები რომalone-boy-bridge-forest-Favim.com-4640591 იდეა, დავიწყო ყველაფერი სუფთა, ახალი ფურცლიდან, ნამდვილად დროულია, შესაფერისი დრო და მომენტია, თან როცა უცხო ქვეყანაში, სრულიად ახალ გარემოში და უცნობ ადამიანებში ამოყოფ თავს.. ალბათ აქ, ჯერ ისევ უცხო ქვეყნაში ვიპოვი იმ ცხოვრების რესტარტს, რომელიც ყველაფერს გამოასწორებს.. „შორიდან ყველა და ყველაფერი ძალიან კარგად ჩანსო“ – მითხრეს და მე დავეთანხმები მათ, დრო და მანძილი თვალს გიხელს, რეალობაში გაბრუნებს და ურთიერთობებს სწორ, შესაფერის ჩარჩოებში სვამ, ზედმეტი დრამატულობის და დაძაბულობების გარეშე – უმეტესობა ვერ უძლებს და უბრალოდ იყინება, ან უბრალოდ კვდება. შემდეგ შენს ცხოვრებაში მომხდარ ძალიან ბევრ რამეს ნანობ, მათ შორის არჩევანს, უდიდეს გადაწყვეტილებას, პრინციპულად გადადგმულ ნაბიჯებს, დაუფიქრებლად ნასროლ სიტყვებს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა და ძალიან ბევრი რამ შეცვალა, თუმცა „რა(ღა) მნიშვნელობა აქვს“ ამ ყველაფერს..

არ ვიცი ამ ახალი ცხოვრების დაწყების სურვილით როდემდე ვიქნები გამოკიდებული წარსულს და წარსულის მოგონებებს მაგრამ ამ ეტაპზე არც მომავალზე ლაპარაკია შესაძლებელი.. არ ვიცი რა მოხდება, წარმოდგენა არ მაქვს რა შეიცვლება მაგრამ მინდა რომ ვიყო ოპტიმისტი, გარემოებაც ნაწილობრივ ამის საბაბს მაძლევს, მიზეზს რომ ვიფიქრო მხოლოდ კარგზე, თუმცა ისე, რომ არ დავკარგო რეალობის აღქმა. ამჯერად, ახალ ცხოვრებაში თავისუფალი ვარდნის, ფრენის, ცურვის დროა და არც მე ვიცი სადამდე მიმიყვანს ეს ყველაფერი. წარმატებები მე!! წარმატებები თქვენ!!

P.S კიდევ ძალიან ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ ალბათ მომავალში, როცა გამოიგონებენ ზემოთ ხსენებულ მოწყობილობას, მაშინ იქნება საშველი, რომ ბოლომდე ამოვწურო საკუთარი თავი და ბოლომდე ვთქვა ის, რაც მინდოდა დამეწერა და წერის პროცესში უბრალოდ ან თვითონ დაიკარგა, ან აზრი რომ დამეწერა..

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: