Posts Tagged With: მიზეზი

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Hello from Kakhi’s World

ტრადიციას დავარღვევ და პოსტსკრიპტუმს თავიდანვე ვიტყვი: ვორდპრესის ძველი ძრავა გაცილებით მიმარტივდებოდა და მომწონდა, ვიდრე ახალი 🙂 მაგრამ არც ეს არის პრობლემა..

წლების წინ თუ პოსტებს შორის დროის სხვაობა სულ რამდენიმე დღე იყო, ცოტა ხანში კვირა გახდა, შემდეგ თვე, ეხლა კი მგონი ყოველ სამ თვეში ერთხელ მახსენდება, რომ ბლოგი მაქვს და შემიძლია ვწერო ის, რაც გამიხარდება (ან მეწყინება). მიუხედავად იმისა, რომ ყოველი პოსტის ბოლოს პირობას ვდებ, რომ გამოვსწორდები და სურვილი მაქვს ძველებურად გავაქტიურდე – რაღაც დროის შემდეგ ისევ მავიწყდება ეს პატარა გეგმები, ანდაც უბრალოდ იმის ფონზე, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, არ ან ვერ ვახერხებ ვწერო, უბრალოდ ვწერო!!.

პრინციპში თავიდან მეგონა, რომ კარგიც იყო, აქტიური ცხოვრება, აქტიური პირადი, გადატვირთული დღის რეჟიმი და ა.შ – მაგრამ რატომაც არა, მოუხედავად იდეალური ცხოვრების და პირადისა, ადამიანს მაინც უნდა გააჩნდეს საკუთარ პირადზე კიდევ უფრო პირადი სივრცე – თუნდაც ჩვენ დავარქვათ მას ბლოგი. მართალია ეს ისეთი პირადიც არ გამოდის როგორსაც ზემოთ აღვწერდი მაგრამ საკუთარ თავთან და მკითხველთან მაინც გაქვს ცივილიზებული ფორმის სიტყვის თავისუფლება!! არანაირი ქვეტექსტებით და ორაზროვანი ფრაზებით საუბარი!! Continue reading

Categories: ზოგადი თემები, My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

მადლობა

ან ჩემს გარშემო ყველა ზე-ჭკვიანდება ან მე ვიცვლები საგრძნობლად – აქედან ერთი ისეთივე აბსტრაქტული თეორიის ნიმუშია როგორც ადამიანებმა ვიცით რომ სიცოცხლე მხოლოდ დედამიწაზეა თუმცა ეჭვები ყოველთვის გვრღვნის იმის შესახებ რომ შესაძლოა ვცდებოდეთ. რომ მკითხო რატომ ვფიქრობ ასე კონკრეტულს ვერაფერს დავასაბუთებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც რომ იცვლება ცხადი ფაქტია, ჩემში თუ სხვებში ეს უკვე აღარ ვიცი.  იცვლება დამოკიდებულება, შეხედულება, ლოგიკა და აზროვნება მაგრამ როდის ხდება ეს ან როგორ ვერ ვხვდები.

ან მე ჩამოვრჩები ზოგჯერ მსოფლიო აზროვნების განვითარებას ან გონიათ რომ მე ვარ ის სუსტი წერტილი რომელთანაც შესაძლებელია ენის ქექვა და ლაპარაკი დამრიგებლური ტონით იმ თემებზე რომლებზეც მე ჩემეული შეხედულება უკვე მაქვს და არ მაქვს სურვილი მხოლოდ იმიტომ გავითვალისწინო ესა თუ ის თეორია სხვა და სხვა თემებზე რომ ვიღაცის რატომღაც ბოღმით აღსავსე თვალებში კიდევ უფრო დიიდი შური არ დავთესო.

ზოგჯერ გული მწყდება იმაზე რომ ყველაზე ახლო მეგობრის აღარ მესმის, როცა ადრე მასთან ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს და მასთან მეჩქარებოდა დღე და ღამე – ახლა შეიძლება მხოლოდ უხასიათობა დამაჩემოს. ეს იცით თითქოს რას გავს?? ფილმში რომ ერთ-ერთი პერსონაჟი რაღაცას დააშავებს და შემდეგ ორნი რომ ეჯიბრებიან ერთმანეთს “-ჩემი ბრალია, მაპატიე, -შენ რა შუაში ხარ, ჩემი ბრალია, -არა, ვიცი, ჩემი ბრალია-ო და ა.შ  იქამდე სანამ რომელიმე არ დაიღლება” და რომ საბოლოო ჯამში არცერთმა არ იციან ნამდვილად დააშავეს თუ არა რამე (ვერ ვიტან ასეთ მომენტებს).

ფილმს შევეხე და ჩემს კიდევ ერთ “მორიგ” პარადოქსულ ხასიათს და ჩანაფიქრს გავამხელ რომლის არსებობაც ოდნავ მაბნევს. ვინც ბლოგს კითხულობს ან სულაც მიცნობს ეცოდინება რომ თეატრი/კინო მიყვარს და მსახიობი მინდა ვიყო (ან შეიძლება პატარა დოზით უკვე ვარ კიდეც მაგრამ შემდგარი მსახიობი მინდა რომ ვიყო) მაგრამ პოპულარობა არ მინდა. რა საშინლად ურთიერთ გამომრიცხავი სურვილებია ხო?? ამიტომ, ან ერთი უნდა დავთმო ან/და მეორეს (ჩემს ნებას და უკვე მგონი პრინციპს) ვუღალატო.

აი უკვე 3 მაგალითიც დაიწერა და გამომდინარე აქედან პირველს თუ არ ჩავთვლით დანარჩენი ორი მაინც ჩემი ბრალი ყოფილა. ხო, ალბათ მე ვიცვლები, რასაც ადრე არ ვეთანხმებოდი დღეს თურმე მისაღებია და პირიქით. რა დამღლელია ზოგჯერ ფიქრიც მაგრამ წერაა ერთადერთი გასაღები რითიც პირამიდების აგების პრინციპს თუ ვერ მოერგო სამაგიეროდ საკუთარ თავში მომხდარ ცვლილებებს მაინც შენიშნავ. საკუთარ თავში ცვლილებებსო, ანუ დავასკვენი(თ) რომ მიზეზი ისევ მე ვყოფილვარ. სულ ეს იყო – დიდი მადლობა ბლოგს 🙂

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , | 5 Comments

Friend’s Birthday

მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი დილა გათენდა, მზიანი, თბილი და მშვიდი. მყუდროდ მოკალათებული ყავას რომ სვამ აივანზე და რომ გკიდია ყველაფერი :დ სიგარეტი არ მქონდა, მაღაზიაში ჩასვლაც მეზარებოდა. თავი მისკდებოდა, როგორც ჩვეულებრივ წინა ღამითაც ზედმეტი მომივიდა. მობილურზე მესიჯი აწკრიალდა და რამოდენიმე წუთში უკვე მზად ვიყავი, კარებიც როგორც მჩვევია ირონიულად  გავიხურე და ქუჩაში გავედი. მივდიოდი და ფიქრებში გამკრავდა “არა, დღეს აღარ დალევ!” მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მაინც დავლევდი.. მეგობარი ვნახე, მეგობრებს გავუარეთ და მეგობრის დაბადების დღეზე წავედით “ერთ-ერთ” რესტორანში. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ კარგად გავერთეთ, “ცოტა” დავლიეთ და ღამის კლუბში გადავინაცვლეთ სადაც კიდევ “ცოტაც” დავამატეთ და საბოლოო ჯამში კი მეტი კარგად აღარც მახსოვს რა მოხდა :დ

ფრაგმენტები მიტივტივდება გონებაში რომ ვერის ბაღში მარტო ვზივარ, სიგარეტი ისევ არ მაქვს და უცნობს ვთხოვ ერთ ღერს. მაღაზიაში გასვლა მინდა, მივდივარ და ვხვდები რომ წრეებს ვარტყავ მაგრამ მაინც არ ვუხვევ გზას.. ბოლოს როგორც იქნა გადავიფიქრე და სკამზე ჩამოვჯექი, მივხვდი რომ მარტო ვიყავი.. მართალია, მთვრალი ვარ, არაფრის მეშინია მაგრამ მარტო ყოფნას, სიჩუმეს და სიბნელეს ვერ ვიტან.. ცოტა ხანში ისევ ქუჩებში დავბოდიალობდი და იმ კლუბს ვეძებდი საიდანაც გამოვედი 🙂 ბევრი ვიარე, ცივი ჰაერი მსიამოვნებდა, თბილი ქურთუკი და საფულე კლუბში დამიტოვია, ე.ი სიგარეტიც მაგრამ მაინც ვაჭიანურებდი დაბრუნებას..

ჩემი პლიუსი როცა მთვრალი ვარ არის ის რომ არ ვარ კომფლიქტური, სულ რაღაც მიხარია და რაღაცაზე ვკაიფობ, + არასდროს ამრევია ფეხი (ყოველ შემთხვევაში არასდროს მიბარბაცია თავჩაქინდრულს) მაგრამ ამ შემთხვევაში ვატყობდი რომ უკვე თავს აღარ ვგავდი :დ რა აღარ მიტრიალებდა თავში, რაზე/ვიზე აღარ ვფიქრობდი, რას აღარ გამოვედე ერთი სიტყვით.. ისეთი ნაბიჯებით მვდიოდი დაქირავებული ქილერები რომ მიდიან მისიის შესასრულებლად და სამიზნე რომ უკვე მკვდარია :დ ბოლოს როგორც იქნა მივაგენი (ტაქსის წყალობით), მეგობრებს სხვა “მეგობრები” შემატებოდათ და დიდი დომხალი დამხვდა. საქმეში უცებ გავერკვიე და ისევ “ცოტაც” დავუმატე.. ადგილზევე ამოვიჩემე ერთ-ერთი ობიექტი თუმცა არაფრის თავი არ მქონდა (გახსენებაც აღარ მინდა).. არა არა.. აღარ დავლევ.. ხო.. ვეცდები აღარც მოვწიო.. მაგრამ.. მთავარი ის არის რომ უმიზეზოდ არასოდეს დამილევია, მიზეზებს კი მაინც რა გამოლევს :დ

Categories: My Life | ტეგები: , , , , , | 4 Comments

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: