Posts Tagged With: დამოუკიდებლობა

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ნუ (და)გოიმდები!

ადამიანებში არასდროს ვცდები, ყოველთვის შემიძლია მისი ხასიათის გამოცნობა, მისი მომდევნო ნაბიჯის წინასწარ გათვლა. ალბათ იტყვით ადამიანს ბოლომდე ვერავინ ვერასდროს შეიცნობსო მაგრამ მე შეგეწინააღმდეგებით რადგან ვთვლი რომ ადამიანები ერთმანეთს იმდენად დავემსგავსეთ რომ უკვე ძალიან შემცირდა ინდივიდუალურობის ზღვარი. თუნდაც იმიტომ რომ ვცდილობთ ერთმანეთს მივბაძოთ, ჩვენზე განსხვავებული და უკეთესი არსებები ჩამოვიშოროთ გზიდან და ისევ მათი დახმარებით ავმაღლდეთ მაგრამ ეს ჩვენ გვგონია ასე, ზოგადად კი ჩვენც იმათ ვემსგავსებით ვისგანაც ეს ვისწავლეთ და მაინც იკარგება უკეთესობის განცდა.
მიმბაძველობა რომ დღეისათვის არ არის უცხო თქვენც მოგეხსენებათ. მაგალითისთვის ჩემთვის პრიმიტიულ არგუმენტს მოვიტან – მოდა.

ხო, ზუსტად მოდა. გაზაფხული-ზაფხულის თუ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას (რა მნიშვნელობა აქვს?!) იმდენი მიმდევარი ყავს რომ კარგავენ საკუთარს, იმოსებიან (ჩემთვის ვიღაც) დოლჩე & გაბანას თუ ვერა ვონის რჩევებით თუ როდის რა უნდა ჩაიცვან, დღისით რა ფერებია რეკომენდირებული და ღამით რა სიგრძის კაბაა სასურველი. ამით კი კარგავენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს, ზღუდავენ აზროვნებას და ენდობიან მათ რადგან მიიჩნევენ საუკეთესოებად რადგან ისევე ისევე ამაღლდნენ სხვის ხარჯზე როგორც თვითონ მათი კლიენტები ცდილობენ ამას მათი დახმარებით. ეს გაუგებრობა კი რატომღაც ნიუტონის მესამე კანონს მაგონებს. Continue reading

Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 7 Comments

პოლიტიკის არაფერი მესმის მაგრამ…

პირველ რიგში მკითხველო მოგილოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავს, საქართველოს თავმოყვარეობის, გადავისუფლების და დამოუკიდებლად არარსებობის იუბილეს.

რუსეთის მარიონეტი - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკის არაფერი მესმის, აზრზეც არ ვარ და არც მაინტერესებს მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს და ერთ-ერთ რიგით ადამიანს რომელსაც უფლება გააჩნია გამოთქვას თავისი შეხდულებები ამა თუ იმ მოვლენაზე, მეც გამოვეხმაურები ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ უშედეგო მიტინგებს. მიტინგების ინიციატორმა და ლიდერმა ქ.ბ ნინო ნურჯანაძემ შეძლო მცირე რიცხოვანი ხალხის კონტანტინეს ქუჩაზე შეკრება და მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლის თაობაზე, თუმცა რა პირით და რა ნამუსით არ მესმის. ადამიანი რომელიც ვითომ პატრიოტია, დადიოდა ქვეყანაში რომელიც რამოდენიმე წლის უკან ებრძოდა მის ქვეყანას, ხოცავდა მის თანამემამულეებს, ჟლეტდა მის ერს და ამას ისიც ემატება რომ წაგვართვა ტერიტორიები. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , | 6 Comments

ჩემი სამომავლო ექსპერიმენტი

ვიცი “ჩემ შესახებ”-ში დავწერე სიჩუმე და მარტო ყოფნა არ მიყვარსთქო მაგრამ ამ ბოლო დროს რაც დრო გადის, ჩემს თავში ვყალიბდები და ხასიათი მეცვლება მით უფრო მინდა მარტო ცხოვრება. მინდა დამოუკიდებლად ვიცხოვრო (ფინანსურ მხარეს ჯერჯერობით არ ვგულისხმობ =D). არ ვიცი გამიჭირდება თუ პირიქით მაგრამ ის ვიცი რომ კომფორტულად ვიქნები. არავინ გამაღვიძებს, არავინ აღარ იბოდიალებს ჩემს ნივთებში, არავინ აურევს ჩემს “დესკტოპს” და ა.შ. სწავლას რომ დავამთავრებ ალბათ ისედაც მარტო მომიწევს ცხოვრება, დედისერთა ბიჭი მარტო სახლში მატერიალურად მშობლებისგან განებივრებული, ზედმეტად ხურუშიანიც არ ვარ, ცოტას მეც მივდგები-მოვდგები და დავსაქმდები, პარალელურად ვისწავლი, ცოტას გავერთობი 🙂 თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ოცნება არ არის, თითქმის ყველა ჩემი მეგობრის და ზოგადად თინეიჯერების ოცნებაა, Continue reading

Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , , | 9 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: