Posts Tagged With: ახალი ცხოვრება

შორიდან დანახული რეალობა

                              ზოგჯერ ძალიან მინდა რომ არსებობდეს რამე თანამედროვე მოწყობილობა, რომელიც ჩემს ფიქრებს ჩაინიშნავს და ავტომატურად დაწერს აქ (დრაფტებში), რადგან როცა ფიქრობ ერთია და როცა ამ ნაფიქრს წერ – მეორე.. ზოგჯერ მინდა რომ ამ ცხოვრებას სადმე რესტრატი ვუპოვო, გადავტვირთო და შემდეგ უპრობლემოდ დავიწყო ახალი ცხოვრება, ჩაპროგრამებული ახალი ანტივურესებით და გასუფთავებული D დისკით 🙂 აქამდე დრაფტში ერთი დასრულებული პოსტი მეწერა ახალ ცხოვრებაზე, რომელიც მეგონა რომ უკვე დავიწყე.. იმ ახალ ცხოვრებაზე, რომელშიც ეს ახალი გარემო, ახალი სახლი, ახალი ნაცნობები, ახალი სალაპარაკო ენა და ახალი დასახული მიზნები დამეხმარებოდნენ დამეწყო ცხოვრება სუფთა ფურცლიდან. სიტყვა სიტყვით აღვწერდი, მდგომარეობას, სიტუაციას და alone-boy-cigarret-grunger-Favim.com-5094465პერიოდებს, თუ რატომ მინდოდა ძველი ცხოვრების დავიწყება მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელი, თან როცა მარტო ვარ.. და მე უკვე მეორე წელია მარტო ვარ..

თურმე ძალიან ძნელია დაივიწყო ადამიანები,  რომლებმაც შენი ცხოვრება, რაღაც ეტაპზე რადიკალურად შეცვალეს, ბევრი რამ გასწავლეს და ჩამოგაყალიბეს. აქ ძალიან რთულია ამ პარადოქსს გაუმკლავდე, როცა გინდა ახალი ცხოვრების დაწყება მაგრამ გენანება მსხვერპლად შეწირო ყველა ის კარგი მოგონება, რომელიც მათთან გაკავშირებს.. გახსენდება მთავარი დევიზი, რომელიც სულ პირველად „რა მნიშვნელობა აქვს“ იყო და როგორ შეიცვალა „არასოდეს თქვა არასოდეს-ით“, ბოლოს კი როგორ ტრანსფორმირდა და გახდა „ყველაფერი წინ არის“.. ყველაფერი წინ არის მაგრამ უკან რამდენი რამ და ვინმე მრჩება, რა დათვლის.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | დატოვე კომენტარი

∞-ის დასასრულის დასაწყისი

ყველას ცხოვრებაში დგება გარდამტეხი პერიოდები, როცა თავად ცხოვრება, შენი ნებით თუ უნებლიედ იცვლება, კალაპოტს იცვლის, სხვა გეზით, მიმართულებით, პრინციპით და მორალით მიედინება და შენ ამ დროს დგები და უბრალოდ დინებას მიყვები. ამ დროს ყველა, შენი ნაცნობი თუ უცნობი წარმატებას და კეთილ სურვილებს გისურვებს მაგრამ რეალურად არავინ იცის რა მოხდება მომავალში. არავინ იცის და სხვები ამას დიდად არც განიცდიან რა იქნება, რა მოხდება, რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში, ყველას ხომ თავისი მომავალი აქვს და შენც შენი არჩევანით აწყობ პრიორიტეტებს, ისახავ მიზანს და ალბათ (იშვიათად მაგრამ მაინც) მოიხედები უკან, იმის გადასამოწმებლად, სადმე რამე შეცდომა ხომ არ დაუშვი. სწორედ ამ გარდამტეხ პერიოდებში ხდება, როცა სუფთა ფურცლიდან გინდა ყველაფრის დაწყება და ცდილობ იმ ახალ ცხოვრებაში, სადაც ყველაფერი ახალი, სუფთა და თავისუფალია, არ გადაიყოლო ძველი, ბინძური, დახეული, დაჭმუჭნული და გახუნებული შეცდომები, რომელსაც მუდმივად, ყოველ მეორე ნაბიჯზე იმაორებდი და იმეორებდი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: