Posts Tagged With: ალკოჰოლი

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან..

პოსტი რომელიც დაახლოებით 2 თვის წინ დაიწერა, დღე რომელიც ერთ–ერთი მაგალითი უნდა ყოფილიყო ჭკუის სასწავლებლად (თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ვისწავლე). მოკლედ რომ ვთქვათ, რამოდენიმე თვის წინანდელი, ერთი დღის ქრონიკა 🙂

ვახელ თვალებს და პირველი მზის სხივებისგან გაქათაქათებული თეთრი ჭერი მხვდება. თვალებს მჭრის მაგრამ მსიამოვნებს, არადა ვატყობ ისევ უჟმურ ხასიათზე ვარ. სიგარეტი რომ არა ალბათ ძილიდან ვერასოდეს გამოვერკვეოდი, ვუკიდებ და ისევ ჭერს ვაშტერდები.

ვაკვირდები როგორ ზანტად მიიწევა თხელი და მსუბუქი კვამლი ზევით და ლურჯ, მუქ ლურჯ სვეტებად იჭრება მზის სხივებში, არანაირი ფიგურები მაგრამ იმდენად ლამაზია რომ უკვე განგებ ვუშვებ უფრო და უფრო მეტს, უფრო და უფრო ნელა და სწრაფად, გაშტერებული ვაკვირდები და მსიამოვნებს, არაფერზე ვფიქრობ, სიჩუმეა, მყუდროდ ვგრძნობ თავს და ესეც მსიამოვნებს.

დილა სიგარეტთან და … ახლაღა მახსენდება რომ ყავა მინდა. მაგრამ(!) ადგომა მეზარება, ბოლოს ჩემი ხმამაღალი გადამოწმებისას ვხვდები რომ სახლში მარტო ვარ. სხვა გზის უქონლობის გამო რამოდენიმე წუთში ისევ ვბრუნდები ოთახში ხელში ფინჯანი ყავით და პირველი რაც მახსენდება მობილურია, მობილურზე კი რაც მახსენდება ერთადერთია. დილის გაოცებას კი 8 გამოტოვებული ზარი და 7 მესიჯი იწვევს. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: