Posts Tagged With: ისტორია

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

რაც არ გკლავს – ის გაძლიერებს

ამ რამოდენიმე დღის წინ საინტერესო, ნაცნობ და თან ძალიან მტკივნეულ სიტუაციას, სრულიად შემთხვევით შევესწარი და გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა დავკონკრეტდე ამ სიტუაციაზე, ვეცდები მაქსიმალურად აღვწერო ის ძველი იმედგაცრუება, რომელიც გამახსენა და ამომიტივტივა თავში + დამარწმუნა აქამდე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ სწორია..

არც ისე შორეულ წარსულში, სადაც ორ სამყაროს შორის ვიყავი გაჩხერილი და ორივეს თავისი მიზიდულობის კანონი გააჩნდა, ვერც ერთს ვერ ეყო ბოლომდე იმის ძალა, რომ ‘გადავებირე’.. ბევრი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ რომ ვთქვა – ადრე, რომელიღაც პოსტში ვწერდი ”ეს, მთელი ბავშვობა და ერთად გატარებული წლები არ მემეტება დასაკარგად-მეთქი„ მაგრამ როცა ადამიანს ცდილობ რომ ყველაფერი გაუგო, აპატიო, ბევრი გაუტარო და ა.შ ბოლოს ძალიან ზარალდები, თვითონ ზარალდები, ორმაგად და მე პირდაპირ გადავწყვიტე, რომ აღარაფერი მეცადა და ისე დამეტოვებინა ყველაფერი, როგორც იყო, უბრალოდ ის დარჩა ჩემს გვერდით და მე აღარ ვცდილობდი მასში დადებითის და უარყოფითის ძებნას..

ერთმანეთის ცხოვრებაში ვიყავით ყველაზე ნაცნობები – ყველაზე უცხოებივით.. ჯერ დროის ფაქტორი, მერე პატარა დინსტანციები, მერე უხერხული სიჩუმეები და ბოლოს ვეღარც სასაუბრო თემის პოვნა – აქ მივხვდი, რომ მე ის დავკარგე, ის ადამიანი დავკარგე ვის გამოც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე.. უანგაროდ.. ვის გამოც იმ ადამიანთან იდეალური ურთიერთობა დავთმე, რომელსაც ალბათ სიცოცხლეზე მეტადაც ვუყვარდი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ, მართალია მან არ იცის, ვერც გაიგებს და ვერც მიხვდება მაგრამ მე ვცდილობდი ყველანაირად შემენარჩუნებინა ჩვენი ურთიერთობა.. უშედეგოდ..

Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 4 Comments

წითელი ისტორია

შუა ქუჩაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქარში და წვიმაში, მარტო მიაბიჯებს ბიჭი რომელსაც ფიქრებისგან გაბრუებულს არ ესმის როგორ მიყვება უკან აცრემლებული გოგო. მიდის და თანდათან ისე იხრება თითქოს მძიმე ტვირთს მიათრევსო, უნდა შეჩერდეს, ჩამოჯდეს, სიგარეტი მოწიოს, უკეთ დაფიქრდეს, აწონ-დაწონოს, გადაწყვიტოს, რაიმე მოიმოქმედოს მაგრამ არა, არ უნდა ისევ ერთ წერტილში გაიყინოს, უნდა სხვაგან, სხვა მხარეში გადაიხვეწოს, დაივიწყოს ვინ იყო, ვინ უყვარდა, ვის ან რატომ გაურბის, . იმ ფიქრებში თუ სად წავიდეს რიყეს მიადგა, ეკლესიაში ასვლა მოუნდა მაგრამ ვერ გაბედა, ღმერთის შეეშინდა, შეეშინდა ჭიშკარი დაკეეტილი არ დახვედროდა, უკანასკნელი სანთელი არ ჩამქრალიყო. ბარდიულზე ჩამოჯდა, სიგარეთს მოუკიდა მაგრამ ქარმა უცებ ჩააქრო, გადააგდო და თავი ხელებში ჩარგო. Continue reading

Categories: ჩემი შემოქმედება | ტეგები: , , , , , , , , , , , , | 4 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: