Posts Tagged With: გიტარა

ჩემი მუსიკები ანუ პირო-ვნებები

ჩემს ბავშვობაში ყველამ კარგად იცოდა რა უნდა ეჩუქებინათ ჩემთვის, რომ ძალიან გამხარებოდა, ეს იყო რაიმე მუსიკალური ინსტრუმენტი ან სათამაშო, რომელიც რომელიმე მელოდიას უკრავდა. boy-and-piano-joe-rudskiმაშინდელ საქართველოში მარტივი არ იყო ეპოვნათ რაიმე მსგავსი სათამაშო და ძირითადად ნამდვილ (ოღონდ პატარა) გიტარას ან პირის გარმონს ან ნამდვილ დიდ, უზარმაზარ ხის პიანინოს მყიდულობდნენ, რომლის სკამსაც კი ვერ ვწვდებოდი ნორმალურად, თუმცა ტრიალებდა და დაკვრის სიამოვნებასთან ერთად ამ სკამზე თავბრუსხვევამდე ტრიალითაც მშვენივრად ვირთობდი ხოლმე თავს :დ ხუმრობა იქით იყოს და ჩემი მელომანობა ბაგა-ბაღიდან რომ იწყება ეს სხვა პოსტებში უკვე ვთქვი მაგრამ დღემდე მახსენებენ ხოლმე ერთ ხუმრობას “კახი, ტანანა ტანანა” საკმარისი იყო რომ შუა ქუჩაში ჩემივე მუსიკალური (ყველა შესაძლო ხერხით) გაფორმებებით მინი კონცერტი მომეწყო :დ ეს ხუმრობაც იქით იყოს და დღემდე ვერაფერს ვაკეთებ გულით თუ არ მესმის მუსიკა, და თუ არ მესმის, გუნებაში მაინც რომ არ ვღიღინებდე ისე არაფერი გამომდის. გუნებაში ღიღინმა კი თავისი ქნა და ახალი მუსიკების წაღიღინება დამაჩემა, შემდეგ დიდ ხანს ამეკვიატებოდა ხოლმე და იმდეხანს მიტრიალებდა თავში, სანამ როგორმე არ “გავაცოცხლებდი” რამენაირად, მერე მავიწყდებოდა, მერე ისევ სხვა ახალი ამეკვიატებოდა ტვინის “მელომანურ” რომელიღაც უჯრედებში და ისევ იგივე ნმეორდებოდა. ასე გრძელდება დღემდე. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მოკლედ.. მე შენ მიყვარხარ!!

მერამდენე აბზაცი წავშალე და მერეღა დავუსვი ჩემ თავს კითხვა

“კახი, ვისთვის ან რისთვის წერ-მეთქი” და პასუხი ვერ გამცა იმან, ვინც აგერ უკვე მეექვსე წელია ბლოგის პატრონად ითვლება (სადაც ასე ძალიან მოუიშვიათა წერას) და ვინც ერთ დროს წერაზე შეყვარებული ადამიანი იყო, შეყვარებული პირდაპირი გაგებით 🙂

როგორც ადრე მჩვეოდა, დავუსვამდი ხოლმე საკუთარ თავს კითხვას და სავარაუდო ვარიანტებიდან ვირჩევდი უკეთესს, მერე ვაანალიზებდი, რატომ იყო ეს პასუხი ყველაზე მართალი და სწორი სხვა დანარჩენებისგან განსხვავებით და ასე “ფილოსოფიურად” ვირთობდი თავს, როცა მუსიკებს ვუსმენდი ან ვხატავდი.. ხო, ცოტა უცნაური თავსატეხია, მე ჩემებური ბავშვური თამაშები მქონდა და ალბათ ეხლაც დროდადრო მახსენებს ხოლმე თავს.. თამაშებზე გამახსენდა და სიამოვნებით ვითამაშებდი თამაშს “მე არასოდეს”, თუმცა არასოდეს მითამაშია და ძალიან მაინტერესებს, არ ვარ აზარტული, ნებისმიერ მომენტში შემიძლია შევწყვიტო თამაში, მაგრამ ოოო ეეს “მე არასოდეს” 🙂 ალბათ ამასაც თავისებური ინტრიგა და ადრენალინი აქვს, არ ვიცი.. ხო.. გადავუხვიე ცოტა სიტყვას და დავუბრუნდები – უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს დამჩემდა ფიქრებში საკუთარ თავთან დიალოგი 🙂 სასაცილოა მაგრამ საკუთარ თავს ვეკამათები, ვედებატები, ვეჩხუბები და ბოლოს მაინც ვრიგდებით 🙂 აი თუნდაც დღეს, იმაზე ვიმტვრიეთ ტვინი, რომ ცხოვრება ხანმოკლე კი არა უსასრულოა, ორი სხვადასხვა მაგალითი, ორი სხვადასხვა მყარი არგუმენტი, ორივე დასაბუთებული და დამტკიცებული..boy-grunge-hipster-indie-Kakhi's World

ეხლა გადავხედე ნაწერს და საკუთარ თავს მრავლობითში მოვიხსენიებ უკვე 😀 არა, მე მეცინება, არ ვნერვიულობ, ეს ხომ ბუნებრივია, არა?? 🙂 ხო.. და რა ხდება ბოლოს?? ბოლოს იმით ვამთავრებთ, რომ ადამიანი როგორც დაიმსახურებს ისევეა ცხოვრებაც, ხან უსასრულო, ხანაც ხანმოკლე.. თუმცა გასაკვირი იქნებოდა, რომ ამ უსამართლო ცხოვრებაში ერთი უსამართლობა აქაც არ ერიოს.. აღარ დავრწვრილმანდები.. ისედაც ეს ყველამ კარგად ვიცით და ვწუხვართ.. ვწუხვართ თუმცა რა, როგორც მრავალგზის ნიჭიერ ადამიანს უთქვამს, მაინც ყველანი დავიხოცებით.. რაც არ უნდა ცუდი რეალობა იყოს, ეს ასეა..

ღამის 3 საათია, ჩაბნელებულ ოთახში ვზივარ, მონიტორით განათებულ მაგიდის კუთხეში დაგდებულ კოლოფში არსებულ უკანასკნელი სიგარეტის ღერისკენ გამირბის თვალი  და ვხვდები, რომ დაახლოებით 20 წუთში მომიწევს მაღაზიაში ჩასვლა და ვცდილობ ეს სიამოვნება მაქსიმალურად გავიხანგრძლივო. მაგრამ ეს ის სიამოვნება არ არის, რომელიც მე ცხოვრებისგან მინდა მივიღო 🙂

მოკლედ.. საკუთარ თავს შევეშვები, ცოტა ხნით.. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს პერიოდულია და იმედია ფსიქო რაღაც-რაღაცებისკენ არ გადაიზრდება..

შევეშვები და ჩემს წინა რამოდენიმე პოსტში ნახსენებ კარგად გადავიწყებულ ახალ ჰობზე გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ყველაფერი აკურატულად ზუსტად დამიწერია და აღარაფერი მაქვს სათქმელი, მაინც გამომრჩა ერთი რამ.. ყველას ალბათ გვაქვს ის თუნდაც ერთი მუსიკა, რომელიც რაღაც კონკრეტულს გვახსენებს. შეიძლება გვიყვარს ან არ გვიყვარს ეს სიმღერა/მელოდია მაგრამ გვახსენებს და რა ვქნათ?? არ მოვუსმინოთ!! 🙂 არა, ასე მარტივადაც არ არის, თან თუ ეს მელოდია შენ აგეკვიატა ტვინის ნახევარსფეროს რომელიღაც მუსიკალურ ნერვულ დაბალოებებში და იქამდე გაღიღინა სანამ არ ააწყობდი, როგორც მელოდიას, ვისთვის ცუდად, ვისთვის როგორ.. 🙂 საბოლოოდ კი გინდა თუ არ გინდა უსმენ და არ გავიწყდება ის კონკრეტული მომენტები, რომელიც შესაძლოა იმ დროისათვის უმნიშვნელო იყო მაგრამ მაინც დალექილა ტვინში.. ძალიან გადავეკიდე ამ ტვინს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

შემთხვევით

გაჩერებაზე დგას ბიჭი და ტრანსპორტს ელოდება, ეტყობა რომ სადღაც აგვიანდება, ამ დროს მოდის გოგო და მის გვერდით დგება, ბიჭი შეხედავს გოგოს და თითქოს საიდანღაც ეცნობა, აშტერდება გოგოს, გოგო კი უხერხულად არიდებს თვალებს.

–შენ ნინო არ ხარ??

გოგო გაკვირვებული უყურებს და დაბნეულს ეღიმება

–კი, ნინო ვარ

–ვერ მიცანი??

–უკაცრავად, ვერ გიხსენებთ –და ყურადღება ისევ ტრანსპორტისკენ გადააქვს რომელიც რა თქმა უნდა იგვიანებს.

–ზაზა ვარ, ვერ მიცანი??

გოგონა დაიბნა

–ვერა –თავს არიდებს

–შენი კარის მეზობელი ვიყავი, გახსოვს ბავშვობაში გიტარაზე დაკვრას რომ გასწავლიდი –და ბიჭს ჩაეღიმა

გოგომ შუბლი შეკრა, დაფიქრდა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და უცებ სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

რა მნიშვნელობა აქვს

თბილისის ქუჩებში დაეხეტები და ფიქრობ რომ შენ არავის ჭირდები, რომ ყველასთცის და ყვალაფრისთვის ზედმეტი ხარ, ეს პატრიოტიზმიც ამოგივიდა ყელში, ლექსების წერასაც კაი ხანია შეეშვი, აღარც მუზა გსტუმრობს, მასაც გადაავიწყდი. მანაც მიგატოვა და დაგივიწყა როგორც უამრავმა ნაცნობმა, მეგობარმა, ნათესავმაც კი. მუზა – გაიფიქრე და ინსტიქტურად შეხედე ფილარმონიის წინ მდგარ ხელებ გაშლილ ქალს რომელიც მუდამ ვაჟნი სახით და ძველმოდური პრიჩოთი მთელ რუსთაველს გადაჰყურებს, ხელში რაღაც გაუგებარი რამ უჭერია თუმცა არც გაინტერესებს რა არის, რა მნიშვნელობა აქვს.. “მუზა”, ვისი მუზაა?? რატომ მაინცდამაინც მუზა.. გრძნობ რომ გაღიზიანებს ეს ქანდაკება.. ლამაზი მაინც იყოს ბოლოსდაბოლოს.. გეზარება ფიქრი, ფიქრითაც კი დაიღალე. ქუჩებში სიარულიც გწყინდება და რომელიღაც კაფეში ჯდები, ისე მყუდროდ იქმნი გარემოს თითქოს სამუდამოდ აპირებ დარჩენას, ერთ ფინჯან ყავას უკვეთავ და სიგარეტს უკიდებ. ფიქრი გეზარება და ყურებში ყურსასმენებს იკეთებ, გულში ღიღინებ თუმცა უხასიათოდ, უგულოდ და შუშაბანდიდან გარეთ გამვლელთ ათვალიერებ. არ გინდა არავის (ნაცნობის) ნახვა. აღარ გინდა, დაიღალე თამაშით, უზარო ღიმილით, უაზრო კომპლიმენებით რომელიც თვითონაც კარგად ხვდები რომ ისეთივე არადამაჯერებელი და ყალბია როგორც უნიჭო მსახიობების როლები. ხვდები რომ დაგღალა ამ ყოველდღიურობამ, ერთფეროვნებამ და ამასთან ერთად გრძნობ რომ ოფიციანტი გიახლოვდება თუმცა ყურადღებას არ აქცევ, არ ხარ ხასიათზე. სხვა დროს აუცილებლად გაუღიმებდი და მადლობას ეტყოდი, ამჯერად კი ისეთი გულგრილი და უხეში ხარ მიუხედავად იმისა რომ ყავა მოგწონს მაინც უკმაყოფილო ხარ მომსახურეობით, სიგარეტს ბოლომდე წვავ, ყავას სვამ და გადიხარ. ყურებში ისევ Avril Lavigne გიმღერის (იმ დროისათვის ბოლო ამოჩემება იყო), ხო, გგონია რომ მხოლოდ შენთვის ჩაწერა ეს სიმღერა და მხოლოდ შენ გაქვს უფლება ამ სიმღერას მოუსმინო. ჰმ, უკვე ეგოიზმაც შემოგიტია. მიდიხარ და ფიქობ სად წახვიდე, ვისთან მაგრამ საკუთარ თავს დღეს შეუთანხმდი რომ ბევრს აღარ იფიქრებდი და პირველი ვინც გაგახსენდა (რატომ გაგახსენდა მაინცდამაინც ის არც ახლა არ იცი) მასთან წახვედი. რატომ მიდიხარ მიზეზებს ვერ პოულობ, ან რომ მიხვალ რა უნდა უთხრა არც ის იცი, თითქოს მისი ნახვაც არ გინდა მაგრამ უკვე მის კარებთან დგახარ და მაინც, პრინციპს ღალატობ და ფიქრობ, დარეკო ზარი თუ არა. კარი გაიღო თუმცა.. რა მნიშვნელობა აქვს.. ისევ დაიკეტა..

ოთახში თბილა, არც გარეთ ციოდა თუმცა აშკარად ეტყობა რომ ჰაერზე უკეთესი იყო. არყის სუნი იდგა. შენ ოთახის შუა გულში მდგარ დივანზე ჯდები, ოთახს ეტყობა რომ აქ კიდევ ვიღაც ან ვიღაცეები იყვნენ. არ გინდა, არ გაინტერესებს და არც ეკითხები არაფერს. ის დაიბნა. საშინლად დაიბნა. არ გელოდებოდა. არც შენ მოელოდი თუ მასთან მისვლას გადაწყვეტდი მაგრამ არჩევანი არ გქონდა, შენ არ ფიქრობდი. დაბნეულობისგან არ იცოდა რა ექნა, რა ეთქვა და მხოლოდ ოთახს ალაგებდა, ნივთებს თავიანთ ადგილს უჩენდა, დროდადრო გაკვირვებული შემოგხედავდა და უნებურად ეღიმებოდა. ეს ღიმილი რას ნიშნავდა არ იცოდი, ვერ მიუხვდი თუმცა ვერც ეხლა ხვდები. რა მნიშვნელობა აქვს.. ბოლოს ყავას გთავაზობს, შენც თავის დაქნევით ეთანხმები რომ გინდა, ხმას არ იღებ თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.. ის სამზარეულოში გადის, შენც მიყვები უკან და ისევ არელობა გხვდება, ფიქრობ ალბათ საძინებელიც არეული აქვს მაგრამ აი რა, მაინც რა მნიშვნელობა აქვს.. რაღაცას გეკითხება მაგრამ ამ ფიქრებში (აი, ისევ უღალატე თავს) ვერ გაიგე და გამეორება მოუწია როცა დაბნეული და უფერული თვალებით შეხედე, უპასუხე თუმცა რა, რა უპასუხე თვითონ ვერც შენ ჩაწვდი აზრს მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა ქონდა.. ისევ მისაღებ ოთახში გახვედი და გიტარა აიღე, პირველი შემთხვევა იყო როცა არ გაგხსენებია და გიფიქრია როგორ გინდოდა მასზე დაკვრა გესწავლა. რომელიღაც გაუგებარი ნოტი აიღე და ისე დაჟინებით იმეორებდი რომ მას უკვე ეტყობოდა სახეზე გაოგნება. ყავა მოსვი მაგრამ ისევე უკმაყოფილო დარჩი როგორც კაფეში მაგრამ შედარებით უფრო ის ყავა მოგეწონა რომელიც მომღიმარე ოფიციატმა მოგართვა. გიტარა გამოგართვა და ისე ლამაზად, ოსტატურად, ნელა დაუსვა სიმებს თითები რომ იმ დღეს პირველად გაგეღიმა. არ იცოდი თუ გიტარაზე უკრავდა და თან ასე კარგად. არ გაინტერესბდა, რა მნიშვნელობა ქონდა მაგრამ მაინც კითხე თუ რატომ არ გითხრა რომ იცოდა გიტარაზე დაკვრა. როგორც მოელოდი ზუსტად ისე აქაჩა მხრები ზემოთ და განაგრძო. როცა მუსიკა გეცნო უცებ შეაჩერე, ამ დროს კი ხელით უნებურად შეეხე.. მას ხომ მეტი არც უნდოდა და თვალებში დაგაშტერდა, ისე გაოცებულმა, ისე გამომწვევად რომ.. მიხვდი და.. რა მნიშვნელობა აქვს..

უკვე გზაში ხარ.. მხოლოდ ახლა გაანალიზე რომ სიგიჟე იყო მასთან მისვლა თუმცა არც ახლა გიფიქრია არაფერი. ყურებში ისევ Why-ს უსმენდი და ამ კითხვით მიდიოდი სახლში. მართლაც, რატომ უნდა დაბრუნებულიყავი სახლში?? მიზეზები ვერ იპოვე და ისევ.. სიგარეტი ამოიღე, გინდოდა მოკიდება მაგრამ სანთებელამ გიმტყუნა, არადა როგორ მოგწონდა, მეგობარმა გაჩუქა. ჰმ, მეგობარმა, გაგახსენდა ის დრო როცა სანთებელა გაჩუქა და უცებ მოიღუშე, თვალები დახუჭე, აღარ გინდოდა ფიქრი, მართალია უკვე უღალატე თავს მაგრამ არ იქნები მოღალატე შენ, არ დაემსგავსები სხვებს. ფიქრს ისევ სანთებელის ყიდვა ამჯობინე, თავისფლებაზე უკვე იკეტებოდა მაღაზიები ამიტომ სოლოლაკისკენ აუყევი გზას (კიბეებს), მობილურზე მოსულმა მესიჯმა რომელიც მისგან იყო ვისგანაც სულ რამოდენიმე წუთის წინ წამოხვედი შეგაჩერა. თეატრის წინ ჩამოჯექი და მანდ უკვე ვეღარ აცნობიერებდი რომ საკუთარ თავს ბოლომდე უღალატე, რომ უკვე რამდენი ხანი იყო რაც ჩაფიქრებული, გათიშული უყურებდი მობილურს, ფიქრობდი და უკვე ისე გძულდა ეს ქვეყანა, ეს ადამიანები, ეს გარემო, ეს ჰაერი. მობილურში თითოეულ ასოს არკვევდი რომ დარწმუნებულიყავი იმაში რომ არ ცდებოდი. მესიჯი კი იმ დღისავითვის ჩვეულებროვზე ბანალური იყო, არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან, სულ რამოდენიმე სიტყვა ეწერა თუმცა ბოლოში ძალით მიგდებული სმაილი უფრო აბანალურებდა ყველაფერს, არადა როგორ მოელოდი რაღაც სხვას, განსხვავებულს მისგან. იმ რამოდენიმე სიტყვისთვის, კონკრეტულად სამი ჩვეულებრივი სიტყვისთვის მაინც არ მიგიქცევია ისეთი ყურადღება როგორც მასზე მიმაგრებულ სახელისთვის. ფიქრებში იქვე მოუკიდე სიგარეტს, საოცრია მაგრამ პირველივე ჯერზე აინთო სანთებელა. თუმცა მაინც გადააგდე. რამოდენიმე წუთში ისევ დაბრუნდებოდი თუმცა არაყმა გძლია, დათვერი (არადა ის გეუბნებოდა, გაფრთხილებდა ბევრს სვამო.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს). Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | 2 Comments

8 რამ, რაც ჩემს შესახებ არ იცი

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია

ადამიანის გასაცნობად მხოლოდ მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი არ კმარა. ადამიანის ბოლომდე შეცნობას შეიძლება ერთი სიცოცხლე არ ეყოს. ყველა ადამიანს თითო საიდუმლო მაინც აქვს რომელსაც უფრთხილდება და მხოლოდ საიმედო და ახლო მეგობრებს ანდობენ რომლებსაც შემდეგ “მესაიდუმლესაც” უწოდებენ. მე ასეთი არავინ მყავს ალბათ იმიტომ რომ არ ვარ საიდუმლოებებით აღსავსე ადამიანი. რასაც ვაკეთებ, ვფიქრობ, ვლაპარაკობ ან განვიცდი არ არის ისეთი რომ რაიმეს შემეშინდეს და დავმალო. ამ პოსტში კი გეტყვით იმას რაც ჩემს შესახებ არ იცით და არც უნდა გცოდნოდათ სანამ “უდიდეს”© თეგ თამაშს არ წავაწყდებოდი სადაც არ მთაგავდნენ (ალბათ ჩემი წინა პოსტიდან გამომდინარე სადა მიწერია რომ დაღლილი ვარ და დასვენება მჭირდება 😀 ) მაგრამ მე არ დაველოდე იმას თუ როდის გამოიჩენდა სხვა ინიციატივას და მე თვითონ დავითაგე თავი, არ ვიცი რატომ მაგრამ მომეწონა თემა და მაშ ასე დავიწყოთ 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | 11 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: