Posts Tagged With: დრო

დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 9 Comments

კიდევ ერთხელ, უკანასკნელად და სამუდამოდ!!..

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერა მინდა მაგრამ ვერ გადამიწყვეტია დავწერო თუ არა, დავწერო თუ არა.. ზოგჯერ მავიწყდება კიდეც ბლოგერი რომ ვარ, საერთოდ, საკუთარ თავს, როგორც ბლოგერად ვერასოდეს აღვიქვამდი, ამ ბოლო დროს ხომ მითუმეტეს.. ბლოგერი რა, უბრალოდ ზოგადი თემებიდან, დროთა განმავლობაში საკუთარ პირადზე წერა დავიწყე, ბევრი რამე მაქვს დაწერილი, უამრავი პირადი ისტორია მაქვს მოყოლილი, ზოგჯერ უპრინციპოდ გულახდილი და პრინციპულად პირდაპირი ვიყავი პოსტებში, რამდენიმე საიდუმლოც კი მექნება ალბათ სადმე გაპარული, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა თავის დროზე მაგრამ არასოდეს, არასოდეს მიფიქრია ამდენი დამეწერა თუ არა პოსტი.. ჯერ ერთი, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვის მაშინ ვწერდი, როცა ნამდვილად “მეწერინებოდა” და მეორეც, ალბათ მარტივი იყო ადრე წერა საკუთარ ცხოვრებაზე, როცა არაფერი ხდებოდა მნიშვნელოვანი..

კაცმა რომ თქვას არც ახლა ხდება რაიმე გრანდიოზული მაგრამ “გაზრდის საფეხურებიდან” დაწყებული და მას მერე აწრიალებული საკუთარი tumblr_m3lx02M1C91qe4vldo1_500თავი იმდენჯერ დავიჭირე სულ სხვა პიროვნებად გადაქცეული, რომ გამკვირვებია და გამიფიქრია: -ჰმ, ამას ხომ ადრე არ ვიტყოდი, არ გავაკეთებდი, არც კი მომაფიქრდებოდა.. და “ზრდის” ამ პროცესებით კმაყოფილი, ზოგჯერ იმედგაცრუებულიც, ინსტიქტურად ისევ ნოსტალგიებში ვვარდები ხოლმე.. შემდეგ კი, რაღა თქმა უნდა, ეჯახება ძველი და ახალი, ნაცნობი და უცნობი, სასიამოვნო და არასასიამოვნო, მოულოდნელი და მოსალოდნელი, საყვარელი და არც ისე კარგი ადამიანები ერთმანეთს – თავისი უცნაური, გაუცნობიერებელი საზომი შკალის ერთეულით და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ამ ქვეყნად მართლაც ფარდობითია.. დრო კი, ჰოი საოცრებავ, მართლაც წარმავალი, მოკლედ სიტყვების (და ჩემი ალბათ ბევრისთვის გაუგებარი წინადადებების) ზედმეტი რახარუხით რომ არ გავაგრძელო, მე გადავწყვიტე დამეწერა!!..

კიდევ ერთხელ, უკანსკნელად და სამუდამოდ!!.. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | 3 Comments

ის მაინც არსებობს

გადაწყვეტილი მქონდა არაფერი დამეწერა მაგრამ ვერ გავძელი. სიგარეტს ბოლო ნაფასი ისე მოვქაჩე, ისე ჩავაქრე, მკლავები ისე ავიკაპიწე თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომქონდა; ის ემოციები გავაღვიძე, რომლებიც მანამდე მე არ მაძინებდნენ და წერა დავიწყე..

ქუჩაში ხმაური, ხმაურში მელოდია, მელოდიაში მოგონება, მოგონებაში სიხარული, სიხარულის გამომწვევი მიზეზი, მიზეზი ერთადერთი, ერთადერთი და განუმეორებელი..

არ დავიწყებ შარშან ან შარშან წინ რა იყო, არ მოვყვები იმ დეტალებს, იმ წამებს და წუთებს, იმ გრძნობებს და მსგავს ათასჯერ გაგონილ რეალურ და ზოგჯერ არარეალურად ემოციურ ისტორიებს, უბრალოდ ბოლომდე ამოვიწურები. მერე რა რომ ჩემნაირი გიჟები ცოტანი არიან, შეიძლება მრავლადაც მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა..

პირდაპირ, ლაკონურად, ზედმეტი ქარაგმების, გაფორმებების, მიკიბ–მოკიბვის გარეშე და ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ ის მაინც არსებობს!!

Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

კიდევ ერთხელ…

ცხოვრებაში ბევრი რამ ნმეორდება, ზოგჯერ უამრავჯერაც და ამ მიზეზით ესა თუ ის მოვლენა ხუნდება, ემოციას კარგავს, მაგრამ განუმეორებლად რჩებიან მხოლოდ ის ერთეულები, რომლებიც თავს არასოდეს გავიწყებენ, რომლებიც გაბედნიერებენ და რომელებიც შენი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

შეიძლება განმეორდეს ბედნიერი საღამო, ბედნიერი შეხვედრა მაგრამ არ განმეორდება ის ემოციური დატვირთვა რომელიც თან ახლავს Kakhi's World - alice-in-wonderland-clock-picture-timeმას, ის (ემოციური შეგრძნება) ან უფრო მეტი, უფრო მოზღვავებული იქნება ან შედარებით ნაკლები.

არ განმეორდებიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს და თავიდანვე გაგრძნობინეს მათი მნიშვნელოვანი საჭიროება. დაგანახეს და გაგაცნეს სხვადასხვა ახალი გრძნობები, რითაც შენი ცხოვრება შეცვალეს.

არ, ვერ განმეორდება ის ადამიანი რომელიც მთელი გულით გიყვარს.

ზოგჯერ რაღაცეებს ხელახლა ეცნობი, ხელახლა განიცდი და გაფიქრებს, რაღაცეებს თითქოს თავიდან უღრმავდები და როგორც უწინ ის ისეთივე შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი აღარ გეჩვენება, რაღაც იცვლება მაგრამ შენ ამას ვერ ამჩნევ.

რამდენი ხანია რაც პოსტი არ დამიწერია(?!) დაახლოებით 1 თვეზე მეტი იქნება. სამაგიეროდ ამ გარკვეული დროის მონაკვეთში(!).. Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

პატარა წერილის მაგვარი

წერილების წერა არ მიყვარს, ალბათ იმიტომ რომ არ მეხერხება. მგონი არც ახლა ვწერ რაიმე შექსპირისეული ფრაზებით თუ მხატვრული გაფორმებებით რადგან წერილებს რომლებიც თეთრ კონვერტებში ფუთავენ და დიიდ გრძნობებს ატანენ ყოველთვის სასიყვარულო შინაარსის მატარებელი მგონია მაგრამ ამჯერად წერილი უკვე უბრალოდ სასიამოვნო სამახსოვროდ ვწერ. როგორც თითქმის ყოველთვის მინდა თუ არა ადრესატმა ნახოს პოსტი – არ ვიცი.

სიყვარულის რა მოგახსენო და მართლა კარგი მეგობარი იყავი, სიყვარულს თუ დავარქმევთ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ურთიერთგაგებას და სხვა არაფერს მაშინ იდეალური წყვილი ვყოფილვართ მაგრამ ეს ასე არ იყო. ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი და ეს ბოლოსდაბოლოს ვაღიარეთ.

ალბათ გაგიხარდება თუ გეტყვი რომ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში და არ გეწყინება ის რომ შენ ვერ მაგრამ სამაგიეროდ სხვამ, მან, მან მაგრძნობინა და შემაყვარა სიყვარული. იცი, მე საერთოდ თუ ადამიანი შემიყვარდა ის არასოდეს აღარ შემძულდება, რაც არ უნდა გაგიკვირდეს მადლობელიც კი ვარ რომ ეს ასე მოხდა, მადლობელი ვარ იმის რომ მომეცი შანსი თავიდან დამეწყო ყველაფერი, არა შენ არ მაკავებდი, ახლა რომ ვფიქრობ მგონი პირიქით იყო კიდეც მაგრამ მაშინ ვერ ვხვდებოდი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 2 Comments

ჩემი საათ(ებ)ი

საათივით აწყობილი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს მაგრამ საათებით ოდნავ გადატვირთული თარო ნამდვილად ამშვენებს ჩემს ოთახს, კოლექციონერი არასდროს ვყოფილვარ, ნამდვილი კოლექციონერი, რადგან როცა რაღაცის შეგროვებას ვიწყებდი ყოველთვის მბეზრდებოდა ან მავიწყდებოდა და ვკარგავდი. საათების მიმართ ჩემი სიმპათია კი იმდენად ძლიერია რომ ბევრი არ მაქვს მაგრამ რაც მაქვს ხელის გულზე ვატარებ. სულ 7 სხვა და სხვა ფერის და ზომის საათი მაქვს, თითოეული მათგანი ყოველთვის რაღაცას ან ვიღაცას მახსენებს. ბავშვობაში ვერასოდეს ვერ ვიტანდი საათის წიკწიკს რომელზეც ტვინის წამღები მაღვიძარა ყენდებოდა ხოლმე მაგრამ აი მაჯის საათებზე კი ყოველთვის თვალები მრჩებოდა.

ყველა ჩემმა მეგობარმა იცის – თუ უნდათ რომ ძალიან გამიხარდეს მაჯის საათი უნდა მაჩუქონ, სულ ასე 4 მეგობარმა გამახარა, 1 ნათესავმა დაბადების დღეზე მაჩუქა, 2ც მე ვიყიდე რომელიღაც მაღაზიაში. სამწუხაროდ ასევე ძალიან ბევრიც მე გავაჩუქე, არ შემიძლია როცა რაღაცას მთხოვენ, მე ამ თხოვნის შესრულება სულ მარტივად შემიძლია და უარი ვუთხრა, ამას ალბათ ყველამ ვიცით რომ ნამუსზე აგდება ქვია, ასე გაქრა თაროდან რამოდენიმე ძვირად ღირებულს რომ თავი დავანებოთ ძალიან ლამაზი საათი. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ევოლუცია ანუ საიდან – სადამდე (??)

რატომ არის ადამიანი ყველაზე ეგოისტი ზუსტად მაშინ როცა ხვდება რომ ყველაფერი აქვს სრული ბედნიერებისთვის და იმის მაგივრად რომ დატკბეს იმ საზეიმო ფერადი ფეერვერკის ყურებით რომელიც მის ცხოვრებაში ფეთქავს – დგას და ფიქრობს რომ ეს ფეერვერკი მხოლოდ მისია, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება უყუროს და დატკბეს (ამასობაში კი (ხშირ შემთხვევაში) ფეერვერკი ქვრება). რატომ ვართ ადამიანები იმდენად ეჭვიანები ან სულაც უკვე ამ მანიით დაავადებულები რომ ყველაზე ძლიერი ნარციზმიც უკან იხევს და უკიდურესობამდე მივყავართ.

რატომ არსებობს სიტყვები “ვერ ვხვდები” როცა ადამიანები ყველაფერს მარტივად აღვიქვამთ და თუ არა მსოფლმეხველურ თემებს – კონკრეტულ, პრიმიტიულ საკითხს მაინც ჩვენივე თეორიებით, მიზეზებით და გადაწყვეტილებებით ვნსაზღვრავთ. ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფსიქოლოგთან დიალოგი რაზე წარიმართებოდა, საუბრისას რომელი თემა იქნებოდა აქტუალური და რა დასკვნამდე მივიდოდი მე და არა ის. არ ვიცი და სიმართლე რომ ვთქვათ არც მაინტერესებს მათი მოსაზრებები ჩემი ცხოვრების წესზე თუ მომავალზე, რჩევები და ა.შ მაგრამ როგორც პროფესიას ვაფასებ და ყოველთვის მაინტერესებდა.

ინტუიციას არ ვუჩივი მაგრამ ადამიანებში ხშირად შევმცდარვარ, ყოველთვის ვთვლიდი და დღემდე მივიჩმნევ რომ ადამიანი დიდი ევოლუციაა მაგრამ საკითხი მაინც ორად იყოფა რომელიც კიდევ უფრო, მარტივად რომ ვთქვათ, მარტივ მამრავლებად იშველება. საიდან (ადამი და ევა თუ ზეზვა და მზია) – სადამდე (უკვე ყველაზე ნაცნობი “ხელოვანები” თუ კიდევ უფრო უცნობი და მომავლის სახალხო გმირები), საიდან აქვს ადამიანს დასაბამი და სადამდე გაგრძელდება ეს ზუსტი პასუხი ვინმეს შეუძლია რომ გამცეს??

ეს თითქმის იგივეა ამოცანა რომ გვეკითხებოდეს რომელი იყო პირველი ქათამი თუ კვერცხიო Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | %(count)s კომენტარი

14 თებერვლის მეშინია

ღამის 3 საათი იყო როცა მივხვდი რომ შანსი არ იყო დამეძინა და ლეპტოპი ჩავრთე, მუსიკის მოსმენა მომინდა, რაიმე წყნარის და youtube-ში შევედი, ფავორიტ ვიდეოებში სადაც მოულოდნელად ნინო ჩხეიძის “იებს” გადავაწყდი მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა იქ, თუმცა არც დავმალავ და ვიტყვი რომ მომწონს მისი ორი თუ სამი სიმღერა. ჩავრთე, ვუსმენდი და მივხვდი რომ რაღაც მაკლდა, სიგარეტს  ინსტიქტურად მოუკიდე მაგრამ მივხვდი რომ ეს არა, უფრო რაღაც განსხვავებული მაკლდა, მინდოდა, უფრო მჭირდებოდა. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია რომ მიმხვდარიყავი, ის რაღაც განსხვავებული სიყვარული იყო. 3 წელია არავის უთქვამს ჩემთვის და არც მე მითქვამს სხვისთვის მიყვარხარ!. თუმცა ვამბობ და ვცდილობ დავამტკიცო რომ სიყვარული არ არსებობს და სიყვარულს მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვაში ვაიგივებ მაგრამ ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, გული მწყდება რომ ვცდებოდი რადგან ასე უფრო ადვილია სიყვარული პოვნა ვიდრე იმის რაც გულს აგიჩქარებს და სუნთქვას შეგიკრავს, წამიერად გაგგუდავს =) ვაღიარებ იმასაც რომ ბევრჯერ მიფიქრია (მომნატრებია) ჩემს ძველ lovestory-ზე რაზეც წინა პოსტში მოგიყევით, მაშინ უფრო მხიარული ვიყავი. მხიარულობაზე გამახსენდა და მქონდა “პესიმისტური” პერიოდი როცა არაფერი მაინტერესებდა და უიმედოდ მაგრამ “კაიფით” ვუყურებდი ყველაფერს, მეგობრებმა მაშინ უსიყვარულობასაც დააბრალეს მაგრამ ამას არ მივაქციე ყურადღება. ახლა უკვე 14 თებერვალიც მოდის, სიყვარულის დღე და Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

გოგონას გული…

 

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა,

ბიჭი გვერდიდან არ შორდებოდა,

გოგონა სიყვარულს ეთხოვებოდა,

ბიჭი ღმერთს მის თავს ევედრებოდა…

გოგონა წარსულს ვერ ელეოდა,

ბიჭი კი გოგოს ეფერებოდა,

და ბოლო წუთები იწურებოდა,

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა…

ბიჭი გვერდიდან არ შორდებოდა,

ექიმებს შველას ევედრებოდა,

გოგონას გული სიკვდილს ებრძოდა,

თანდათან ძგერა უსუსტდებოდა…

დანებდა გული – დროც თითქოს გაჩერდა,

ოთახში ნისლი და სიჩუმე გამეფდა,

სიჩუმეს ვერავინ ვეღარ არღვევდა,

ბიჭი კი ცრემლებს ვერ იკავებდა…

დრო ილეოდა გოგო კი თვალებს,

გაშეშებული ვეღარ ახელდა,

სიტყვა მიყვარხარ გულის სიღრმეში,

მკვდარი უსულო მაინც გამეფდა…

Categories: ჩემი შემოქმედება | ტეგები: , , , , , , , , | 3 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: