Posts Tagged With: კონტროლი

თვითგადარჩენის ინსტიქტი

მარტო და პრინციპში დამოუკიდებელი ცხოვრებაც ჩემთვის უცხო არ არის მაგრამ ამას დამატებული „ახალი გარემოებები“ უკვე სხვა ვითარებას ქმნის ჩემს ამ ცალკე გადასვლაში. ახალ გარემოებებში კი უცხო ქვეყანა და ქალაქი ვიგულისხმე, სადაც არავის ვიცნობ, აბსოლიტურად არავის. ვწერ და მეცინება, რა ჯანდაბა მინდა აქ მაგრამ უბრალოდ დრო იყო, საჭირო და სწორი დრო.

თავი ზოგჯერ ძალიან ბებერი მგონია ხოლმე, ქუჩაში რომ გადის, ვეღარავის ცნობს და ამნეზია დამართებული უკან, სახლის კარს ვერ აგნებს (ხო, თავიდან მართლა ვიკარგებოდი ხოლმე და მობილურის მაპით ვბრუნდებოდი სახლში). ცუდი ის არის, რომ ვხვდები – აქ ძალიან გამიჭირდება ყოფნა მაგრამ დაბრუნება მაინც არ მინდა, ცუდი ის არის, რომ ვხვდები უარესი იყო იქ, სადაც ვიყავი (ცუდ ურთიერთობებს, საერთოდ რომ არ არსებობდეს არაფერი, ხომ ჯობია?? ჯობია.) Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ლექციები მომავალ ცოლზე

არსებობს ზღვარი ყურადღებასა და კონტროლს შორის, არსებობს რაღაც მომენტი როცა ეს ყველაფერი მლაშდება და ყელში ამოდის, მომაბეზრებელი ხდება.

ერთადერთი რაც სახლში დღემდე ვერ გადავაჩვიე ვერავინ ეს არის – მეტისმეტი ყურადღება.

ეს ბოლო ხანი რატომღაც ყველას (დედაჩემის ჩათვლით) გონიათ რომ დღედღეზე ცოლი მომყავს :დ

საიდან მოიტანეს ეს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ შეწუხებულები არიან, თან თავიანთ იდეაში ალბათობენ რომ ეს ის არის ვინც ყველაზე ნაკლებად გაუხარდებათ სარძლოდ.

ამას + დამატებული ვიღაც შავ-ბნელ მკითხავს დედაჩემისთვის უთქვამს შენს შვილს ცოლი 19 წლის ასაკში მოყავსო და დედაჩემსაც ჯერა.

მეცინება ამაზე, უფრო იმაზე რომ წარმოვიდგენ – ჩემს თავს სიძის ამპლუაში გვერდით პატარძალთან ერთად :დდ

მგონი ჩემი და ჩემი მეგობრის, ვიმეორებ, მეგობრის ოდნავ თბილი და სულ ცოტა იუმორნარევი ეროტიული ფოტო ნახეს დესკტოპზე დასკუპებული რომელიც 10 წუთში წაიშალა მაგრამ არამგონია მთლად ეს იყოს იმ ლექციების საბაბი რომლებსაც ეს დღეებია ყველა მიტარებს 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 7 Comments

ჩემი პარადოქსული პირადი

იღვიძებ (და არა გაღვიძებენ), ახელ თვალებს და შენივე გემოვნებით მოწყობილ ოთახებს ხედავ, დგები და ყველა ნივთი ზუსტად იმავე ადგილას გხვდება სადაც ძილის წინ დატოვე.
ხმამაღლა აღრიალებ დილით გამოსაფხიზლებლად ენერგიულ სიმღერას თან ყვები ნოტებზე და შენთვის “გამამხნევებელ მოძრაობებს” აკეთებ.
სახლიდან ისე გადიხარ რომ არავისთვის არ გჭირდება ახსნა-განმარტება იმისა თუ სად, ვისთან ან რატომ მიდიხარ.
მეგობრებთან ერთად ერთობი და თუნდაც გამთენიისას მთვრალი ბრუნდები სახლში სადაც არავინ გეგულება ვინც გისაყვედურებს, უარეს შემთხვევაში წაგეკამათება. მეორე დილით კი არავინ მოგი…ნავს ტვინს გუშინდელი საქციელის გამო.
არავინ დაგსჯის და გეტყვის შენს “ამა თუ იმ” სურვილს დააგვიანდებაო.
ვერვინ დაგგრუზავს რომ შენ ვერაფერს მიაღწევ, როგორც კარიერაში ისევე პირადშიო.

იქნები შენთვის, მშვიდად და კომფორტულად.

რატოომ!? რატომ არ შეიძლება რომ მეც მქონდეს ჩემი პირადი ისეთი სადაც არავის შეეძლება ცხვირის ჩაყოფა, რატომ უნდა ვაბარო ანგარიში ყველას ვისაც რაიმე დააინტერესდება? რატომ უნდა ავუხსნა თუნდაც ჩემს ოჯახის წევრს ჩემი ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯის მიზეზი? ხო ოჯახის წევრია, ჩემზე ზრუნავს, ვუყვარვარ მაგრამ ოდესღაც ეს ხომ უნდა დამთავრდეს?! ყელში ამომივიდა ეს გამუდმებით მობილურზე ზარები “სად ხარ? მალე მოხვალ? რა ხმებია, პონტში ხარ და მე არ მჩითავ?!”, მინდება ამ დროს ტელეფონი დავლეწო, დავჭეჭყო, დავღეჭო 😀

მერე რა რომ დედისერთა ვარ?! მერე რა რომ ფინანსურად დამოკიდებული ვარ მშობლებზე, მეც გამაჩნია ჩემი ცხოვრება და როგორც მინდა ისე წავმართავ მას, როგორც არ უნდა შევცდე და არასწორი ნაბიჯი გადავდგა მე ჩემს თავს მოვთხოვ პასუხს და არა მათ. მე გადავწყვეტ ჩემთვის რა იქნება კარგი და რა ცუდი. თავისუფალი მინდა ვიყო და არა (მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყველა ჩემი მოთხოვნა სრულდება) ვკითხო ან გავაფრთხილო რომელიმე არამკითხე მოამბე (მაგალითად რას ვაპირებ ახლო მომავალში).

ამ ბოლო დროს კი (არ ვიცი რატომ) ეს ყურადღება გაოთხმაგდა! რაც (აქამდე ვუძლებდი მაგრამ უკვე) ძალიან გამაღიზიანებელია. მიწევს დაპირისპირება, კამათი, ახსნა რომ შემიძლია მეც ვიარსებო მათ დაუხმარებლად, მათი გულიდან გასროლილი რეპლიკების გარეშე. სხვის საქმეში ხომ ყველა ბრძენიაო! ალბათ შეიძლება გულს ვტკენდე მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პირადი ცხოვრება მხოლოდ, მხოლოდ ჩემია და მე გადავწყვეტ ვინ როდის ჩაერთოს ჩემს პირადში..

ეს ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს! აღარ მჭირდება მათი უაზროდ დიდი ყურადღება, ჭკუის დარიგება/სწავლა და გამუდმებით იმის საყვედური რომ არ ვარ სამაგალითო :/ მათ ჯინაზე მივაღწევ წარმატებას სულ რომ არ შემეძლოს და მათ დასანახად დავიპყრობ მწვერვალებს, რა თქმა უნდა მათ დაუხმარებლად, დამოუკიდებლად, ჩემით. გამიჭირდება მაგრამ მე მაინც მივაღწევ იმას რომ დავუმტკიცო “მეც შემიძლია დამოუკიდებლად ცხოვრება”

Categories: თინეიჯერები, My Life | ტეგები: , , , , , , , | 9 Comments

როგორ დავკეროთ გოგო?

ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ხასიათით, ერთი ლოგიკით და ერთი დამოკიდებულებით ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით მოსაწყენი პიროვნება ხდები, ცხოვრების სულ რამოდემინე პერიოდი გჭირდება რომ საკუთარი თავი ამოწურო, რომ ბოლომდე გააცნო საზოგადოებას შენი შინაგანი სამყარო. აქ კი არსებობსას აზრი ეკარგება როცა ყველამ იცის შენი მომდევნო ნაბიჯი და შენი გადაწყვეტილება. ამ დროს კი აუცილებელია თამაში, თამაში თუნდაც გრძნობებზე, სიტყვებზე, ადამიანებზე, ზოგადად გაორებაა საჭირო რომ მრავალფეროვანი გახადო შენი ცხოვრება. თამაშით კი შეიძლება უამრავი რამ მოიგო კიდეც. ბიჭები ამ ხერხს კარგად ვიყენებთ (თუმცა არც გოგონები რჩებიან ვალში), ვთამაშობთ გმირების, გენიოსების, ჯელტმენების როლებს და ეს წარტებული ხერხია როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერაშიც.

აქვე გაგიმხელთ ბიჭების უმრავლესობის პატარა საიდუმლოს 🙂 გოგონების დაკერვის შთამბეჭდავ მეთოდს რომელსაც სულ ცოტა მოთმინება და ობიექტის კონტროლი ჭირდება. მოგეხსენებათ ბიჭები, მითუმეტეს ქართველი ბიჭები არც ისე მალე ნებდებიან და არ ისე მალე ყრიან ფარხმალს როცა მიზანს ვერ აღწევენ პარტნიორთან, აქ კი პატარა ხერხს მიმართავენ. გოგონას თამაშში ითრევენ, აჩვენებენ რომ მათ ვერაფერი გააწყვეს მათთან და რომ ისინი ნებდებიან, რომ ისინი ძლიერები აღმოჩნდნენ მათზე. უებნებიან რომ ყველაფერი ისე იყოს როგორც მათ უნდათ, არჩევანს მათ ანდობენ და თავს დაჩაგრულად და დამცირებულად აჩვენებენ, თამაშობენ. აქ კი მათი დაკერვის იმედები ორმაგდება.

გოგონამ იგი შეიძლება შეიბრალოს, შეძლოს საკუთარ პრინციპებზე უარი თქვას და მასთან მეგობრობა გადაწყვიტოს, მეგობრობას რა თქმა უნდა ხშირი კონტაქტი და შეხვედრები უძღვის წინ, აქ კი შეიძლება შეჩვევის ფაქტორმა იჩინოს თავი და მასზედ დამოკიდებული გახდეს. ბოლოს კი ბიჭი თავს გამარჯვებულად ჩათვლის და ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებს ისე რომ გოგომ ვერაფერი შენიშნოს და ეს უბრალოდ მზრუნველობას და მისდამი ყურადღების გამოვლენას მიაწეროს. Continue reading

Categories: ზოგადი თემები, თინეიჯერები | ტეგები: , , , , , , , , | 20 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: