Posts Tagged With: ამბიცია

ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

let’s get lost..

ყველაზე პირდაპირი ადამიანებიც კი არ ლაპარაკობენ იმას, რაც ნამდვილად უნდათ რომ თქვან და ყვველაზე თამამი ადამიანებიც კი არ ამბობენ იმას, რაც სინამდვილეში აქვთ სათქმელი.. “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ეს ამ ორმა წინადადებამ გამახსენა და ერთი-ერთშია ის, რაც მთელი ამბებით და პატარ-პატარა ისტორიებით მინდოდა დამეწერა.. ხო, ყველამ კარგად ვიცით (მეტ-ნაკლებად), რომ ყველაზე მეტ შეცდომას ის უშვებს, ვინც ბევრს ლაპარაკობს და სამწუხაროდ ყველაზე ნაკლებად ის განიცდის ამას, ვინც უსმენს.. არაფერი პირადული – ეს ისე.. 🙂

..რამდენიმე კვირის წინ საკუთარი თავი გამახსენეს იმ პერიოდში, როცა პირველად აღმოვაჩინე, როცა მივხვდი და როცა ბოლომდე გავიაზრე – რომ ნამდვილად მიყვარდა; მაშინ გაცილებით ემოციური, მორცხვი და მორიდებული ვიყავი, ვიდრე ეხლა ვარ მაგრამ ამის თქმა მაინც არ გამჭირვებია.. ხოდა, დღეს მთელი დღეა ვავლებ პარალელებს ჩემსა და მას შორის და გულწრფელად მეცინება, რადგან მეც რამდენიმე დღის წინ ისეთივე რეაქცია მქონდა, როგორც მას – და მე მიკვირდა მაშინ, რატომ ეჩვენება წარმოუდგენლად, ან საერთოდ, ხომ არ გონია ვატყუებ მეთქი 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მომბეზრდა..

რაც დედამიწაზე დავბრუნდი და “გავრეალისტდი” მას მერე კიდევ უამრავ რამეს მივხვდი და ბევრიც მიმახვედრეს.. მაგალითად ის, რომ ადამიანის მიმართ – ზომიერზე მეტი ყურადღება და სითბო არ უნდა გამოხატო.. ყველაფერს უნდა ქონდეს თავისი ზომა და წონა.. არანაირი უაზრო კომპლიმენტები, როცა თვლი რომ ის არ იმსახურებს ამას!! რაც არ უნდა მიგაჩნდეს რომ მას ეს ჭირდება, მაინც არ უნდა უთხრა!! არ უნდა უთხრა, რომ ყველაზე კარგი ადამიანია და რომ ბევრს ჯობია..Kakhi's Worldart-bad-boy-bad-girl-badboy ფეისბუქზე ერთ-ერთი ფრენდის პოსტი წავიკითხე (ფეისბუქზე დაბრუნება, ეს ცალკე თემაა), რომ – “ბევრს არ უნდა გაუყადრო თავიო” და დავცინე, მაშინ ვერ გავიგე სწორად, პირდაპირი მნიშვნელობით მივიღე და ვიფიქრე ალბათ რაღაც თავში აქვს ავარდნილი მეთქი მაგრამ ეხლა, რაღაც მომენტში, მესმის ის რასაც გულისხმობდა, რისი თქმაც უნდოდა ამით.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 5 Comments

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

კაზუალური

ცხოვრებაში არასოდეს, არავის, აღაფერს აღარ დავპირდები!!

ცხოვრებაში არავის მივცემ არავითარ უფლებას

ცხოვრებაში აღარაფერს ვინანებ

ცხოვრებაში აღარ დავუშვებ (გამოუსწორებელ) შეცდომებს

ცხოვრებაში არასოდეს აღარ გავიმეორებ – მე იდიოტი ვარ!!

..მაგრამ კაცმა არ იცის რა მოხდება ცხოვრებაში

დღეს პირველი დეკემბერია და ისე მგონია თითქოს ზამთარი დღეს დადგა, უკვე მესამე ღამეს ვათენებ და იმ იმედით, რომ ყურადღებას სხვა რამეზე ან ვინმეზე გადავიტან, უშედოგოდ მივდივარ ერთ სიტყვიან დასკვნამდე – გამორიცხულია.

არადა რამდენი დრაფტი დაგროვდა უკვე, არადა უკვე მერამდენედ დავიწყე ახალი აბზაციდან ყველაფრის დაწერა მაგრამ ბოლოს იმ აზრამდე ვჯერდები, რომ ერთი დიდი უაზრობაა ეს ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი არ შევიცვლები-მეთქი არაფერი გამომივიდა, ამ დროს თურმე ძნელია არ შეიცვალო, თურმე მართლა ძნელი ყოფილა.  ძნელი კი არა – შეუძლებელი.. შეუძლებლობა იქით იყოს და თურმე აუცილებელიც ყოფილა. აუცილებელი, რომ არ გაგიჟდე, ან იმ დასკვნამდე არ მიხვიდე, რომ ზედმეტი ვარ ამ სამყაროში-ო.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 3 Comments

პრეტენზიული პოსტი

ტვინში იდეების და შემდეგ ამ იდეების პრაქტიკაში გნხორციელების დეფიციტს განვიცდი. ყოველთვის ვთვლიდი რომ შეუძლებელი არაფერია, ამ აზრზე ვარ ახლაც მაგრამ ამ ბოლო დროს სხვებს უფრო ვმოძრვრავ ამით და სხვებს უფრო ვუბიძგებ აქტიურობისკენ ვიდრე საკუთარ თავს. შემიძლია ვიყო სხვებისგან მომთხოვნი მაგრამ საკუთარ თავს მაინც როგორც ყველაზე სუბიექტურს ისე ვექცევი.

უნაკლო ადამიანი არ არსებობს, ამაში მაშინ დავრწმუნდი როცა ზედიზედ უამრავმა ადამიანმა მიმითითა სხვადასხვა ჩემს ნაკლოვანებებზე.

ალბათ როგორც ყველა ადამიანს არც მე მიყვარს საკუთარ თავში ნაკლის ძიება და მითუმეტეს პოვნა მაგრამ ზოგჯერ აუცილებელიც კია, როცა მგონია რომ ვიქცევი სწორად და ამით “კმაყოფილი” ვარ –ისე იცვლება ბოლოს ვითარება რომ ვხვდები უბრალოდ თავს ვისულელებდი და არაფერიც არ იყო კარგად, ვხვდები რომ ჩემი დიდი მონდომებიდან გამომდინარე წარმოვიდგენდი და ვიჯერებდი თითქოს ცოტაც და შეუდარებელი ვიყავი. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 6 Comments

ნაცრისფერი პოსტი

ყველაზე მტკივნეული მომენტი ის არის როცა თანდათან ხვდები რომ ყველაზე ახლო მეგობარი შენთან უკვე მხოლოდ ანგარების გამო მეგობრობს – მაგრამ თვალს ხუჭავ.

ყველაზე საშინელი მომენტი ის არის როცა დასახული მიზნისკენ მიდიხარ და როცა სულ რამოდენიმე დაბიჯიღა გრჩება მაშინ ხვდები რომ სისულელეა ყველაფერი – მაგრამ თავს იტყუებ.

ყველაზე აუტელი გრძნობა კი ის არის როცა საყვარელ ადამიანს სიგიჟემდე მიყავრხარ, მდგომარეობიდან გამოყავხარ და ვერაფერს ეუბნები – ჩუმად ხარ.

რომ დავფიქრდე ალბათ ცხოვრებაში ერთადერთი სიხარული და გინდ ბედნიერება მაინც ჩემივე ოპტიმიზმიდან გამოწვეული იმედია 😐 იმედი რომ რაღაც შეიცვლება და რაღაცეები უცვლელი დარჩება. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 11 Comments

ეს ყოველთვის ღამე ხდებოდა

მეგონა გადავეჩვიე ღამეების თენებას მაგრამ მივხვდი რომ ეს წარმოუდგენელია, რომ მე ღამის ცხოვრება მიყვარს. მიყვარს სიმშვიდე, მყუდროება, აგონიაში რომ ვარდები თითქოს და ხელს რომ არავინ არ გიშლის, ყველა რომ ღრმა ძილს არის მიცემული. სიჩუმეს ვერასდროს ვიტანდი და თითქოს მომენატრა კიდეც. ღამით ივსება საფერფლე სიგარეტის ნამწვავებით დილით რომ ახალ გაღვიძებულზე არ მჯერა რომ სულ მე მოვწიე, ღამე მახსენდება ყველა და ყველაფერი, ღამე მენატრება, ღამე მძულს და ღამე მიყვარს – ალბათ იმიტომ რომ დღე მძინავს 🙂

ადამიანებს ხომ ეს გვახასიათებს და ლოგიკურიცაა – რასაც ვხედავთ, რასაც ვიაზრებთ იმას ვეთანხმებით სხვა დანარჩენს კი ვუარყოფთ. ბავშვობაში არასდროს გამჩენია სურვილი ვყოფილიყავი კოსმონავტი ან პრეზიდენტი უბრალოდ მინდოდა მეთამაშა, სცენაზეც, ფილმშიც და ალბათ ცხოვრებაშიც. შენდეგ უკვე ამბიციებმაც იმატა და მინდოდა ჩემი სახელიც წარედგინათ შემდეგი სიტყვებით “Oscars go to …” (ან შემდეგ ამოჩემებული ფსევდონიმით) რომელიც ჩემს ბავშვურ ფანტაზიებად რჩებოდა. შემდეგ უკვე მივხვდი რომ არასოდეს არ უნდა ვთქვა არასოდეს და მაინც გავაგრძელე ფიქრი ამაზე. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 12 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: