Posts Tagged With: არჩევანი

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

ამ რამოდენიმე დღის წინ საინტერესო, ნაცნობ და თან ძალიან მტკივნეულ სიტუაციას, სრულიად შემთხვევით შევესწარი და გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა დავკონკრეტდე ამ სიტუაციაზე, ვეცდები მაქსიმალურად აღვწერო ის ძველი იმედგაცრუება, რომელიც გამახსენა და ამომიტივტივა თავში + დამარწმუნა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ სწორია..

არც ისე შორეულ წარსულში, სადაც ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ორივეს თავისი მიზიდულობის კანონი გააჩნდა, ვერც ერთს ვერ ეყო ბოლომდე იმის ძალა, რომ ‘გადავებირე’.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა – ადრე, რომელიღაც პოსტში ვწერდი ”ეს, მთელი ბავშვობა და ერთად გატარებული წლები არ მემეტება დასაკარგად-მეთქი„ მაგრამ როცა ადამიანს ცდილობ რომ ყველაფერი გაუგო, აპატიო, ბევრი გაუტარო და ა.შ ბოლოს ძალიან ზარალდები, თვითონ ზარალდები, ორმაგად და მე პირდაპირ გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მეცადა და ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, უბრალოდ ის დარჩა ჩემს გვერდით და მე აღარ ვცდილობდი მასში დადებითის და უარყოფითის ძებნას..

ერთმანეთის ცხოვრებაში ვიყავით ყველაზე ნაცნობები – ყველაზე უცხოებივით.. ჯერ დროის ფაქტორი, მერე პატარა დინსტანციები, მერე უხერხული სიჩუმეები და ბოლოს ვეღარც სასაუბრო თემის პოვნა – აქ მივხვდი, რომ მე ის დავკარგე, ის ადამიანი დავკარგე ვის გამოც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.. უანგაროდ.. ვის გამოც იმ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა დავთმე, რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც ვუყვარდი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ, მართალია მან არ იცის, ვერც გაიგებს და ვერც მიხვდება მაგრამ მე ვცდილობდი ყველანაირად შემენარჩუნებინა ჩვენი ურთიერთობა.. უშედეგოდ..

Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

ჩემნაირებისთვის

ზოგადად ხომ ასეა, რასაც ყველაზე ძალიან ვუფრთხილდებით სწორედ იმას ვკარგავთ ხოლმე, ხოდა უკეთესად გაუფრთხილდით!! უკეთესად, რადგან დღეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი დავკარგე, კაცმა რომ თქვას დიდი არაფერი იყო იმ ამბებთან შედარებით რასაც და ვისაც უკავშირდებოდა, თუმცა მაინც ძალიან “გამიტყდა” (ეს ისე, მაგალითისთვის, ცხელ–ცხელი ნიუსებიდან) ხო და თქვენც ზოგადად, ყველას და ყველაფერს ისე გაუფრთხილდით, ისე, რომ არასოდეს დაკარგოთ!! 😉

ამისათვის: 1. არასოდეს მოადუნო ყურადღება; 2. არასოდეს მიიღო და გაატარო არასასიამოვნო ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ რომ კამათი აირიდო თავიდან; 3. ესაუბრეთ რაც შეიძლება მეტი მომავალზე, საერთო მომავალზე; 4. არ უთხრა ისეთი რამ რაც გულს ატკენს (მე მაინც იმ პრინციპზე ვარ რომ რაიმეს დამალვა ტყუილს სულაც არ ნიშნავს); 5. არასოდეს უთხრა პირდაპირ, დაუფიქრებლად და გადაჭრით, რომ Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ეს ისე – უსათაუროდ

უცნაური შედარებით ვიწყებ მაგრამ არაუშავს

ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს.

გალაქტიკა არაფრით განსხვავდება დედამიწისგან, როგორც გალაქტიკაში, (მარტივად რომ ვთქვათ) ცაზე არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან კაშკაშებენ და ისეთებიც, რომლებიც ოდნავ ბჟუტავენ – ზუსტად ასევეა დედამიწაზე ადამიანების როლები ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ჯიუტი პრინციპების გამო თავს ბოლომდე ვაჯერებთ, რომ უსასრულობა არსებობს, განუსაზღვრელი საზომი ერთეულით. ადრე თუ გვიან, ნებით თუ ინებლიედ კი მაინც ქრებიან ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები და ჩვენ ამ დროს უბრალოდ ისღა დაგვრჩენია ლამაზი სურვილები ჩავიფიქროთ, შემდეგ ვახელთ თვალებს და ტკბილი ღიმილი გვეყინება სახეზე, რადგან გვახსენდება, რომ არაფერი დარჩა მისი ერთ წამიანი ლამაზი სანახაობისგან, თუ არ ჩავთვლით ოპტიმისტს ოცნებების შესახებ და იმედს *მოგონებებს.. (ეს ისე) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

“სამი კურდღელი” და არჩევანი

კმარა, რომ თვალი გადაავლო სიცოცხლეს, გარშემო იმ აფორიაქებულ ქვეყნას, რომელიც შენს გარშემო ღვივის, რომ ცხობვრების სურვილი და ამ ცხოვრებაში რაიმე ღირებულის შექმნა მოგინდება 🙂 (რას და როგორ შექმნი ეს უკვე ინდივიდუალური ხედვის ფაქტორია და დიდი მნიშვნელობა არც აქვს)

რაღაცის დასასრული – ყოველთვის რაღაცის დასაწყისია, ასე გრძელდება უსასრულოდ და ამ ჯაჭვურ გადაბმებში იქმნება ცხოვრება. თვითონ ცხოვრების დასასრლუცკი არ ნიშნავს დასასრულს 🙂

ამ მდუმარებაში კი გაზაფხული მოვიდა, შემოდგომის შემდეგ ყველაზე ძალიან გაზაფხულის დადგომა მიყვარს. სიყვარული ხმამაღალი ნათქვამია, უფრო მომწონს ის, რომ მიძინებული ემოციების, ხასიათების გაღვიძების, გამოფხიზლების, აყვავების და რაღაცის დასაწყსის სიმბოლოა, მომწონს როცა სიცივეს შეჩვეული გარეთ თბილი და სურნელოვანი ჰაერი მხვდება. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 2 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: