თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.)

Favim.com-alone-boy-man-thoughtful-worried-165333ვიღაცამ გაქცევა დაარქვა ამას, ვიღაცამ შიში, ზოგმაც უსიტყვოდ გამომაცილა და ერთი-ორმაც წარმატება მისურვა. ეს ყველაფერი იქით იყოს და რაღაც მომენტში ყველანი მართლები არიან, თუ მინდა რომ ვიყო გულწრფელი, მაშინ ასეა, უნდა ვაღიარო. შემეშინდა და ეს მართლა გაქცევა იყო (არის). შემეშინდა ჩემი მდგომარეობის, რომელიც ბოლო პერიოდში იმაზე ძალიან გადაიზარდა პათოლოგიურ აბსურდულ არარეალურობაში, რომ ფსიქიატრიულში თუ არ გამიშვებდნენ სამკურნალოდ, მინიმუმ ალკოჰოლიკობიდან გამოწვეული ე.წ „ბელაიები“ მომიღებდნენ ბოლოს, ან რომელიმე ძლიერი ნარკოტიკი და მოსაწევი. შემეშინდა საკუთარი თავის, მომავლის და ამ დროს გამოცდილებიდან მიღებული თვითგადარჩენის ინსტიქტი თავისას შვრება.

მოკლედ, ყველანი მართლები ხართ, როცა გგონიათ რომ მე გავიქეცი, უკან მოუხედავად გავიქეცი და ძალიან ბევრი რამე და ვინმე დავტოვე პასუხგაუცემელი, ჩემი დასმული ბევრი კითხვაც დარჩა/დავტოვე უპასუხოდ, იმიტომ რომ „რა მნიშვნელობა აქვს“ პასუხებს, როცა ვეღარაფერს შეცვლიან და აღარც არის საინტერესო.

ალბათ ვინც მიცნობს და ამას წაიკითხავს ძალიან გაუკვირდება, რადგან ასე მათთან რეალურად არ ვმეტყველებ. ამ ყველაფერზე და ასე არ ვფიქრობ, როცა მათ გვერდით ვარ, სულ სხვა პიროვნება ვარ მაგრამ ეგ იმიტომ რომ არასოდეს ჩემი პრობლემები არავისთვისalone-boy-cigarette-cute-photograpy-Favim.com-441167 მომიხვევია; ეგ იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემით გავმკლავებოდი პრობლემებს, ვყოფილიყავი და მეცხოვრა იმ ცხოვრების ტემპში, როგორ კომპანიაშიც მიწევდა ყოფნა; ეგ იმიტომ რომ არავისთვის მითქვამს, არასოდეს არავისთვის მიგრძნობინებია (ზოგჯერ მეც არ ვუტყდებოდი თავს) რომ დეპრესიაში ვიყავი. აქაც ძალიან ბევრჯერ დამიწერია „ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ დეპრესიაში მეთქი“ მაგრამ ვის ვატყუებ.

წელწადზე მეტს ვებრძოდი ამ შეგრძნებას, წელიწადზე მეტია რაც ძალას ვატანდი თავს რომ გამეღიმა, რომ გამეცინა ისე, როგორც  სხვები იცინოდნენ, წელიწადზე მეტია დილით, პირის დაბანის დროსაც კი ვერ ვუყურებდი სარკეში საკუთარ თავს ნორმალურად. სრული სერიოზულობით ვამბობ. მერე მივდიოდი და ვსვამდი, ბოლოს ამ სმასაც საიდანღაც მოვუძებნე იუმორის ჩარჩოები და ვერც ვერავინ გაიგო (რამოდენიმე ადამიანის გარდა, თუმცა მათაც ძალიან ახატიათ) რა მჭირდა.

ტყუილი და მსახიობობა არაფერ შუაშია, იმას ვაკეთებდი, რასაც ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად, ყოველ წამს, როცა საკუთარ თავთან მარტოები რჩებიან, მაშინაც კი აკეთებენ – თამაშობენ, რომ თითქოს არაფერი ხდება და მართლაც ბედნიერები არიან. მე ეს უბრალოდ მჭირდებოდა, სხვამ არავინ არაფერი და მე მაინც ხომ უნდა მეცადა და alone-bed-boy-cute-boy-man-sexy-Favim.com-41960დავხმარებოდი საკუთარ თავს რამენაირად. ამიტომაც ვერავინ ვერაფერი გაიგეთ.

ტყუილი არაფერ შუაშია, ადამიანები უბრალოდ ზოგჯერ არ ლაპარაკობენ, მითუმეტეს მაშინ, როცა არაფერი იცვლება ამით – გულში იმარხავენ და მე ისევ იმ წრეზე ვტრიალებ, სადაც მგონია რომ დუმილი სულაც არ ნიშნავს ტყუილს. დუმილი უბრალოდ მცდელობაა იქონიო იმედი, რომ არ მოგიწევს ტყუილის თქმა.

„ხანდახან საზიზღრობა უნდა ჩაიდინო იმისათვის, რომ ცხოვრების გაგრძელება შეძლო“ ეს იმ ფილმის უკანაკსკნელი სიტყვებია, რომელმაც ბევრ ისეთ დეტალს გაუსვა ხაზი, რაზეც მეფიქრებოდა მაშინ, როცა თითქმის მორალის ზღვარს გადავაბიჯე და ქვეცნობიერს მხოლოდ იმით ვამშვიდებდი რომ ვიცოდი – რაიმეს განადგურება ყოველთვის ახლის წარმოქმნას ნიშნავს. დასასრული ყველაფერს აქვს ამ ცხოვრებაში, თუმცა შემდეგ იწყება ახალი და ამ ახალსაც ოდესღაც ისევ ნაცნობი დასასრული ექნება.. და ეს არასოდეს დასრულდება..

შეიძლება თემას ოდნავ გადავუხვიე მაგრამ მარტო ცხოვრებაში ერთადერთი პლიუსიboy-guy-indie-lake-Favim.com-1504622.jpg მხოლოდ ეს არის – დაიკმაყოფილო საკუთარი ეგო და ცნობისმოყვარეობა, გამოცადო თვითგადარჩენის ინსტიქტი და რეალურად დაინახო რამდენად კარგად ფლობ საკუთარ თავს და სურვილებს, შეგრჩა თუ არა უნარი იყო ის ვინც რეალურად ხარ და აკონტროლო სექსუალური ფანტაზიის  საზღვრები, რომლის ექვივალენტურობასაც მხოლოდ შენვე აწესებ და ნსაზღვრავ დამაკმაყოფილებელს და მიუღებელს შორის მანძილს.

ორი თვეა თითქმის არავისთან მილაპარაკია და ალბათ ამის შედეგია, რომ ფიქრი დავიწყე – რამდენად შეიძლება ადამიანი ერთდროულად თან მარტოსულად გრძნობდეს თავს და თან ამით სიამოვნებას განიცდიდეს. არ მინდა ცხოველურ ინსტიქტებს შევადარო ეს ყველაფერი და სექსის მაგალითებზე დავიყვანო, ამიტომ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა – ხვდებოდეს ადამიანი რომ მისი არავის ესმის და მაინც კმაყოფილი იყოს მხოლოდ იმით, რომ ისიც საკმარისია – მან რომ გაიგო რეალურად რა ამოძრავებს ადამიანს ამ ცხოვრებაში – ეს არის საკუთარი თავის განადგურების და ხელახალი დაბადების სურვილი, ეს ხდება უსასრულოდ, სანამ ლოგიკური დასასრული არ ექნება – სიკვდილი.

მგონი უფრო რაციონალურად ფიქრი ვისწავლე და ზოგი ჭირი მარგებელია-ს პრინციპით ამ დეპრესიულ ხასიათს ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენებ, იქამდე სანამ არ გადამივლის. შემდეგში სანამ საკუთარ თავს ისევ ასეთ უცნაურ კითხვებს დავუსვამ ხოლმე, პასუხები უკვე მეცოდინება. არ არის აუცილებელი ყველა ჩაწვდეს ამ იდეფიქსს და დამეთანხმოს, უბრალოდ ვაღიაროთ, რომ რაც არ უნდა მივკიბ-მოვკიბოთ – ხშირად მხოლოდ ჩვენივე ქვეცნობიერის სურვილები გვანგრევს და გვანადგურებს, თან ისე რომ ამას ვერ ვხვდებით, რადგან შევეჩვიეთ.

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოსტის ნავიგაცია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: