Posts Tagged With: დუმილი

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გამოსავალი – დუმილი

ზუსტად მახსოვს პირველად როდის მეტკინა გული ისე რომ ეს პირდაპირი მნიშვნელობით ვიგრძენი, მახსოვს როგორ ჩაიარა გულთან რაღაც ცივმა ჟრუანტელმა, თან როგორ ჩაიყოლა მთელი ემოციები და მაშინ ისევე ჩაქვრა როგორც საყვარელ ადამიანის სიცოცხლით სავსე თვალებში ის ნაპერწკალი რომელსაც დიდი მომავალი ქონდა, მთელი ცხოვრება წინ ქონდა.

მახსოვს როგორ ვიდექი კუთხეში და პატარა ბავშვივით ვტიროდი, ისეთი, ეზოში რომ წაიქცევიან და მუხლს იტკენენ ხოლმე. მახსოვს როგორ მინდოდა იმ უსამართლოობის გამო გამოწვეული აგრესიისგან დაცლა, რამის განადგურება, დალეწვა და დამტვრევა. მინდა დავივიწყო ის დღე მაგრამ შეუძლებელია. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , | 8 Comments

საიდუმლო

არსებობს ისტორიები რომლებიც ბლოგზე არასდროს დაიწერება
არსებობს ფაქტები რომლების შესახებაც არავინ არაფერი არ იცის
არსებობს გარკვეული ფიქრები, სურვილები და ოცნებები რომლებსაც ვერავინ გაიგებს
არსებობენ ადამიანები რომლებიც პოსტებში არასდროს ხსენებულან
და იარსებებენ საიდუმლოებები რომლებსაც ვერავინ ვერასდროს გაიგებს.

საიდუმლო და გინდ მესაიდუმლე ხმამაღალი სიტყვაა და ძვირად ფასობს. ცოტას თუ შეუძლია რომ მოგისმინოს, გაიგოს ის რაც სხვამ არ იცის და თავისთვის დაიტოვოს. ცოტას შეუძლია, თურმე იმაზე ცოტას ცოტას ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ხო, მე მესაიდუმლე არ მყავს ისეთი ვინც იცის ისეთი რამ რაც არავითარ შემთხვევაში სხვამ არ უნდა გაიგოს, ალბათ იმიტომ რომ სიმართლე რომ ვთქვათ დიდი და მაშტაბური საიდუმლოებებიც არ დამაქვს მაგრამ აი შემიძლია თამამად ვთქვა რომ კარგი მესაიდუმლე ვარ. გულის გადაშლა, ლაპარაკი და ბოლომდე დახარჯვა ზოგჯერ ყველას გვჭირდება მაგრამ ვისთან ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, იმაზე კარგად ვიდრე 2×2=4 (თუ 5ს??), ზოგჯერ ამ ელემენტარულშიც ეჭვი შეაქვს ზოგიერთს და როცა მესაიდუმლეზე ვლაპარაკობთ იქ წმინდა წყლის ნდობაზე უნდა იყოს საუბარი. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 7 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: