ზოგადი თემები

დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 9 Comments

Hello from Kakhi’s World

ტრადიციას დავარღვევ და პოსტსკრიპტუმს თავიდანვე ვიტყვი: ვორდპრესის ძველი ძრავა გაცილებით მიმარტივდებოდა და მომწონდა, ვიდრე ახალი 🙂 მაგრამ არც ეს არის პრობლემა..

წლების წინ თუ პოსტებს შორის დროის სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, ცოტა ხანში კვირა გახდა, შემდეგ თვე, ეხლა კი მგონი ყოველ სამ თვეში ერთხელ მახსენდება, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია ვწერო ის, რაც გამიხარდება (ან მეწყინება). მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პოსტის ბოლოს პირობას ვდებ, რომ გამოვსწორდები და სურვილი მაქვს ძველებურად გავაქტიურდე – რაღაც დროის შემდეგ ისევ მავიწყდება ეს პატარა გეგმები, ანდაც უბრალოდ იმის ფონზე, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ ან ვერ ვახერხებ ვწერო, უბრალოდ ვწერო!!.

პრინციპში თავიდან მეგონა, რომ კარგიც იყო, აქტიური ცხოვრება, აქტიური პირადი, გადატვირთული დღის რეჟიმი და ა.შ – მაგრამ რატომაც არა, მოუხედავად იდეალური ცხოვრების და პირადისა, ადამიანს მაინც უნდა გააჩნდეს საკუთარ პირადზე კიდევ უფრო პირადი სივრცე – თუნდაც ჩვენ დავარქვათ მას ბლოგი. მართალია ეს ისეთი პირადიც არ გამოდის როგორსაც ზემოთ აღვწერდი მაგრამ საკუთარ თავთან და მკითხველთან მაინც გაქვს ცივილიზებული ფორმის სიტყვის თავისუფლება!! არანაირი ქვეტექსტებით და ორაზროვანი ფრაზებით საუბარი!! Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ჩემნაირებისთვის

ზოგადად ხომ ასეა, რასაც ყველაზე ძალიან ვუფრთხილდებით სწორედ იმას ვკარგავთ ხოლმე, ხოდა უკეთესად გაუფრთხილდით!! უკეთესად, რადგან დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი დავკარგე, კაცმა რომ თქვას დიდი არაფერი იყო იმ ამბებთან შედარებით რასაც და ვისაც უკავშირდებოდა, თუმცა მაინც ძალიან “გამიტყდა” (ეს ისე, მაგალითისთვის, ცხელ–ცხელი ნიუსებიდან) ხო და თქვენც ზოგადად, ყველას და ყველაფერს ისე გაუფრთხილდით, ისე, რომ არასოდეს დაკარგოთ!! 😉

ამისათვის: 1. არასოდეს მოადუნო ყურადღება; 2. არასოდეს მიიღო და გაატარო არასასიამოვნო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ რომ კამათი აირიდო თავიდან; 3. ესაუბრეთ რაც შეიძლება მეტი მომავალზე, საერთო მომავალზე; 4. არ უთხრა ისეთი რამ რაც გულს ატკენს (მე მაინც იმ პრინციპზე ვარ რომ რაიმეს დამალვა ტყუილს სულაც არ ნიშნავს); 5. არასოდეს უთხრა პირდაპირ, დაუფიქრებლად და გადაჭრით, რომ Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ის მაინც არსებობს

გადაწყვეტილი მქონდა არაფერი დამეწერა მაგრამ ვერ გავძელი. სიგარეტს ბოლო ნაფასი ისე მოვქაჩე, ისე ჩავაქრე, მკლავები ისე ავიკაპიწე თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომქონდა; ის ემოციები გავაღვიძე, რომლებიც მანამდე მე არ მაძინებდნენ და წერა დავიწყე..

ქუჩაში ხმაური, ხმაურში მელოდია, მელოდიაში მოგონება, მოგონებაში სიხარული, სიხარულის გამომწვევი მიზეზი, მიზეზი ერთადერთი, ერთადერთი და განუმეორებელი..

არ დავიწყებ შარშან ან შარშან წინ რა იყო, არ მოვყვები იმ დეტალებს, იმ წამებს და წუთებს, იმ გრძნობებს და მსგავს ათასჯერ გაგონილ რეალურ და ზოგჯერ არარეალურად ემოციურ ისტორიებს, უბრალოდ ბოლომდე ამოვიწურები. მერე რა რომ ჩემნაირი გიჟები ცოტანი არიან, შეიძლება მრავლადაც მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა..

პირდაპირ, ლაკონურად, ზედმეტი ქარაგმების, გაფორმებების, მიკიბ–მოკიბვის გარეშე და ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ ის მაინც არსებობს!!

Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

წერილი მას (შენ)

წერილების წერა არ მეხერხება, მითუმეტეს უადრესატო წერილების

ხოდა წარმოგიდგენ, ვითომ შენ გწერ, შენც ვითომ დაიჯერებ იმას, რასაც წაიკითხავ და ამით ყველაფერი დამთავრდება, საბოლოოდ კი არაფერი აღარ იქნება ძველებურად, ანუ კარგად.. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , | %(count)s კომენტარი

სიცრუე სიბრძნისა

ერთხელ და სამუდამოდ ვაღიარებ, რომ ურთიერთობები ჩემი სტიქია არ არის. ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე მკაფიოდ იკვეთებოდა ჩემი საზოგადოებასთან ინტეგრაციის განსხვავებულებანი, როცა ნაცვლად თანატოლებისა ყოველთვის ჩემზე გაცილებით უფროსებთან ვმეგობრობდი, შეიძლება არადამაჯერებლად ჟღერს მაგრამ მათთან უფრო მარტივად ვპოულობდი უამრავ საერთოს და სასაუბრო თემას.

ალბათ ვინც მიცნობს და ამ პოსტს კითხულობს გაეცინება მაგრამ ღრმა ბავშვობაში ეზოში ომობანას და დაჭერობანას თამაში ნამდვილ სისულელედ მიმაჩნდა, დროდადრო ჩამოვყალიბდი და მივხვდი, რომ ეს არ იყო ნორმალური. ბოლოსდაბოლოს ჩემს სიახლოვეს ხომ თითქმის სულ ჩემი თანატოლები ტრიალებდნენ, მინდოდა თუ არა მათთან მაინც მიწევდა კონტაქტი, ბოლოს კი როგორღაც ეს კომუნიკაბელურობაც განმივითარდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, როგორც ყოველთვის ყველაფერს, ელემენტარულ კონტაქტსაც კი ერქმევა ურთიერთობის რომელიღაცა საფეხურის სახელი: უბრალოდ ნაცნობი, ახლობელი, მეგობარი და ა.შ Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მეორე მხარე (რეალური და გამოგონილი)

მაგიური სიტყვებით – იყო და არა იყო რა.. და ჯადოსნური სათავგადასავლო ისტორიებით დღეს ალბათ ძნელია ვინმე გააოცო მაგრამ თუკი სადმე გაიჟღერებს სიტყვები – რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.. მაშინ რა თქმა უნდა მთელი გულისყურით ვინტერედებით და ეს უკანასკნელიც მაგნიტივით იზიდავს მკითხველს ან მაყურებელს..

ეს პატარა განსხვავება (თუმცა კი არც ისე პატარა) ძალიან პრიმიტიულად და ქვეტექსტად რომ დავტოვოთ, სულ სხვა თემა მაქვს მიზანში, რაც არც ისეთი ამორალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.. არც რომელიმე ჟანრს და სახეობას განეკუთვნება.. უბრალოდ პატარა ტანდემი, რომელიც იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე რეალური ფაქტები და “იყო და არა იყო რა-ა”..

Kakhi's World-art-beautiful-black-and-white-boyდა მაინც..

იყო და არა იყო რა.. პრეისტორიულ ხანაში (აი, ზუსტად იმ ხანაში, ჯემალ ქარჩხაძეს ნაწარმოებში რომ იდეალურად აქვს აღწერილი), სადაც ადამიანთა ემოცია მინიმუმის შკალით იზომებოდა, სადაც ფიქრები პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, სადაც იდე ფიქსის პირველი ნაპერწკალი აღვივდა, სადაც პირველად წარმოიდგინა ადამიანმა სხვა, არარეალური სამყარო გონებაში – რომ დაბადებულიყო სანგვინიკი და იგისთან ერთად ეცხოვრა, მაშინ მაინც ხომ გავიგებდით ბოლოსდაბოლოს ადამიანმა როგორ აღმოაჩინა სიყვარული?! მაგრამ ეს საიდუმლო მხოლოდ მეცნიერების მიერ აღმოჩენილ ზეზვამ და მზიამ იცოდნენ და სამწუხაროდ არ და ვერაფრის დიდებით ვერ გაგვანდეს.. მაგრამ ეს ისე, ზოგადად..

ახლა კი რეალურად რომ დავფიქრდეთ – ადამიანი Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 3 Comments

ნულოვანი ტოლერანტობა!!

ნებით თუ უნებლიედ ამ თემაზე ფიქრი მომიწია და ერთი საინტერესო დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა:

ტოლერანტობა უპირატესად რა თქმა უნდა ადამიანის აქტიური პოზიციაა, პარტნიორობა, თანაგრძობა, სხვებზე ზრუნვა და აქედან გამომდინარე პოზიტიური სამყაროს მხედველობაა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა, ყველასთან ურთიერთობის სურვილი, სამყაროს მრავალფეროვნებისა და ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერება.

ტოლერანტობა საზოგადოებას ზოგჯერ დათმობაზე წასვლასაც ასწავლის და აზრთა სხვადასხვაობაში ინდეფერენტულობას ბადებს რაც არა აღშფოთებას, არამედ უარყოფითი აზრის შემთხვევაში მის იგნორირებას ნიშნავს. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც აზრთა თავისუფლებაა აუცილებლად არსებობს ტოლერანტობაც, ანუ ადამიანთა ერთმანეთის გამტანიანობა, თანადგომა და სხვისი აზრის ადეკვატურად მიღება-გააზრება. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

კიდევ ერთხელ…

ცხოვრებაში ბევრი რამ ნმეორდება, ზოგჯერ უამრავჯერაც და ამ მიზეზით ესა თუ ის მოვლენა ხუნდება, ემოციას კარგავს, მაგრამ განუმეორებლად რჩებიან მხოლოდ ის ერთეულები, რომლებიც თავს არასოდეს გავიწყებენ, რომლებიც გაბედნიერებენ და რომელებიც შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

შეიძლება განმეორდეს ბედნიერი საღამო, ბედნიერი შეხვედრა მაგრამ არ განმეორდება ის ემოციური დატვირთვა რომელიც თან ახლავს Kakhi's World - alice-in-wonderland-clock-picture-timeმას, ის (ემოციური შეგრძნება) ან უფრო მეტი, უფრო მოზღვავებული იქნება ან შედარებით ნაკლები.

არ განმეორდებიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს და თავიდანვე გაგრძნობინეს მათი მნიშვნელოვანი საჭიროება. დაგანახეს და გაგაცნეს სხვადასხვა ახალი გრძნობები, რითაც შენი ცხოვრება შეცვალეს.

არ, ვერ განმეორდება ის ადამიანი რომელიც მთელი გულით გიყვარს.

ზოგჯერ რაღაცეებს ხელახლა ეცნობი, ხელახლა განიცდი და გაფიქრებს, რაღაცეებს თითქოს თავიდან უღრმავდები და როგორც უწინ ის ისეთივე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი აღარ გეჩვენება, რაღაც იცვლება მაგრამ შენ ამას ვერ ამჩნევ.

რამდენი ხანია რაც პოსტი არ დამიწერია(?!) დაახლოებით 1 თვეზე მეტი იქნება. სამაგიეროდ ამ გარკვეული დროის მონაკვეთში(!).. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პოზიტივის დეფიციტი

გარკვეული მიზეზებისდა გამო ეს ბოლო პერიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მიწევს და რაც უფრო და უფრო მეტ ხალხს ვხვდები მით უფრო ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ არის ერი ასეთი დეპრესიული??

ზოგს მოღუშული, დადარდიანებული სახე აქვს, ზოგს გაოგნებული, გაოცებული ანუ შეშფოთებული გამომეტყველება და ზოგსაც გაღიზიანებული, გაბრაზებული იერი. ძნელია თბილისში ბედნიერი სახის პატრონი ამოიცნო, შეიძლება ვცდები კიდეც და ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ ელემენტარული, ის მაინც შემიძლია რომ, ადამიანში პოზიტივი დავინახო, რაც ეს Kakhi's World - Behold! Around happinessუკანასკნელი უკვე ისეთი იშვიათობაა რომ სიგიჟეში გადადის ის ამბიცია რომ ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს.

ხო, ალბათ უკვე უამრავჯერ ვახსენე ეს სიტყვა მაგრამ ნუთუ ასეთი ძნელია (ან გრეხი) რომ ზოგადად ადამიანებთან (უცხოსთან თუ ნაცნობთან) იყო ისეთი დადებითი რომ მას ეს გადასდო, დამუხტო ენერგიით და აგრძნობინო რომ ყველაფერთან ერთად იმედიც არსებობს. იმედი რაღაცის შეცვლის უარესობიდან უკეთესობისაკენ.

ზრდასრულ, ასაკოვან ხალხს ალბათ საამისო სერიოზული მიზეზიც აქვთ, არ ვიცი.

ერთი რაც ზუსტად შემიძლია აღვნიშნო დღევანდელი ახალგაზრდების – ეს მასიური მელომანიაა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

ბლოგერი ვარ – აუცილებლად უნდა დავწერო “რაღაც”

მართალია პოსტებს ხშირად ვეღარ ვწერ თუმცა ბლოგი მაინც არ დამვიწყებია.

ამ ბოლო დროს new post-ში აკრეფილ თითოეულ სიტყვას და წინადადებას ისეთი აწონ-დაწონვით და დიდი გაანალიზებით ვწერ თითქოს პირველი პოსტი იყოს. საბოლოო ჯამში კი მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ახალს არაფერს ვამბობ და დრაფტებში უაზროდ დასადებადაც კი არ ღირს. ასე გადის დრო და ბლოგზეც ახალი არაფერი იწერება.

Kakhi's World - how-to-blogმაგრამ ინტენსიურად ვათვალიერებ რამოდენიმე ბლოგს და ფეისბუქზე ბლოგერების სხვადასხვა ფეიჯებს სადაც სიმართლე გითხრათ საინტერესოს ისევ ვერაფერს ვაწყდები. ისევ სკოლის გაკვეთილებზე მომხდარი რაღაც სისულელეები, ისევ არდადაგებს მონატრებული მოსწავლეები, ისევ საუკეთესო მეგობრების გატკეპნილი სიტყვებით სიყვარულის ახსნები და ა.შ. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 15 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: