Posts Tagged With: ახალი წელი

ორი ათას თექვსმეტი

ესეც ასე, ჩემი ოცდამეოთხე ახალი წელი მოდის, ორი ათას ჩვიდმეტი წელი, მამლის წელი, ჩემი წელი და მეორე წელი უშენოდ 🙂 რაც არ უნდა ვცადო ისევ ისეთი მხიარული პოსტი არ გამომივა, როგორებსაც ადრე ვწერდი ხოლმე, ბუნებრივია, რადგან აღარც ისეთი ხალისიანი ვარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც შევეცდები ისევ ისეთი პირდაპირი და გულწრფელი ვიყო, როგორც ადრე 🙂

სანამ იმის მოყოლას დავიწყებდე, რა იყო ახალი ამ წელს, რა მომიტანა, რა წამართვა, რა მასწავლა და ა.შ ბლა ბლა ბლა შემაჯამებელი ბანალური ფრაზებით, გეტყვი, რომ ძალიან მომენატრე, უფრო და უფრო ძალიან მენატრები, იმაზე ძალიან ვიდრე წარმოგიდგენია და გგონია.. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, სამწუხაროდ.. ხო.. გავაგრძელოთ..

წელს ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამე შეიცვალა, უამრავი ადამიანი გამოჩნდა და იმაზე მეტი გაქრა ვიდრე იყო.. ვის ადარდებს, მეც შევიცვალე (თუმცა ამას უფრო გაზრდას დავარქმევდი), გავიზარდე.. მომემატა გამოცდილება, პატარ-პატარა თავგადასავლები, ისტორიები, ცოტა პრობლემებიც, ასაკიც და იდეები, ოცნებები, რომლებიც ვერ ავისრულე ამ წელს, კარგად გადასახედია – ღირს კი რომ ავისრულო მომავალ წელს(?!).. იყო იმედგაცრუებაც, წარმატებაც, მოულოდნელობაც, გართობაც, დეპრესიებიც, მოკლედ, როგორც ცხოვრებაში ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.. 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , | 3 Comments

ზრდის I საფეხური – იდეა

ბავშვობაში არასოდეს მიოცნებია არც მწერლობაზე, არც კოსმონავტობაზე და არც იმაზე, თუ როდის გავიზრდებოდი დიდი. არასოდეს მქონია ამბიცია, რომ რაიმე საკითხში რევოლუციონერი ვიქნებოდი, ანდაც გამომგონებელი. არც იმის სურვილი მტანჯავდა, რომ ვინმესთვის რაიმე დამემტკიცებინა, არასოდეს მინატრია ძალაუფლება (თავიდანვე ვიცოდი ადამიანს რა ადესპოტებდა) მაგრამ ამ ყველაფრისდა მიუხედავად, ჩემთვის მაინც ვჯღაპნიდი ხოლმე პატარ-პატარა ჩანახატებს, ღრუბლებშიც ხშირად დავფრინავდი და ზოგჯერ იმაზე მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ეს ნორმალური იყო მაშინდელ ჩემს ასაკთან შედარებით.. მინდოდა თუ არა, მიწევდა ბოლო ხმით და ყველა შესაძლო ხერხებით, სხვისი თუ ჩემი უფლებების დაცვა, როცა უსამართლობას ვხედავდი და აი, ამ დიდებულმა ძალაუფლების სურვილმაც დროსთან ერთად იჩინა თავი.. მაგრამ შეცვლილი დამოკიდებულებით: ძალაუფლება არ არის ცუდი, მთავარია როგორ გამოიყენებ მას.. რაც უფრო ჩქარა გადის დრო, მით უფრო სწრაფად იცვლება წარმოდგენები, რეალურობის აღქმა და ა.შ Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ვაცილებთ 2015-ს

წელს ბლოგზე არც ისე აქტიური ვიყავი, როგორც მაგალითად შარშან და ეს ძალიან ბევრი და სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, ამაზე საუბარს არ აქვს აზრი, საბოლოოდ მაინც იქეთ მივდივარ, რომ მხოლოდ მაშინ მახსენდება ბლოგის არსებობა, როცა მარტო ვარ, ან რამე მაწუხებს. ვიქნები ბანალური და ტრადიციას არც ამ წელს დავარღვევ, ბოლოსდაბოლოს ხომ ძალიან მიყვარს ახალი წელი, ხოდა, ამ 2015 წელსაც მშვიდად, წყნარად, აუღელვებლად გავაცილებ, თავისი კარგი და ცუდი ამბებით.

სიმართლე რომ ვთქვა, წელს კარგიც და ცუდიც ერთმანეთს წონიდა, თანაბრად იყო სიხარულიც და იმედგაცრუებაც. საბოლოოდ კი ეს წელი უფრო მომავალი წლის დაგეგმვას გავდა, ვიდრე რეალურად შარშანდელი გეგმების განხორციელებას. წლიდან წლამდე ისე საგრძნობლად იცვლება ყველაფერი, თან ისე მოულოდნელად, რომ თუ არ დავიჩემე მაინცდამაინც რამე, ისე სწრაფად კარგავს აზრს გეგმები, ისე უცებ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი სულ უმნიშვნელოდ, რომ ისევ “რა მნიშვნელობა აქვს-მდე” მივდივარ ხოლმე 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

მგზავრის წერილების მაგვარი

დილიდან აკვიატებულ სიმღერასთან ერთად ერთი, ძალინ, ძალიან ძველი ნაცნობის სიტყვები გამახსენდა – “ბავშვობიდან სულ მინდოდა, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი”-ო, მაშინ ამისთვის არ მიმიქცევია დიდად ყურადღება და ეხლაც ვერ ვხვდები ბოლომდე, აღარ მახსოვს ზუსტად რას გულისხმობდა მაგრამ რატომღაც დამამახსოვრდა და აკვიატებულ მუსიკასთან ერთად ტრიალებდა და ტრიალებდა, მეც სიცხიანი ვიწექი მთელი დღე და ვფიქრობდი, რაზე აღარ 🙂 ხან მასზე, ხან ბავშვობაზე, ხან ზოგადად ბედნიერებაზე და საბოლოოდ იმ გადაწყვეტილებამდე მივედი, რომ რაღაც უნდა შევცვალო და ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყო..

… და საერთოდ, მიყვარდა მასთან საუბარი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ზე განათლებული, ინტელექტუალი და კარგი მოსაუბრე იყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ კარგ რჩევებს მაძლევდა და ხშირად მხოლოდ მისი აზრი გამითვალისწინებია, არც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ყველაფერი იცოდა და ყველაზე საჭირო მომენტში გვერდში მედგა ხოლმე, მე მიყვარდა მასთან საუბარი, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ესმოდა ჩემი, ისევე, როგორც მე მესმოდა მისი, როცა მეუბნებოდა, “ნდობა არ არის გრძნობა, ეს დამოკიდებულებაა მაგრამ განსაზღვრავს ყველა სხვა გრძნობას”-ო 🙂 მე კი, როგორც წესი, ამ დროს აღტაცებით ვუყურებდი და ვცდილობდი თითოეულ Kakhi's World - nigabi - ნიღაბიწინადადებაში დამეჭირა ის იდეა, რატომაც მეუბნებოდა. უმეტესობაში ვეთანხმებოდი, გარდა ერთისა, ადამიანი არასოდეს იცვლება!! ახლა ეს ადამიანი აღარც საქართველოშია და აღარც იმდენი დრო გვაქვს, რომ მსგავს თემებზე ვისაუბროთ..

..ადამიანს არასოდეს შეუძლია შეცვლა, ის ყოველთვის ისეთი რჩება და იქნება როგორიც იყო და არის. შეიძლება ტრანსფორმირდეს გარკვეული დროით, გარკვეულ წრეში, საჭიროებისამებრ მაგრამ ის მაინც ის დარჩება რაც იყო, როგორიც გაჩნდა, და ადრე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნდება თავის შინაგან ზნე-ჩვევებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ადამიანი არასოდეს, არასოდეს შეიცვლება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

წინასაახალწლო პოსტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზედმეტი მხატვრული ხერხების და გადატანითი (ქვე) ტექსტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან წინასაახალწლო განწყობა უკვე მოვიდა 🙂 აი ისეთი განწობა, ძველ პოსტებში რომ ვწერდი ხოლმე, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით – ოდნავ თავშეკავებული გავხდი. როდის, როგორ და რატომ მოხდა არ ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს. ვგრძნობ რომ მიხარია, ვგრძნობ რომ მასაც უხარია და ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია.

სულ რამდენიმე წუთის წინ საახალწლო ფლეი ლისთი გავხსენი დაKakhi's World-animal-mouse-snow-winter ალბათ ამის ბრალიც არის, უკვე ფოიერვერკს ველოდები 🙂 მაგრამ ჯერ მანამდე თოვლი უნდა მოვიდეს. ბლოგზე უკვე თოვს მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არც მხოლოდ ნაძვის ხე და მორთულ/მოკაშკაშე ქუჩები!! თოვლი – ეს ცალკე აღსანიშნავი და სასურველი თემაა ახალ წელს. აბა ის რა ახალი წელია, ცხელ შოკოლადს/ყავას/ჩაის რომ სვამ, ფანჯრიდან გაიხედები და გარეთ თოვლი არ დაგხვდება.. მოკლედ, არ მაინტერესებს!! წელს ახალი წელი არ დადგება თუ თოვლი არ მოვიდა, პრეტენზიები არ მიიღება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

2013 ±

იანვარი: +
თებერვალი: +
მარტი: +
აპრილი: –
მაისი: +
ივნისი: –
ივლისი: +
აგვისტო: +
სექტემბერი:
ოქტომბერი: –
ნოემბერი: –
დეკემბერი: ±
2013 = “დედა შვილს ხელში არ აიყვანს„ წელი იყო ヅ
ხოდა ველოდებით, დიდი იმედებით 2014 წელს.. დაწვრილებით მომავალ წელს დავწერ.. გილოცავთ დამდეგს ♥

(P.S პირველი პოსტი მობილურიდან)

Categories: My Life | ტეგები: , | დატოვე კომენტარი

ბედნიერი

ჩემს წინა პოსტს თუ დავუჯერებთ ძალიან მაგარი ახალი წელი უნდა მქონოდა 🙂

მაგრამ ამჯერად, სრულიად მოულოდნელად, იმაზე მაგარი ახალი წელი დამიდგა ვიდრე ყველაზე ლამაზ ოცნებაში შეიძლებოდა წარმომედგინა!!

ამ ახალ წელს, ამ ბედობას და ამ შობას მივხვდი რომ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის სულ ცოტა კმარა. მთავარია, იმედი არასოდეს არ დაკარგო, არასოდეს იფიქრო რომ შენ არ შეგიძლია, არასოდეს თქვა -მე დავმარცხდი!! ყოველთვის გააკეთე ის რაც შენ გინდა და არასოდეს თქვა არასოდეს.

Kakhi's World - beautiful-lightaშენი ოცნებებისთვის უნდა იცხოვრო!! მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.

მშვიდი გარემო, ფეერვერკების ყრუ ხმაური, საყვარელი ადამიანის სითბო და თითო ჭიქა შამპანიური, ეს ის ზღაპარია სადაც სასწაულების ჯერათ, ეს ის ახდენილი ოცნებაა რომელიც ყოველთვის გაგახსენებს თავს და უნებურად სახეზე ღიმილი გაითამაშებს, ეს ის საღამოა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი მოგონებების სკივრში ემოციურ და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

არაფერია შემთხვევითი ამ ქვეყანაზე, ყველაფერს თავისი ლოგიკა და მიზანი გააჩნია. სიყვარულიც ასეთია, ყველანი ერთამენთის ცხოვრებაში ჯაჭვური რეაქციით ვართ დაკავშირებული, ყველანი ერთმანეთის ცხოვრებას ვქმნით, ერთმანეთის ბედს განვსაზღვრავთ. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

საახალწლო პოსტი – ჩემი 2012

ახალი წელი – ეს ის დღეა, ეს ის მოლოდინი და დღესასწაულია რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, საკუთარ დაბადების დღეზე უფრო ძალიან მიყვარს ეს დღე. ხოდა დგება 2013 წელი, მიუხედავად 21 დეკემრის და ამ წელს მომხდარი დაძაბულობების ორომტრიალისა.

მეც ბლოგი ამოვაარქივე, დამაინტერესა რას ვწერდი ზუსტად 1 წლის წინ და გამახსენდა, რომ არც თუ ისეთი კარგი დღეები მქონია წინასაახალწლოდ. როგორც ყოველთვის ვემზადებოდი მაგრამ არა იმ დიდი ენთუზიაზმით როგორც წელს. შარშან ისევ რაღაცაზე ვწუწუნებდი და ისევ რაღაცაზე ვნერვიულობდი 🙂

Kakhi's World - love-cute-girls-couples-christmasწელს ასე არ ვარ, ზუსტად ვიცი როგორი ახალი წელი მექნება (მინდა რომ მქონდეს). დაახლოებით ზუსტად ვხვდები რა მოხდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ ვისთან ერთად შევხვდები 🙂

ისე, ამ წელს თუ გადავხედავ ნამდვილად არ მქონია ცუდი წელი, სასიამოვნო და ბედნიერები ბედობა მქონდა და ალბათ მაგიტომ.

არ მიყვარს ერთფეროვანი დათარიღებები და დაკონკრეტებები – არც ქრონოლოგიას მივყვები. უბრალოდ აღვნიშნავ 2012 წელს მომხდარ საინტერესო და უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში: Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

არეულ–დარეული გეგმები

ვერასოდეს ვერ ვახერხებ დღის განრიგი შევადგინო და ისე გავიდეს დღე რომ არ დაირღვეს, ყოველთვის მაინც ისე ხდება როგორც ფილმებში, მობილურზე ერთი მოულოდნელი ზარი რომ ცვლის ყველაფერს და აკურატულად დაწყობილი გეგმები რომ რადიკალურად იცვლება.

აი მაგალითად როგორც გუშინ ან დღეს, მთელი ორი დღის დაწყობილი გეგმები წყალში ჩამეყარა და აირ-დაირია. წინასწარ არასოდეს მყვარებია ლაპარაკი მაგრამ ვატყობ არც რაიმეს დაგეგმვა არ შემიძლია.

ალბათ ზოგჯერ ან დრო არ მყოფნის ან ნებისყოფა

მახსოვს 2011 წლის მიწურულს, საახალწლოდ ვთქვი, დავპოსტე და პირობაც მივეცი ჩემს თავს რომ 2012 წელში მხოლოდ საკუთარ თვზე ვიფიქრებ და იმდენ ყურადღებას და დროს აღარ დავუთმობ სხვებს როგორც ადრე ვაკეთებდი მაგრამ ეს პირობაც ვერ შევუსრულე საკუთარ თავს (არადა მახსოვს ვიღაც კომენტარებში მეწინააღმდეგებოდა ეგ შეუძლებელია, ვერ შეძლებო, მე კიდე როგორ მეგონა რომ შევძლებდი)

მაინც ისევ ისეთი გამოუსწორებელი გულუბრყვილო დავრჩი.

არ ვარ იმპულსური რომ უცებ მივიღო გადაწვეტილება მაგრამ სხვებს ეს ჩემზე კარგად ესმით და ძალით თუ ნებით მიწევს რაღაცეების დათმობა, ზოგჯერ გაზვიადებაც და შემდეგ ისე გამოვდივარ რომ საკუთარი თავი მძულს. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 7 Comments

Spread the love

ამ რამოდენიმე დღის წინ ვფიქრობდი რა გამიკეთებია მნიშვნელოვანი ზოგადად და რა არა – 2011 წელს. მივხვდი რომ საერთოდ მთელი წელი სხვებისთვის ვიცხოვრე. არა, სხვებისთვის არა – მეგობრებისთვის და ახლო ნათესავებისთვის. ზოგჯერ საკუთარ თავზე წინაც ვაყენებდი და შორიდან მარტივად რომ ვთქვათ მათ ყურმოჭრილ მონას ვგავდი ალბათ მაგრამ რა თქმა უნდა ამას მთელი გულით ვაკეთებდი. ამ ერთი წლის განმავლობაში საკუთარ თავს მხოლოდ ერთი სულპრიზი, მოულოდნელად და ისიც სხვების დამსახურებით მოვუწყე.

ალბათ ეს ბლოგსაც ეტყობა ერთი შეხედვით, ის რომ ყველა პოსტში რაღაცას ვწუწუნებ 🙂 უმეტეს შემთხვევაში კი გრძნობებზე განვიცდი, ხან სიყვარულის დღის მეშინოდა, ხან მეგობრების სასიყვარულო ისტორიებს ვწერდი, ხან ვოპტიმისტობდი და თავს არ ვუტყდებოდი იმაში რომ ბრმა ვიყავი. ზაფხულის სეზონური ფლირტებით თავს ვიტყუებდი და თავი მაჩო მეგონა თუმცა კი ვიცოდი ეს დროებითი იყო.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ მთელი წელი სხვის პირადებს ვაგვარებდი, ვეხმარებოდი სასიყვარულო რომენბში, შეხვედრებში და სუპრიზებში, საკუთარი კი არეული მქონდა, არა უფრო სწორედ საერთოდ არ მქონდა. მეგობრების შემხედვარე ვიყავი მეც ბედნიერი და თავი ასე თუ ისე მაინც ბედნიერი მეგონა 🙂 მაგრამ სინამდვილეში მიუხედავად იმისა რომ რატომღაც ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი მაინც მარტოობის შეგრძნება მქონდა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 3 Comments

მოვიფიქრებ “რამეს”

დღეს დილით კლასელმა დამირეკა (გამაღვიძა) დიდი მოკითხვის და საუბრის შემდეგ მკითხა ამ ახალ წელს რას აპირებო, დავიბენი იმიტომ რომ არ ვიცოდი რა მეპასუხა. როგორც ადრე, როგორც ყოველთვის სახლში ვხვდებოდი და შემდეგ მეგობრებთან გავრბოდი მაგრამ ამჯერად მეგობრები გარკვეული მიზეზებისდაგამო მიმოიფანტნენ (ზოგი სოფელში წავიდა, იქ უნდა შეხვდეს ახალ წელს, ზოგი ჯარშია, ზოგიც საერთოდ ადრევე დააწვა საზღვარგარეთ) და მარტო მე შემოვრჩი თბილისსა შინა.

კაი, შევხვდები ახალ წელს სახლში, როგორც უკვე ოჯახის ტრადიცია. მერე რა ვქნა არ ვიცი, არადა სახლში გამჩერებელი ნამდვილად არ ვარ. რატომ?? იმიტომ რომ დაახლოებით 15 კაცი იკრიბება ოჯახში ამ დროს და აქედან მაქსიმუმ 2 კაცი თუა ჩემდმი კეთილგანწყობილი, ხო გაგიკვირდებათ და ასეა, ისინიც კი ვინც ვერ წარმოვიდგენდი ჩემს სახლში იყრიან თავს და ერთად აპირებენ ახალი წლის ღამის თევას.

მე კი.. ვიცი ბევრმა თავხედობაში და უზრდელობაშიც შეიძლება ჩამითვალოს მაგრამ რა ვქნა, ვიცი რომ არ მექნება ისეთი ახალი წელი მათთან როგორიც მე მინდა რომ მქონდეს წელს, არ შემიძლია დავჯდე და ვუყურო ამ ხალხს ახალი წლის ღამეს როცა ყველაფერი ამ დროს მიხარია ხოლმე 🙂 შეიძლეა ვცდები და პირიქით, მათთან გავერთო იდეალურად და ყველაზე დასამახსოვრებლად მაგრამ გარისკვა არ მინდა.

ხოდა ვარ ერთ დიდ საგონებელში, რა გავაკეთო ხვალ და სად ავღნიშნო ახალი წელი. ალბათ დღესვე დავურეკავ მეგობარს და სოფლიდან სულ რომ დამჭირდეს ჩავალ და ჩამოვიყვან, მერე სადმე გავალთ და რომელიმე რესტორანში ან კლუბში ავღნიშნავთ.

ეს ახალი წელი რატომღაც მეუაზროვება, ასე ვარ როგორც წესი, ახალი წლის წინა დღეებში რაღაცაზე ვნერვიულობ ყოველთვის, ესეც ტრადიციაა უკვე მგონი :დ აი 31ში კი როცა საათები იწურება მერე ვგრძნობ ენერგიის მოზღვავებას და შინაგან ბედნიერებას. დღეს ან ხვალ ვიდეო პოსტის ჩაწერას ვგეგმავ(დი) მაგრამ ისევ ჩემი დაუდევრობის გამო ციფრული დავკარგე და ამიტომ ვიდეო პოსტის ხსენებისას ხასიათი მიხდება. ალბათ ეღირსება ბლოგს ვიდეო პოსტიც ოდესღაც 😐 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: