Posts Tagged With: მოგონებები

მე შენი სურათი ვიპოვე

სამწუხაროა, როცა ყველაფერს ხმამაღლა და თამამად ვერ იტყვი, უფრო სწორედ არ იტყვი, იმიტომ რომ ეს რაღაც კონკრეტული მხოლოდ შენ არ გეხება და თავს ზემოთ ძალა არ არის, გიწევს მიკიბ-მოკიბული ფრაზებით წერო ის ისტორია, რომელიც მთელი ცხოვრება გაგყვება, გაგახსენდება და შიგადაშიგ სახეზე წამიერი ღიმილით დასრულდება ხოლმე 🙂

არადა წლები გავიდა, ის ინტრიგა, აღფრთოვანება და ემოცია კი ჯერ ისევ კარგად მახსოვს.. პირველი პოსტი, რომელმაც ამაფორიაქა და ამრია, კონკრეტულ გრძნობებზე დამაფიქრა; პირველი პიემი, რომელიც არც თუ ისე კარგად ჩაიარა; პირველი ზარი სკაიპში, რომელიც ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოველოდი და პირველი შეხვედრა, რომელიც ხელახლა დაბადებას გავდა 🙂

მოვრჩები ამ სასაცილო პათეტიკას და პირდაპირ დავწერ, დღემდე ვნანობდი, გული მწყდებოდა, რომ შენი არცერთი სურათი არ მქონდა, თავი ბოლო იდიოტი მეგონა ამის გამო.. როგორ შეიძლებოდა მე შენი, თუნდაც მხოლოდ ერთი სურათი მაინც, არ მქონოდა?! 🙂 Continue reading

Advertisements
Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

გადავიწყებული ახალი ჰობი

ზუსტად ოთხი თვე და 2 დღეა რაც პოსტი არ დამიწერია, ვერ ვიტყვი რომ ვწუხვარ ამის გამო თუმცა მართლა მომნატრებია აქაურობა 🙂 ამ ოთხ თვეში მნიშვნელოვანი თითქმის არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ახალ ჰობს, რომელიც სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არც არის, უბრალოდ ეხლახანს გავაქტიურდი.

მახსოვს პატარა რომ ვიყავი, ჯერ კიდევ ბაღში ერთი ამოჩემებული სათამაშო მქონდა, რომელიც დასაკრავ ინსტრუმენტს გავდა და სასიამოვნო, წკრიალა ხმებს გამოსცემდა. შემდეგ სახლშიც მომრავლდა მისნაირი ჟღედარი სათამაშოები (პირის გარმონი, პატარა მწვანე პიანინო, ასევე მწვანე პატარა გიტარა, ლურჯი ზოლებით და ა.შ.) მაშინდელმა ჩემმა მელომანობამ დღემდე მოაღწია და ჰობად იქცა.

Kakhi's World-old_vintage_pianoმიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება საერთოდ არ მაქვს, ჩემ ჭიას მაინც ვახარებ და სახლში ელექტრო პიანინოც გაჩნდა, რაზეც მგონი სულ პირველ ნაბიჯებს ვდგამ. მანამდე კი იყო სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამები, სადაც ყველაფერი გაცილებით მიმარტივდებოდა, ვიდრე რეალურად პიანინოზე დაკვრა მაგრამ ეს ბარიერიც გადავლახე (არადა თავიდან მხოლოდ ბოლო ამოჩემებულ ჰიტებზე ვატარებდი ცდებს) 🙂

მახსოვს, შარშან ვწერდი გიტარაზე დაკვრა მინდა ვისწავლო-მეთქი მაგრამ პიანინოთი დავიწყებ, გიტარამდეც მივალ მერე 🙂 და საერთოდ – რატომ მიყვარს მუსიკა?? ეს ალბათ დედაჩემისგან გამომყვა, შესანიშნავად უკრავს პიანინოზე. პატარაობაში რაღაცებს მასწავლიდა მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ყველაფერი გადამავიწყდა, როგორც ხდება ხოლმე. ეხლა თანდათან ვიხსენებ, ზოგსაც მე ვაწყობ (ის ცალკე ემოციაა, როცა საკუთარ აწყობილ, არც თუ ურიგო მელოდიას მოუსმენ 🙂 )  და ჯამში საკმაოდ ბევრი და მრავალფეროვანი მუსიკა დამიგროვდა.

Continue reading

Categories: My Life, Uncategorized | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი

ეს ის მომენტია, როცა საუკუნის უნახავ, დაობებულ ბლოგზე მხოლოდ “ჰელოუ მაი ვორლდით” ვერ დავიწყებ პოსტის წერას და პირდაპირ უნდა ვთქვა – ძალიან მომენატრა აქაურობა!! ეს ის მომენტია, როცა (ცოტა ფანტაზია რომ მოვიშველიოთ) მოხუცი ადამიანი გადახსნის თავის დამტვერილ, დაძველებულ, დამტვრეულ სკივრს და ამზეურებს მის ყველაზე ძვირფასს – პირადს!! ამზეურებს და თან იხსენებს. თითოეული სკივრში ჩატეული პატარა სამახსოვროსაც რომ აქვს საკუთარი დიდი ისტორია და +ემოცია. მართალია არც არარსებული სკივრი არ გამიხსნია და (სიმბოლურად მაინც) არც ძველი პოსტები არ გადამიკითხია მაგრამ ის ერთადერთი მიზეზი, რამაც მაიძულა დიდი ხნის შემდეგ ისევ დამეწერა პოსტი – ეს ემოციები და მოგონებებია. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , , , | დატოვე კომენტარი

სიცხე და ნოსტალგია ანუ ისევ პატარა კახი

არ არსებობს (ალბათ მე არ მახსოვს) ზამთარი ისე გასულიყო რომ სიცხე არ მქონოდეს, ყოველთვის ან მაღალი სიცხეები მაქვს ან ფილტვების ანთება და კიდევ უფრო მწვავე ვირუსები. სუსტი ორგანიზმი მაქვს და მიწევს 24 საათიანი რეჟიმით საწოლში გორაობა მაშინ როცა სხვები გუნდაობენ (მაინც ვერ ვიტან გუნდაობას), გარეთ არიან ბოლოსდაბოლოს და სუფთა ჰაერზე მშვიდად დასეირნობენ (ნუ მაინც ცივა ეხლა და). მოკლედ ასეა თუ ისე ეს ზამთარიც უკვე ძალიან გაიწელა და მეც ტრადიცია არ დამირღვევია და ეს რამოდენიმე დღეა სიცხე მეთამაშება, დამიწევს-ამიწევს, გამივლის და საღამოთი ისევ მომცემს 🙂 ეს წამლები და ცხელი ლიმნიანი ჩაი ხომ ყელში მაქვს ამოსული. ბლოგზეც ვეღარ ვწერ აქტიურად, ის კი არა და ლამის ფეისბუქზეც დამეზაროს ხეტიალი.

თაროდან წიგნი გადმოვიღე “ანატოლ ფრანსი – ღმერთებს წყურიათ” საინტერესო სახელი აქვს ხო?? ხო და დიდი მარაზმია! არ გირჩევთ, ნუ ვისაც დიდი ლაბირინთები და ერთმანეთში ჩახლართული ისტორიები თუ დიალოგები გიზიდავთ მაშინ მისწრებაა. ხო და კითხვითაც გადავიწვი და ისევ მუსიკებს მივუბრუნდი, ვუსმენ ერთი და იგივე ჟღარუნს, წიოკს და ესეც მომბეზრდა, ერთადერთი გამოსავალი თვალების დახუჭვა და მშვიდად ძილია. მძინავს და ვგრძნობ ნაცნობი ხმა მესმის ყურში – თურმე სიცხისას ბოდვა დამჩემდა 😐 მართალია კაცი ვერ გაარჩევს რას ვლუღლუღებ – მაინც არ მომწონს ეს ფაქტი 🙂 Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , , , , , | 3 Comments

სიზმრებში

სუიციდზე არასდროს მიფიქრია, არასდროს მივსულვარ იმ ზღვარამდე რომ ეს თავში გამევლოს მაგრამ სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ. განსაკუთრებით ეს დღეები. სიზმარში, თითქმის ყოველ ღამე ჩემს გარდაცვლილ კლასელს ვხედავ. არაფერი ახალი, უბრალოდ ერთად გატარებულ რამოდენიმე საათს ვხედავ, ზუსტად იმ საუბრით და მოძრაობებით რაც უკვე მოხდა, ზუსტად იმ სიზუსტით რაც უკვე იყო. დილით კი საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ და ყოველთვის არანორმალურად გაღიზიანებული ელემენტარულ რაღაცეებზე.
ამის შესახებ ჯერ ბლოგზე არ დამიწერია თუმცა ორი სიტყვით მაინც დავწერ. Continue reading

Categories: My Life | ტეგები: , , , , , , | 2 Comments

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: