Posts Tagged With: მეხსიერება

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

გადავიწყებული ახალი ჰობი

ზუსტად ოთხი თვე და 2 დღეა რაც პოსტი არ დამიწერია, ვერ ვიტყვი რომ ვწუხვარ ამის გამო თუმცა მართლა მომნატრებია აქაურობა 🙂 ამ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალ ჰობს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არც არის, უბრალოდ ეხლახანს გავაქტიურდი.

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ბაღში ერთი ამოჩემებული სათამაშო მქონდა, რომელიც დასაკრავ ინსტრუმენტს გავდა და სასიამოვნო, წკრიალა ხმებს გამოსცემდა. შემდეგ სახლშიც მომრავლდა მისნაირი ჟღედარი სათამაშოები (პირის გარმონი, პატარა მწვანე პიანინო, ასევე მწვანე პატარა გიტარა, ლურჯი ზოლებით და ა.შ.) მაშინდელმა ჩემმა მელომანობამ დღემდე მოაღწია და ჰობად იქცა.

Kakhi's World-old_vintage_pianoმიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს, ჩემ ჭიას მაინც ვახარებ და სახლში ელექტრო პიანინოც გაჩნდა, რაზეც მგონი სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. მანამდე კი იყო სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, სადაც ყველაფერი გაცილებით მიმარტივდებოდა, ვიდრე რეალურად პიანინოზე დაკვრა მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე (არადა თავიდან მხოლოდ ბოლო ამოჩემებულ ჰიტებზე ვატარებდი ცდებს) 🙂

მახსოვს, შარშან ვწერდი გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი მაგრამ პიანინოთი დავიწყებ, გიტარამდეც მივალ მერე 🙂 და საერთოდ – რატომ მიყვარს მუსიკა?? ეს ალბათ დედაჩემისგან გამომყვა, შესანიშნავად უკრავს პიანინოზე. პატარაობაში რაღაცებს მასწავლიდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე. ეხლა თანდათან ვიხსენებ, ზოგსაც მე ვაწყობ (ის ცალკე ემოციაა, როცა საკუთარ აწყობილ, არც თუ ურიგო მელოდიას მოუსმენ 🙂 )  და ჯამში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მუსიკა დამიგროვდა.

Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ბედნიერი

ჩემს წინა პოსტს თუ დავუჯერებთ ძალიან მაგარი ახალი წელი უნდა მქონოდა 🙂

მაგრამ ამჯერად, სრულიად მოულოდნელად, იმაზე მაგარი ახალი წელი დამიდგა ვიდრე ყველაზე ლამაზ ოცნებაში შეიძლებოდა წარმომედგინა!!

ამ ახალ წელს, ამ ბედობას და ამ შობას მივხვდი რომ ცხოვრებაში ბედნიერებისთვის სულ ცოტა კმარა. მთავარია, იმედი არასოდეს არ დაკარგო, არასოდეს იფიქრო რომ შენ არ შეგიძლია, არასოდეს თქვა -მე დავმარცხდი!! ყოველთვის გააკეთე ის რაც შენ გინდა და არასოდეს თქვა არასოდეს.

Kakhi's World - beautiful-lightaშენი ოცნებებისთვის უნდა იცხოვრო!! მაშინ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვინდა.

მშვიდი გარემო, ფეერვერკების ყრუ ხმაური, საყვარელი ადამიანის სითბო და თითო ჭიქა შამპანიური, ეს ის ზღაპარია სადაც სასწაულების ჯერათ, ეს ის ახდენილი ოცნებაა რომელიც ყოველთვის გაგახსენებს თავს და უნებურად სახეზე ღიმილი გაითამაშებს, ეს ის საღამოა რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემი წარსულის მნიშვნელოვანი მოგონებების სკივრში ემოციურ და განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

არაფერია შემთხვევითი ამ ქვეყანაზე, ყველაფერს თავისი ლოგიკა და მიზანი გააჩნია. სიყვარულიც ასეთია, ყველანი ერთამენთის ცხოვრებაში ჯაჭვური რეაქციით ვართ დაკავშირებული, ყველანი ერთმანეთის ცხოვრებას ვქმნით, ერთმანეთის ბედს განვსაზღვრავთ. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: