Posts Tagged With: დეპრესია

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პოზიტივის დეფიციტი

გარკვეული მიზეზებისდა გამო ეს ბოლო პერიოდი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მიწევს და რაც უფრო და უფრო მეტ ხალხს ვხვდები მით უფრო ხშირად მიჩნდება კითხვა: რატომ არის ერი ასეთი დეპრესიული??

ზოგს მოღუშული, დადარდიანებული სახე აქვს, ზოგს გაოგნებული, გაოცებული ანუ შეშფოთებული გამომეტყველება და ზოგსაც გაღიზიანებული, გაბრაზებული იერი. ძნელია თბილისში ბედნიერი სახის პატრონი ამოიცნო, შეიძლება ვცდები კიდეც და ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიაში კარგად ვერ ვერკვევი მაგრამ ელემენტარული, ის მაინც შემიძლია რომ, ადამიანში პოზიტივი დავინახო, რაც ეს Kakhi's World - Behold! Around happinessუკანასკნელი უკვე ისეთი იშვიათობაა რომ სიგიჟეში გადადის ის ამბიცია რომ ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს.

ხო, ალბათ უკვე უამრავჯერ ვახსენე ეს სიტყვა მაგრამ ნუთუ ასეთი ძნელია (ან გრეხი) რომ ზოგადად ადამიანებთან (უცხოსთან თუ ნაცნობთან) იყო ისეთი დადებითი რომ მას ეს გადასდო, დამუხტო ენერგიით და აგრძნობინო რომ ყველაფერთან ერთად იმედიც არსებობს. იმედი რაღაცის შეცვლის უარესობიდან უკეთესობისაკენ.

ზრდასრულ, ასაკოვან ხალხს ალბათ საამისო სერიოზული მიზეზიც აქვთ, არ ვიცი.

ერთი რაც ზუსტად შემიძლია აღვნიშნო დღევანდელი ახალგაზრდების – ეს მასიური მელომანიაა. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: