Posts Tagged With: ილუზია

დრო და მიზეზი

ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო და მიზეზი აქვს, ყველაფერს საკუთარი (თუნდაც სუბიექტური) ახსნა გააჩნია. არ არსებობს არცერთი აზრი, რომელსაც შეუძლებელია კონტრარგუმენტი არ მოუძებნო და არ შეეკამათო, ყველაფერს საკუთარი სიმართლე და ტყუილი ამოძრავებს (იშვიათად სინდისიც) და უფრო ლაკონურად რომ ვთქვა, მოკლედ, ეს ყველასათვის ნაცნობი (და უცნობი) აქსიომა ძალიან, ძალიან იშვიათი შემთხვევაა. Continue reading

Advertisements
Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , | 9 Comments

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ქაოსი, ანარქია, “ბედლამი” და მე

ერთი დიდი დრაფტი წავშალე, ცხელი ზაფხულის ისტორიებით, დღემდე ბლოგზე დაუწერელი ამბებით და საკუთარ თავში ძრომიალით რომ იყო აწყობილი მაგრამ ბოლო წერტილის დასმისას მივხვდი – ისევ ილუზიებს ვეპოტინებოდი და შევეშვი. მოკლედ, ლაკონურად რომ გადმოვთარგმნო ის, რაც იმ პოსტში ეწერა, ალბათ ასე იკითხება: Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 3 Comments

მგრძნობიარე ბლოგერები (?!)

ძალიან, ძალიან ციოდა, საღამოვდებოდა, უკვე თითქმის ბნელოდა, ლამპიონებიც ვალდებულების მოხდის მიზნით ანათებდნენ, ქარი საშინლად გუგუნებდა, გაცრეცილ ფოთლებს აღმა-დაღმა ათამაშებდა, უცებ აბობოქრდებოდა და ისევ დამშვიდდებოდა, სახეზე მეხეთქებოდა ქარი როგორც ყინულის პატარა ნამცეცები, მყინავდა, როგორც ადრე… მივდიოდი და ქარი მებრძოდა, დარჩენისკენ მიბიძგებდა მაგრამ რომ აეხსნა, ლაპარაკი რომ სცოდნოდა და ეთქვა თუნდაც ერთი მიზეზი შეიძლებოდა დავრჩენილიყავი კიდეც…

ერთ-ერთმა მკითხველმა მომწერა (აღარ მახსოვს რომელმა) “ბლოგერები შეიძლება პოსტებში ძლიერები ჩანხართ, საკუთარ თავს ადიდებთ, ყველაზე კომფორტულ ცხოვრებას იწყოთ ბლოგზე, ისე იყოს ყველაფერი როგორც თქვენ გინდათ მაგრამ რეალობას ვერ გაექცევითო, ყველანი მგრძნობიარეები და მიამიტები ხართო, იმიტომ რომ გულში რასაც ვერ იტევთ ყველაფერს წერთ, ამ ყველაფერში კი თითქმის მთელი თქვენი ცხოვრებააო”… მახსოვს, მან ბლოგერები ემოებთან გააიგივა და დამაკავშირებელი დიდი ნუსხა ჩამომიწერა (სამწუხაროა რომ არ შევინახე)..

და რატომ გამახსენდა ზუსტად ეს წერილი მაშინ როცა მართლა არ იყო ამის შესაფერისი დრო?! მივდიოდი და გარემო იმდენად ცივი იყო, იმდენად აგრესიული, შემაძრწუნებელი რომ მომინდა წარმომედგინა, გამეხსენა ზაფხულის თბილი დღეები, აი ზუსტად ამ დროს რომ შემეძლო თითქმის შიშველს მესეირნა ზღვის ნაპირას და მერე ჩემი შემდგომი თავგადასვლები თქვენთვის მომეყოლა. ხო, ასე გავიფიქრე და მივხვდი რომ რასაც რეალობად ვერ ვაქცევთ შეგვიძლია უბრალოდ წარმოვიდგინოთ მაინც, ეს წარმოდგენა კი იმდენად გვხიბლავს, სუბიექტური რეალობა იმდენად მძაფრდება ამ დროს რომ ჩვენივე ტყუილებს ვიჯერებთ, სხვებსაც ვაჯერებთ. თუმცა ტყუილს მაინც მოკლე ფეხები აქვსო და ადრე თუ გვიან მოგვიწევს აღიარება იმის რომ ეს თამაში იყო  და რეალობაში გაცილებით რთულ ჩიხში შევდივართ ვიდრე მხოლოდ ის რომ უბრალოდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვნდა.

ეს ფანდი კი საბოლოოდ უფრო გვანადგურებს. რეალობაში ცივა, ყინავს და არ გვინდა დაბრუნება, ირჩევ ისევ იმ წარმოსახვით რეალობას სადაც ილუზიებით ყველაფერი ისეა როგორც ზუსტად ჩვენ გვინდა და გვავიწყდება პირადი. მკითხველის (რომელმაც ბლოგით და პოსტებით გამიცნო) არ ვიცი და მე ნამდვილად არ მიცდია მსგავსი რამ, ექსპერიმენტების ჩატარება და რეალობიდან თავის დასახწევად ფანტაზიორობა. თუ ეს მომდომებია სხვა უფრო მარტივი გზაც არსებობს (ბლოგის მკითხველი მიმიხვდება ალბათ). თან ეს ისეთი მარტივია რომ ყველა მოზარდის ოცნებას, ჟინს და მუღამს- სუბორდინაციის დარღვევას ემსახურება 🙂

Categories: თინეიჯერები, Friendly blogs, My Life | ტეგები: , , , , , , , | %(count)s კომენტარი

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: