Posts Tagged With: ბედნიერი

სახეები

სადაცაა 24 წლის გავხდები და უკვე მგონია, რომ მე დრო არ დამიკარგავს. ნებით თუ უნებლიედ ყველაფერი ვნახე, განვიცადე და გამოვიარე, რისთვისაც შეიძლებოდა გამეძლო და რამაც აქამდე მომიყვანა, თუმცა ჯერ ხომ მაინც ყველაფერი წინ არის.

ვნახე უამრავი გაბოროტებული, განრისხებული და ღვარძლით სავსე სახე, რომელსაც უბრალოდ უნდოდათ ჩემს ადგილას ყოფნა და ვერ იყვნენ, რომელსაც შურდათ ჩემი ბედნიერების და არა ჩემი, რადგან იცოდნენ, ადრე თუ გვიან, ჩემივე ნებით გავაცამტვერებდი ყველაფერს. ეს დასასრული დიდი სეპტონის აფეთქებას გავდა. ერთ ადგილას გაყინვას და უაზრმაზარ სივრცეში ყურებას, სადაც არაფერია გაბოროტებული, განრისხებული და ღვარძლით დასიებული სახეების მეტი. Continue reading

Advertisements
Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

შეყვარებული იდიოტი

ზის და ფიქრობს, ფიქრისგან სისხლი ტვინში უგუბდება და ადექვატურობას კარგავს, აზროვნების უნარს კარგავს. პარალიზებული ზის და მთელი ეს დრო ფიქრობს მაგრამ ერთი ფიქრის დასრულებას ვერ ასწრებს რომ მეორე ფიქრი ჩაუქროლებს, მერე მესამეც აყვება და საბოლოოდ არეული, დაბნეული და გაოგნებული, იმედგაცრუებული და დამარცხებული მუშტს ისეთი სიმწრით კრავს, თითქოს მართლა შეეძლოს არარეალური მაგრამ მყარი კედლის განგრევა, ჩამოშლა, გაქრობა და დავიწყება. ეს უკანასკნელი აქამდეც იცოდა რომ შეუძლებელი იყო მაგრამ თურმე შეუძლებელია არაფერია, ეს სხვა გამოცდილებამ დაუდასტურა, მხოლოდ დროა საჭირო, დრო და შორი მანძილი, თუმცა ამ შემთხვევაში გაბრაზება და ტკივილი იმაზე ძლიერია, რომ არაამქვეყნიური ხმით, ყველაზე უკანასკნელი სიტყვების ბოლო ხმაზე ღრიალიც კი არ ერიდება.

იმ წუთებში ყველაფერზე ერთად ფიქრობს, გარდა იმისა, თუ რას იფიქრებენ სხვები, ზის სამარისებულ სიჩუმეში და სიმწრის ღიმილი აქვს ტუჩებზე შემხმარი. როცა ეგონა, რომ ყველაფერი კარგად იყო, ცოტაც, სულ ცოტა დროც და ყველაფერი იდეალურად აეწყობოდა (და თუმცა გულის სიღრმეში მაინც არ ჯეროდა ბოლომდე ამის) ზუსტად მაშინ თვალწინ თმამად აუფრიალეს სადომაზოხისტური რეალობა, სადაც თვითონ გაყო თავი, იცოდა ეს მაზოხიზმი რასაც ნიშნავდა მაგრამ მაინც გარისკა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Hello from Kakhi’s World

ტრადიციას დავარღვევ და პოსტსკრიპტუმს თავიდანვე ვიტყვი: ვორდპრესის ძველი ძრავა გაცილებით მიმარტივდებოდა და მომწონდა, ვიდრე ახალი 🙂 მაგრამ არც ეს არის პრობლემა..

წლების წინ თუ პოსტებს შორის დროის სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, ცოტა ხანში კვირა გახდა, შემდეგ თვე, ეხლა კი მგონი ყოველ სამ თვეში ერთხელ მახსენდება, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია ვწერო ის, რაც გამიხარდება (ან მეწყინება). მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პოსტის ბოლოს პირობას ვდებ, რომ გამოვსწორდები და სურვილი მაქვს ძველებურად გავაქტიურდე – რაღაც დროის შემდეგ ისევ მავიწყდება ეს პატარა გეგმები, ანდაც უბრალოდ იმის ფონზე, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ ან ვერ ვახერხებ ვწერო, უბრალოდ ვწერო!!.

პრინციპში თავიდან მეგონა, რომ კარგიც იყო, აქტიური ცხოვრება, აქტიური პირადი, გადატვირთული დღის რეჟიმი და ა.შ – მაგრამ რატომაც არა, მოუხედავად იდეალური ცხოვრების და პირადისა, ადამიანს მაინც უნდა გააჩნდეს საკუთარ პირადზე კიდევ უფრო პირადი სივრცე – თუნდაც ჩვენ დავარქვათ მას ბლოგი. მართალია ეს ისეთი პირადიც არ გამოდის როგორსაც ზემოთ აღვწერდი მაგრამ საკუთარ თავთან და მკითხველთან მაინც გაქვს ცივილიზებული ფორმის სიტყვის თავისუფლება!! არანაირი ქვეტექსტებით და ორაზროვანი ფრაზებით საუბარი!! Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

წინასაახალწლო პოსტი

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ზედმეტი მხატვრული ხერხების და გადატანითი (ქვე) ტექსტების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთან წინასაახალწლო განწყობა უკვე მოვიდა 🙂 აი ისეთი განწობა, ძველ პოსტებში რომ ვწერდი ხოლმე, მხოლოდ ერთადერთი განსხვავებით – ოდნავ თავშეკავებული გავხდი. როდის, როგორ და რატომ მოხდა არ ვიცი და პრინციპში არც მაინტერესებს. ვგრძნობ რომ მიხარია, ვგრძნობ რომ მასაც უხარია და ყველაფერი დანარჩენი ზედმეტია.

სულ რამდენიმე წუთის წინ საახალწლო ფლეი ლისთი გავხსენი დაKakhi's World-animal-mouse-snow-winter ალბათ ამის ბრალიც არის, უკვე ფოიერვერკს ველოდები 🙂 მაგრამ ჯერ მანამდე თოვლი უნდა მოვიდეს. ბლოგზე უკვე თოვს მაგრამ ეს არ არის საკმარისი, არც მხოლოდ ნაძვის ხე და მორთულ/მოკაშკაშე ქუჩები!! თოვლი – ეს ცალკე აღსანიშნავი და სასურველი თემაა ახალ წელს. აბა ის რა ახალი წელია, ცხელ შოკოლადს/ყავას/ჩაის რომ სვამ, ფანჯრიდან გაიხედები და გარეთ თოვლი არ დაგხვდება.. მოკლედ, არ მაინტერესებს!! წელს ახალი წელი არ დადგება თუ თოვლი არ მოვიდა, პრეტენზიები არ მიიღება!! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

სამუდამოდ

მახსოვს ადრე ერთ-ერთმა იმ ადამიანთაგანმა, რომელიც ასე თუ ისე კარგად მიცნობს მითხრა -წერას თავი არ დაანებოო. მანაც იცის და მეც, რომ წერა მაინცდამაინც უბადლოდ არ მეხერხება. რაც არ უნდა ვიფიქრო იმას ისე ნათლად მაინც ვერ გადმოვცემ როგორ არის, რადგან ყველაფერი ზოგჯერ ისეთი მარტივია ან რთული, რომ სიტყვები არ არსებობს შესაფერისი.

გარდა ამისა გულმავიწყიც ვარ, ისეთი მნიშვნელოვანი რამ მავიწყდება და ისეთ უმნიშვნელო რამ მახსენდება ხოლმე, რომ საკუთარ თავზე ვღიზიანდები, (ივლისში ბლოგს დაბადების დღეც კი არ მივულოცე, ხო, 3 წლის გავხდი -არადა შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო) აქედან გამომდინარე რთულია ეხლა ის ემოციები დავწერო რისი დაწერაც მინდოდა მაშინ, მაშინ როცა დრაფტებში ვაგროვებდი პატარ-პატარა სტატუსებს, ახლა კი ამ დაობებულ პოსტს უწერია თუ არა გამოქვეყნება ისიც საეჭვოა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ბედნიერი

ჩემს წინა პოსტს თუ დავუჯერებთ ძალიან მაგარი ახალი წელი უნდა მქონოდა 🙂

მაგრამ ამჯერად, სრულიად მოულოდნელად, იმაზე მაგარი ახალი წელი დამიდგა ვიდრე ყველაზე ლამაზ ოცნებაში შეიძლებოდა წარმომედგინა!!

ამ ახალ წელს, ამ ბედობას და ამ შობას მივხვდი რომ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის სულ ცოტა კმარა. მთავარია, იმედი არასოდეს არ დაკარგო, არასოდეს იფიქრო რომ შენ არ შეგიძლია, არასოდეს თქვა -მე დავმარცხდი!! ყოველთვის გააკეთე ის რაც შენ გინდა და არასოდეს თქვა არასოდეს.

Kakhi's World - beautiful-lightaშენი ოცნებებისთვის უნდა იცხოვრო!! მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.

მშვიდი გარემო, ფეერვერკების ყრუ ხმაური, საყვარელი ადამიანის სითბო და თითო ჭიქა შამპანიური, ეს ის ზღაპარია სადაც სასწაულების ჯერათ, ეს ის ახდენილი ოცნებაა რომელიც ყოველთვის გაგახსენებს თავს და უნებურად სახეზე ღიმილი გაითამაშებს, ეს ის საღამოა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი მოგონებების სკივრში ემოციურ და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

არაფერია შემთხვევითი ამ ქვეყანაზე, ყველაფერს თავისი ლოგიკა და მიზანი გააჩნია. სიყვარულიც ასეთია, ყველანი ერთამენთის ცხოვრებაში ჯაჭვური რეაქციით ვართ დაკავშირებული, ყველანი ერთმანეთის ცხოვრებას ვქმნით, ერთმანეთის ბედს განვსაზღვრავთ. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

საახალწლო პოსტი – ჩემი 2012

ახალი წელი – ეს ის დღეა, ეს ის მოლოდინი და დღესასწაულია რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, საკუთარ დაბადების დღეზე უფრო ძალიან მიყვარს ეს დღე. ხოდა დგება 2013 წელი, მიუხედავად 21 დეკემრის და ამ წელს მომხდარი დაძაბულობების ორომტრიალისა.

მეც ბლოგი ამოვაარქივე, დამაინტერესა რას ვწერდი ზუსტად 1 წლის წინ და გამახსენდა, რომ არც თუ ისეთი კარგი დღეები მქონია წინასაახალწლოდ. როგორც ყოველთვის ვემზადებოდი მაგრამ არა იმ დიდი ენთუზიაზმით როგორც წელს. შარშან ისევ რაღაცაზე ვწუწუნებდი და ისევ რაღაცაზე ვნერვიულობდი 🙂

Kakhi's World - love-cute-girls-couples-christmasწელს ასე არ ვარ, ზუსტად ვიცი როგორი ახალი წელი მექნება (მინდა რომ მქონდეს). დაახლოებით ზუსტად ვხვდები რა მოხდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ ვისთან ერთად შევხვდები 🙂

ისე, ამ წელს თუ გადავხედავ ნამდვილად არ მქონია ცუდი წელი, სასიამოვნო და ბედნიერები ბედობა მქონდა და ალბათ მაგიტომ.

არ მიყვარს ერთფეროვანი დათარიღებები და დაკონკრეტებები – არც ქრონოლოგიას მივყვები. უბრალოდ აღვნიშნავ 2012 წელს მომხდარ საინტერესო და უფრო მნიშვნელოვან მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში: Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

რა მინდა სახურავზე(??)

წესით ამ თემაზე ვიდეო პოსტის ჩაწერას ვაპირებდი მაგრამ ვატყობ ამ იდეას განხორციელება არ უწერია, ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს ჩემი სახის მიმიკებს, ხმის ტემბრს და ხედებს რომლებიც არაფრით განსხვავდება სხვებისგან იმას თუ არ ჩავთვლით რომ უბრალოდ მე აქ ვცხოვრობ

რატომ პოსტი მაინცდამაინც სახურავზე ან საერთოდ რა მინდა სახურავზე(??)

ცხრა სართულიანი კორპუსის სახურავია ის ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო ადგილი რომელსაც ყველაზე ხშირად ვსტუმრობ, რა თქმა უნდა მარტო. უმეტეს შემთხვევაში ღამით და რომ გითხრათ შორს მჭვრეტელი თვალებით გავყურებ უკიდეგანო სივრცეს, საიდანაც უამრავი ლამპიონის თუ მძლავრი პროჟექტორების მაინც მოლივლივე პატარა თეთრი წერტილები მოჩანს და ვფიქრობ Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 12 Comments

კიდევ ერთი ახალი პატარა ოჯახი

რამდენია ხანია რაც ქეთა არ მინახია, ბლოგზეც საუკუნეა აღარ მიხსენებია ‘მისი სახელი’, ზებრაც სულ დაიკარგა, მოკლედ, თხოვდება და გონზე არ არის :დ

ხო, რა თქმა უნდა პროგნოზი გამართლდა და ზებრასთან ერთად აპირებს ერთი პატარა ლამაზი ოჯახის შექმნას.

დღეს როგორც იქნა დამითანხმა თავისთან სახლში სტუმრობაზე, მეზარებოდა მაგრამ როგორც ჩვევია სხვა გზას არ მიტოვებს ხოლმე ისეთი რაღაცეებით მაინტრიგებს (მაშანტაჟებს) :დ  მეც დილაუთენია “ავიყარე გუდანაბადი” და დავადექი, რომ დავინახე მართლა ვერ ვიცანი.

რადიკალურად შეცვლილი დამხვდა, ქეთა მე ისევ ის ცანცარა და მხიარული მახსოვდა, კარი კი სულ სხვა ქეთამ გამიღო – იმიჯ შეცვლილმა, თმები ოდნავ ღიად შეუღებია რაც ცისფერ თვალებს პირდაპირ ხატავდა(!!),  მისმა ღიმილიმა რატომღაც ლამაზ კომიქსებში დახატული პერსონაჟი გამახსენა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 7 Comments

ისევ – ბედნიერი ვარ

გრძნობებზე წერა არასდროს მიჭირდა, არ ვყოფილვარ აუდიტორიასთან მორიდებული, მორცხვი და კომპლექსებით გადატვირთული მორიგი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც საკუთარ თავებში იკეტებიან და დეპრესიულები, აგრესიულები ხდებიან.

არასდროს გამტყდომია იმის აღიარება რომ ზოგჯერ ვცდები, ზოგჯერ მეც ვაშავებ, ზოგჯერ ჩემი ბრალია და დამნაშავე ვარ. ბოდიშის და პატიების თხოვნაც არასდროს მომერიდება, მითუმეტეს საყვარელ ადამიანთან.

ამჯერადაც ასე მოხდა, ბოლო რამოდენიმე ხნის უნახავობის გამო დაძაბული ურთიერთობა სრულ დეფორმაციას განიცდიდა, ამ ვითომ პატარა პრობლემის მოგვარება კი რა თქმა უნდა მარტივი იყო, უნდა მენახა.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ თითოეული მისი მესიჯიც კი მაძლევს იმის ენერგიას რომ მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყო და მქონდეს მიზეზი ბედნიერების – წარმოიდგინეთ მისი დანახვა და ელემენტარული შეხება რას მიზამდა, მასთან ერთად ღამის გათენება, ფილმების ყურება და ვახშმობა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

ჩემი ფსიქო-ლოგიკა

ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ამას ვხვდები, იმაზე ძლიერი ეგოისტი გავხდი ვიდრე ვიყავი, კარგად გადაღეჭილმა ნაცისზმაც მგონი ცოტათი უკანაც დაიხია, მგონი რატომღაც შეუძლებელიც გახდა ჩემი მოტყუება. ბოლო დროს იმაზე მხიარული და ცხოვრებისგან მაქსიმალურის მომთხოვნი გავხდი ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ამბიციურობა არასდროს მაკლდა მაგრამ ბედნიერი ვარ იმით რომ ამით ვხვდები რა მინდა და რადგან ვიცი რაც მინდა ალბათ შედარებით მარტივია ცხოვრებაში იყო წარმატებული. ეს ბოლო რამოდენიმე ხანი ჩემდა საბედნიეროდ მხოლოდ სასიამოვნო ამბები ხდება. თანდათან, აკურატულად მწყობრში დგება ჩემი სურვილების განხორციელების საფეხურები და სავარაუდოდ რამოდენიმე თვეში ბოლო დონემდე ავა.

ვინც მოითმენს ის მოიგებსო!! – მართალი ყოფილა. არ მჩვევია მიკიბ-მოკიბული ლაპარაკი, მიყვარს სათქმელის პირდაპირ და გასაგებად თქმა, ზედმეტი თამაშებით და ქვეტექსტებით საუბარს ყოველთვის ვერიდებოდი მაგრამ აშკარად რაღაც ხდება. ადრე ვერ ვანსხვავებდი, უფრო სწორედ ვერ ვხვდებოდი ადამიანების იმ აღტაცებას როცა ამბობდნენ ბედნიერებისათვის ცოტაც კმარაო, თუ ვხვდებოდი მაშინ იმ ცოტასაც ვერ ვპოულობდი, ვიყავი ერთი დაბნეული და საშინლად მოსაწყენი ადამიანი, საკუთარ თავში გამოკეტილი და სხვების ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერების მაძებარი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 10 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: