Posts Tagged With: მოგონება

ამოუცნობი სუბიექტები

ვგრძნობ, მთელი სხეულით, მთელი არსებით, მთელი გულით და გონებით ვგრძნობ, რომ სადაცაა ავფეთქდები, დავიშლები, ნაკუწებად დავიყოფი და ბოლოს ავორთქლდები. ვგრძნობ, რომ შიგნიდან რაღაც ისეთი ეხეთქება სხეულს, რომელიც ვერც ხმა ანთავისუფლებს, ვერც ფურცელზე კალმით წერა და ვერც მუსიკა. ეხეთქება და ღრიალებს.. რომ ვიცოდე ეს რა არის, ან როგორ გადმოგცეთ, გეფიცებით, ყველაფერს გეფიცებით პირდაპირ დავწერდი მაგრამ ვერ ვახერხებ ავხსნა. არ ვიცი ვინმე ჩემსავით თუ ყოფილხართ ოდესმე (ან ახლა ხართ) მაგრამ დამიჯერეთ – ამას არავის ვუსურვებ.

არ მინდა ძალიან გავაზვიადო, გავაბუქო, ბუზი სპილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ ეს ის მომენტია, როცა თავს ვერ ვაკონტროლებ. ალბათ ეს რაღაც არის დამნაშავე, რომ დღეს ჩვეულებრივი ალკოჰოლიკი ვარ, რომ არასოდეს ვამბობ ნარკოტიკზე უარს, რომ ვაუბედურებ, და რაც ყველაზე სამწუხაროა – ვხვდები, როგორ ვაუბედურებ საკუთარ ცხოვრებას. Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

ის მაინც არსებობს

გადაწყვეტილი მქონდა არაფერი დამეწერა მაგრამ ვერ გავძელი. სიგარეტს ბოლო ნაფასი ისე მოვქაჩე, ისე ჩავაქრე, მკლავები ისე ავიკაპიწე თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამომქონდა; ის ემოციები გავაღვიძე, რომლებიც მანამდე მე არ მაძინებდნენ და წერა დავიწყე..

ქუჩაში ხმაური, ხმაურში მელოდია, მელოდიაში მოგონება, მოგონებაში სიხარული, სიხარულის გამომწვევი მიზეზი, მიზეზი ერთადერთი, ერთადერთი და განუმეორებელი..

არ დავიწყებ შარშან ან შარშან წინ რა იყო, არ მოვყვები იმ დეტალებს, იმ წამებს და წუთებს, იმ გრძნობებს და მსგავს ათასჯერ გაგონილ რეალურ და ზოგჯერ არარეალურად ემოციურ ისტორიებს, უბრალოდ ბოლომდე ამოვიწურები. მერე რა რომ ჩემნაირი გიჟები ცოტანი არიან, შეიძლება მრავლადაც მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა..

პირდაპირ, ლაკონურად, ზედმეტი ქარაგმების, გაფორმებების, მიკიბ–მოკიბვის გარეშე და ხმამაღლა მინდა გითხრათ, რომ ის მაინც არსებობს!!

Continue reading

Categories: ზოგადი თემები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 5 Comments

სამუდამოდ

მახსოვს ადრე ერთ-ერთმა იმ ადამიანთაგანმა, რომელიც ასე თუ ისე კარგად მიცნობს მითხრა -წერას თავი არ დაანებოო. მანაც იცის და მეც, რომ წერა მაინცდამაინც უბადლოდ არ მეხერხება. რაც არ უნდა ვიფიქრო იმას ისე ნათლად მაინც ვერ გადმოვცემ როგორ არის, რადგან ყველაფერი ზოგჯერ ისეთი მარტივია ან რთული, რომ სიტყვები არ არსებობს შესაფერისი.

გარდა ამისა გულმავიწყიც ვარ, ისეთი მნიშვნელოვანი რამ მავიწყდება და ისეთ უმნიშვნელო რამ მახსენდება ხოლმე, რომ საკუთარ თავზე ვღიზიანდები, (ივლისში ბლოგს დაბადების დღეც კი არ მივულოცე, ხო, 3 წლის გავხდი -არადა შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო) აქედან გამომდინარე რთულია ეხლა ის ემოციები დავწერო რისი დაწერაც მინდოდა მაშინ, მაშინ როცა დრაფტებში ვაგროვებდი პატარ-პატარა სტატუსებს, ახლა კი ამ დაობებულ პოსტს უწერია თუ არა გამოქვეყნება ისიც საეჭვოა. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: