Author Archives: კახი

About კახი

მე მიყვარს მსახიობობა. ეს გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე ცხოვრება

სანამ შემიყვარდებოდა

ის რა ვალენტინობის დღე იქნებოდა, მე რომ ბლოგზე არ შემომეხედა და არ დამეწერა იმ ამბავზე, რომელიც აქ არასოდეს მიხსენებია. თითქმის ყველაფერი, ასე თუ ისე, დავწერე ჩემი ცხოვრების (და პირადის) შესახებ მაგრამ ერთი ისტორია მაინც დარჩა, რაც პერიოდულად მახსენდება ხოლმე.

თერთმეტი წლის წინ, მაშინ, როცა თოთხმეტი წლის ვიყავი, ამ ცხოვრების მართლა არაფერი გამეგებოდა, რომელ სიყვარულზეა ლაპარაკი. ეს ის პერიოდია “ბალის” აქცია “ღამის ფართი”, ესემესები და “სკაიპი” რომ პოპოულარული იყო – ერთი გოგო გავიცანი. სიმართლე რომ გითხრათ ვერც ვიხსენებ ზუსტად როგორ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, გამოჩნდა და თითქოს არაფრიდან დაიწყო ის, რაც კარგი იქნებოდა არასოდეს არ დაწყებულიყო.. თუმცა მაინც, მაშინ დაიწყო ჩემი არაადამიანობა. ერთმანეთის გაცნობიდან საკმაო ხანი ნახვისგან თავს ვიკავებდით, ან უბრალოდ გვეზარებოდა და სურათებით ვკონტაქტობდით. ხო, წელს ზემოთ გადაღებული სურათების გამო რომ ინვალიდი ვეგონე, ალბათ ეს სადმე მექნება უკვე დაწერილი 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , | დატოვე კომენტარი

მოგონებების „Playlist“

ჩემს მოგონებებში თითოეულ ისტორიას თავისი საუნდტრეკი აქვს. ეს საუნდტრეკები ამბის გახსენებისთანავე იწყება და იქამდე არ სრულდება, სანამ ეს ისტორია ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა. ეს ზოგჯერ მხიარული მელოდიაა, ზოგჯერ სევდიანი სიმღერა, ზოგჯერ ოპერის არია, ზოგჯერ ჯაზი, როკი, რომელიმე დიჯეის სეტი და საინტერესო აქ ის არის, რომ ეს თავისთავად ხდება, ჩემდა უნებურად. ქვეცნობიერში ფონად ედება (როგორც სამუდამო დაღი) და ასოციაცია ყალიბდება კონკრეტულ ადამიანებზე. ddcab869377e312cda593c3142cda8e9.jpgზოგჯერ პირიქით ხდება, მელოდიასთან ერთად იწყება მასთან დაკავშირებული ამბის გახსენება მაგრამ ამით არაფერი იცვლება – დასასრული მაინც ერთი და იგივე აქვს. სადაც არ უნდა წავიდე, როგორც არ უნდა ვიყო, საკმარისია პირველი რამოდენიმე ნაცნობი ნოტის, ბგერის გაგონება და ის მომენტალურად ცოცხლდება, იწყება ამბავი და ზოგჯერ მელოდიის დასრულების შემდეგაც არ მიდის (თვითონ უნდა რომ დარჩეს, თუ მე არ ვუშვებ – ეს სხვა თემაა). Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მეექვსე გრძნობა

ორ კვირაზე მეტია, რაც წინა პოსტი დავდე და საერთოდ არ გამვირვებია, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო, ვერავინ მიხვდა, ვერავინ ვერაფერს ჩაწვდა – რა ეწერა და საერთოდ, რისი თქმა მინდოდა. მხოლოდ სათაურით მიხვდნენ, რომ რეალურად, მხოლოდ ახალი წლის მილოცვა და გასული წლის ერთ პოსტში შეჯამება მინდოდა. ამან დამაფიქრა ზოგადად გააზრება-აღქმის საკითხებზე და გამახსენდა ის მომენტი, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი და მასწავლებელმა გაკვეთილის თემად – ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი?!” შემოიტანა (ქართული ლიტერატურის საგანი ყოველთვის ძალიან მიყვარდა). Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

საახალწლო “აფდეითი”

არ მინდოდა საახალწლო პოსტი იმ განწყობაზე დამეწერა, როგორზეც ვიყავი და შევხვდი მას, შამპანურით ხელში, თუმცა ფოერვერკის გარეშე. ამიტომ ცოტა მოთმენა მომიწია, სანამ მოგილოცავდით. გილოცავთ ორი ათას თვრამეტ წელს და დანარჩენს პოსტის ბოლოს, ყველაფერს გულწრფელად გეტყვით. მანამდე კი ვეცდები ჩემი ამბებით ყველა ის პოსტი გავიხსენო, რაც წინა წელში დავტოვე ისევე, როგორც თითოეულში ნახსენები ადამიანების უმეტესობა.. ზოგჯერ მართლა ხდება სასწაულები მაგრამ ეს იმდენად იშვიათად, რომ მისი არსებობა გავიწყდება, ან ივიწყებ. ან არ გავიწყდება მაგრამ უარყოფ. და თუ უარჰყოფ ე.ი შესაძლოა მართლაც არსებობდეს (რკინის ლოგიკაა – მაშინ რაღატომ უარჰყოფ?! და ეს ყველა კონტექსტში შეიძლება განიხილოს). მოკლედ, პარადოქსების ეპოქაში ვცხოვრობთ, ყველაფერი იმდენად ჩახლართული და ერთმანეთის საწინააღმდეგოა, რომ საბოლოოდ ადამიანმა თავისუფალი ნებით, დამოუკიდებლად უნდა გააკეთოს ერთადერთი არჩევანი, რომელშიც პერიოდულად ეჭვს თავადაც შეიტანს ხოლმე მაგრამ მაინც უკანასკნელ წუთამდე დაედევნება, გაუფრთხილდება და დაიცავს მას, როგორც საკუთარი პიროვნების, საკუთარი არსებობის უფლების მაგალითად. სხვა აზრი ვერ ვუპოვე მე სიცოცხლის არსებობას დედამიწაზე. და თუ ეს აზრი მოიცავს სიცოცხლის ხესავით დატოტილ სხვა იდეებსაც – მთლად უკეთესი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გოგონა მოკლე თმით

ვიცი რომ დეკემბრის შუა რიცხვებია და სხვა თუ არაფერი, წინასაახალწლო პოსტს მაინც უნდა ვწერდე მაგრამ ეს რომ არ დამეწერა აქ, ან სადმე და ვინმესთან ამაზე არ მომეყოლა, ფიქრებით გავგიჟდებოდი, ხოდა სწორედ ბლოგია საუკეთესო ადგილი ამისთვის, მგონი.

უკვე წლებია კოშმარები ჩემთვის უცხო აღარ არის (სიზმრებს ვგულისხმობ). უკვე წლებია ხან რას ვაბრალებ ამას და ხან რას, ზოგჯერ პერიოდულ ალკოჰოლზე „დამოკიდებულებას“, ზოგჯერ მოსაწევს და კაიფს, ზოგჯერ ცხოვრებისეულ სტრესებს მაგრამ იმ ეტაპზე, სადაც არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და სრული სიმშვიდეა (როგორც ახლა) – ახსნას ვერ ვპოულობ ხოლმე. თითქმის შევეჩვიე მაგრამ ამ ბოლო დროს საკუთარი ღრიალის ხმა მაღვიძებს, ხმამაღალი, განწირული, ნამდვილი ღრიალი და არაფერს ვაბუქებ. სიმართლე რომ ვთქვა, შეიძლება მართლა გამცინებოდა, ვინმეს ბლოგზე რომ ეს წამეკითხა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | %(count)s კომენტარი

ენერგომონსტრები

ნამდვილი მონსტრები – მთელ ძალას რომ გაცლიან და თითქოს უსულო სხეულით დადიხარ, გაყინული თვალებით და სიტყვებს ერთმანეთს ვერ აბამ, ენერგია აღარ გაქვს, რომ წინადადება გამართულად წარმოთქვა. რეალური მონსტრები გჭამენ და ეს იქამდე გაგრძელდება, სანამ ისინი შენს გვერდით იარსებებენ, სანამ ბოლოს დამჯდარი მობილურის ელემენტივით არ დაიტენები, დაიმუხტები და ისევ ხელახლა არ აღიდგენ ძალებს. ამ მონსტრებს ენერგოვამპირებს ეძახიან და მგონია რომ ეს კიდევ ძალიან რბილად წარმოსათქმელი ტერმინია.

ზოგი დაბადებიდან ასეთია, ზოგიც უბრალოდ რაღაცას გაურბის, ემალება, თამაშობს და ზედმეტათ ცდილობს ამ ყველაფერს, იმდენად ზედმეტად, რომ შემაწუხებელი ხდება. ასეთი ადამიანები მარტივად ივიწყებენ ზრდილობის ეტიკეტებს, ხდებიან ფამილარულები (რაც ყველაზე ძალიან მაღიზიანებს ადამიანში) და რაც კიდევ უფრო უარესია, პირდაპირობა სითავხედეში გადასდით (ალბათ ხვდებით, რამდენად ვცდილობ ეს მარტივი და მსუბუქი სიტყვებით დავწერო). Continue reading

Categories: ზოგადი თემები, Uncategorized | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

მშიერი კატა და მწვანე ფრინველი

            მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი, ამას არცერთ შესაფერის სიტუაციაში არ ვმალავდი და არასოდეს მერიდებოდა ამის ხმამაღლა თქმა მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ოცნებამ სახელი შეიცვალა და იმედი დაირქვა (არავითარი პოლიტიკა). ბავშვობიდან მეოცნებე ვიყავი, თან ძალიან მეოცნებე. წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ, ერთი მეორის მიყოლებით ვაღწევდი დასახულ მიზნებს და როგორ არაფერი იყო ჩემთვის შეუძლებელი, წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ზაფხულობით უდარდელად და მშვიდად ვისვენებდი ბოჰემურ კუნძულებზე და როგორ გადავაგორებდი ზამთარს, თანამედროვე მაგრამ მყუდრო, პატარა სახლში, მხოლოდ ერთადერთ და ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად. წარმოვიდგენდი ხოლმე – წარმატებულ და მშვიდ ცხოვრობას, მაშინ პრობლემების არაფერი გამეგებოდა მაგრამ.. თანდათან, ვისწავლე იმაზე ფიქრიც, რომ ეს ყველაფერი თავისით არ მოვა, რომ უნდა მოვიპოვო და დავიმსახურო. იმდენს ვფიქრობ უკვე ამაზე, რომ ნამდვილი ოცნებისთვის დრო აღარ მრჩება.. ეგეც რომ არა, ვეღარც ვვოცნებობ, როცა რეალობა პირისპირ გიზის და შუბლშეკრული გიბღვერს, იმედი კი იქვე, კუთხეში ჩუმად დგას და ირონიულად გიღიმის, თვალებს ეშმაკურად გიბზუებს..

რამდენიმე დღის წინ მეგობარმა „წაიოცნება“ და მეც ავყევი. დიდი არაფერი ოცნება არ იყო, მეც კი ვერ აღმაფრთოვანა საკუთარმა ოცნებებმა და მივხვდი, რომ ჩემში მეოცნებე კაცი ჩაკვდა, აღარ არსებობს. მისი, მეგობრის ოცნებები გავიზიარე და ისევ იმ ყბა დაღებულ იმედს ჩავებღაუჭე, ოდესღაც მასაც კონკრეტული ზედმეტსახელ(ებ)ი რომ ერქვა, დღეს კი უსახელოდ, მხოლოდ ხავსი ქვია.. მაგრამ დროზე და მაგრად ჩავავლე ხელი, არსად გავუშვებ, იქამდე დავტოვებ, იქამდე ვაცოცხლებ, სანამ არ ამიხდება.. არ უნდა მომიკვდეს, ესღა დამრჩა.. ხო, მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი მაგრამ გავიზარდე – ვეღარ ვვოცნებობ.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 4 Comments

ხვალ მისი დღეა

მაშინ, როცა უზარმაზარი აღმართი ავიარეთ და კიბეზე დაღლილები ჩამოვჯექით; როცა ლუდის მერამდენეღაცა ქილა დავცალეთ და ისევ გზა გავაგრძელეთ; ან მაშინ, როცა შუა ღამით, შუა ტყეში მოჩვენებებზე და მის ხუმრობებზე მეცინებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი მასაც ეშინოდა..

ან იქნებ მაშინ, როცა სიჩუმეში, სიარულით დაღლილი, სიტყვებს შორის მისი ღრმა სუნთქვა მესმოდა; ან სულაც მაშინ, როცა მთვარის შუქით განათებულ ბილიკზე მივყვებოდი მას უკან, ბრმად; შეიძლება მაშინ, როცა ბოლოსდაბოლოს ავედით დანიშნულების ადგილას.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ნახატებიანი კედლები

სულ რამდენიმე წუთის წინ, ზუსტად საღამოს თორმეტის ნახევარზე, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვიჯექი მარტო და ყურებში ყურსასმენებგარჭობილი, სადაც აღარ მახსოვს რას ვუსმენდი, გაშტერებული ვუყურებდი კედელზე ნახატს, უფრო სწორედ, ნახატის ერთ-ერთი ფერის კონკრეტულ წერტილს. წამიღო. წამიყვანა. მატარა. მაჭამა. მანახა. მანანა.. მოკლედ, ერთს მივხვდი, როცა ადამიანი იცვლება და ის აღარ არის ის, რაც იყო – ე.ი არც შენი ბრალია და არც არავისი, ის უბრალოდ საკუთარ კომფორტს იწყობს და შენ ან ზედმეტი ხარ, ან არც არავინ ყოფილხარ.. მივხვდი მეორესაც, რომ ასეთი ადამიანები მოჩვენებები არიან, მეც მოჩვენება ვარ, არც მე ვარ ის ვინც აქამდე ვიყავი, მეც ბევრი შევწირე ჩემს კომფორტს და მივხვდი მესამესაც, რომ ეს ცხოვრება მართლაც დიდი ბუმერანგია, სადაც ყველაფერი ერთად იყრის თავს და უკან ბრუნდება, წინა ცხოვრების კარმა არაფერ შუაშია.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

თავისუფალი ვარდნის მეტამორფოზი

ქალაქის უმაღლეს მწვერვალზე ვდგავარ, მინდა რომ თვალები დავხუჭო და სულ რამდენიმე წამით მაინც ნირვანაში ვიყო მაგრამ ვერც ამ ხედს ვარიდებ თვალს და ვერც იმაზე ფიქრს, რომ სადღაც ქვემოთ, ცხოვრება ჯერ კიდევ დუღს. სადღაც ქვემოთ ჯერ კიდევ დადიან გაღიმებული ადამიანები, მხიარული ადამიანები, ის ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრებას ჯერ კიდევ აქვს აზრი.

e8e0f6f7da64d76916b3fe723dd4d34d--cloud-wallpaper-pretty-phone-wallpaperბოლოს თვალებს ვხუჭავ, თავს ინსტიქტურად ზემოთ ვწევ და ახლაღა ვხვდები, რომ წვიმას იწყებს. დაბარებულივით გაიელვა ცაზე ელვამ მაშინ, როცა გავიფიქრე “ნეტა რომელიმე სტიქია ვიყო მეთქი”. ძალიან გვიან მოჰყვა უკან ძლიერი გრუხუნის ხმა. ახლა სასაცილოა მაგრამ მაშინ არ გამცინებია, უფრო შემეშინდა, თითქოს. უბრალოდ ვიდექი ქალაქის მწვერვალზე და თავისუფალ ვარდნაზე ვოცნებობდი, ხელებგაშლილი. წვიმას ქარი დაემატა, ისეთ ამინდი იყო, თითქოს ხელს მკრავდა, უნდოდა ჩემი თავისუფალი ვარდნა ენახა, შენელებული კადრით.

ნირვანას მაინც ვერ მივაღწიე, თითქმის არასოდეს გამომდის. ვფიქრობ, ვფიქრობ და ხან ზოგჯერ ისეთ წარმოუდგენელ ფიქრებამდე მივდივარ, გარემოსთან შეუფერებელ განწყობაზე ვდგები. მაგალითად ახლა, ვდგავარ ქალაქის მწვერვალზე, თვალები მაქვს დახუჭული, სახეზე წვიმის თბილი წვეთები მეცემა, თმებს სუსტი ქარი მიჩეჩავს, ხელები მაქვს ოდნავ გაშლილი და ვფიქრობ “ნეტა სპაგეტს, ყველაზე ძალიან, რომელი გახეხილი ყველი უხდება.” და თან ამ კითხვას სრული სერიოზულობით ვუსვამ საკუთარ თავს. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

მეორე მე

ისევ, ისევ, ისევ და ისევ, მეორდება, მეორდება და მეორდება. შიგნიდან მჭამს, თითქოს დაძვრება, ჩემს კანქვეშ დაძრწის და განწყობა-ხასიათის მიხედვით, ზოგჯერ დიდ, ზოგჯერ პატარ-პატარა ლუკმებად მჭამს, მე კი როცა ამას ვხვდები, ან ვგრძნობ, უკვე გვიანია, ძალიან გვიანია ხოლმე. სარკეში ვიხედები და უკვე მთელს სხეულზე, მთელს ჩემს წარმოსხვაზე, მთელს ჩემს გრძნობებზე და ემოციებზე ვარ გადაგლეჯილი, დაწითლებული, სისხლჩაქცევებით და დაჭიმული ძარღვებით. გინდა რომ მთელი კანი აიგლიჯო, ფრჩხილებით დააწვე და კი არ დაკაწრო, უბრალოდ აიხიო, სული რომ გამოჩნდეს, საკუთარი სული, ისევ თუ იქ დაგხვდა და გვიანი არ არის. ვიცი რომ მთელი სხეული ყვირის მაგრამ არ მესმის მათი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: